აშშ-ს სენატმა 838 მილიარდიანი გეგმა დაამტკიცა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : აშშ-ს სენატმა 838 მილიარდიანი გეგმა დაამტკიცა
ნანახია: 517

სამშაბათს, 10 თებერვალს, სენატმა მასტიმულირებელ გეგმის განხორციელებისთვის 838 მლრდ. დოლარი დაამტკიცა. დებატები ამ გეგმის დასამტკიცებლად ობამას მოსვლის დღიდანვე დაიწყო. რეცესიიდან გამოსასვლელად აშშ ყველაზე ძვირადღირებულ მეთოდს მიმართავს. ამგვარი თანხის ჩადება კერძო ინდუსტრიებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო შემთხვევაა.
სწორედ მაშინ, როდესაც სენატი ეკონომიკის მოსულიერების პაკეტის მიღებაზე მსჯელობდა, ობამა ფორტ მეიერში გამართულ სახალხო კრებაზე გამოდიოდა, სადაც განაცხადა, რომ "აკეთო არაფერი, ეს გამოსავალი არ არის. თქვენ მე ვაშინგტონში არაფრის საკეთებლად არ გაგიგზავნივართ".
სენატმა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული გეგმა დაამტკიცა, თუმცა 37 რესპუბლიკელს იგი სარისკოდ და მეტად ძვირადღირებულად მიაჩნია. ამ უკანასკნელთაგან მხოლოდ სამმა ადამიანმა, 61 დემოკრატთან ერთად, დაუჭირა მხარი გეგმის შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის გეგმის შექმნა საქართველოშიც სცადეს, თუმცა როგორ გადავიღეთ იგი ამერიკელებისაგან, რაზეა აქ ყურადღება გამახვილებული და გაამართლებს თუ არა ის, ეს ცალკე საკითხია.
საინტერესოა, თუ რა საკითხებს მიაქცევს ყურადღებას შტატები ამ მძიმე ჟამის დროს, როცა მსოფლიო ცვლილებების მოლოდინშია. გეგმა, პირველ რიგში, ინდივიდუალურ პირთათვის, ასევე ოჯახებისა და ბიზნესმენთათვის გადასახადების შემცირებას ითვალისწინებს. უმუშევრად დარჩენილები და დაბალი ხელფასების მქონე მოქალაქეები კი გარკვეულ დახმარებას მიიღებენ; უზარმაზარი ხარჯებია გათვალისწინებული განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფეროებზე. სწორედ ამ ინდუსტრიულ სფეროთა სტიმულირება მიაჩნია აშშ-ს ხელისუფლების უმრავლესობას-დემოკრატებს ეკონომიკის გაჯანსაღების საწინდრად. გეგმის მხარდამჭერ კონგრესმენთა აზრით, სამუშაო ადგილების შექმნითა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებით ქვეყანა კრიზისიდან ამოსვლის გზას დაადგება. განსხვავებული და ოპოზიციურია რესპუბლიკელთა აზრი. მათი თქმით, პროგრამა არ ღირს 838 მლნ. დოლარი და ამგვარი ქმედება აშშ-ს მომავალ თაობას მხოლოდ ვალებში ჩააგდებს. რესპუბლიკელებს ნაკლები თანხების გამოყენებით გადასახადების გაცილებით დიდი მასშტაბებით კლება სურთ.
საბოლოოდ, უთანხმოება შეიძლება ჩვენთვის უჩვეულოდ, აშშ-ში კი მოლაპარაკებებით გაგრძელდა, რათა ორივე მხარეს შეთანხმებისთვის მიეღწია. GOP-ს სენატორმა სუსან კოლინსმა განაცხადა: "დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერთად მუშაობით, ქვეყანაში უდიდეს ეკონომიკურ კრიზისებსაც შევეჭიდებით." საბოლოოდ კონგრესი 789 მლრდ. დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა. უფრო კონკრეტულად კი:
- 35% გადასახადების კლებას მოხმარდება.
- 44 მლრდ. დოლარი აშშ-ს სხვადასხვა შტატს მოხმარდება, რაც განათლებისთვის განკუთვნილ ფულსაც ითვალისწინებს.
- ფედერალური ჩOBღA პროგრამით იგეგმება მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენაში დახმარება.
- 6 მლრდ.-დან 9 მლრდ.-მდე დოლარი სკოლების მოდერნიზაცია-შეკეთებისთვის გამოიყოფა.
ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ძირითადი ასპექტებია, რაზეც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოში, სავარაუდოდ, ყურადღება გამახვილდება. სანამ მასტიმულირებელ გეგმას საბოლოო სახე მიეცემა, წარმომადგენელთა სახლი და სენატი ჯერ კიდევ რამდენიმე, ბოლომდე გაურკვეველ საკითხზე იმსჯელებს და რაც შეიძლება მალე. ობამას სურვილია, გეგმა ორშაბათისათვის, სწორედ "პრეზიდენტთა დღისათვის," უკვე მაგიდაზე ედოს.

ნინო ფარიზოვა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48