ნანახია: 300
დიდი ბრიტანეთი სავარაუდოდ სასამართლოს მიმართავს, რათა ისლანდიურ ბანკს Icesave ვალების გადახდა აიძულოს. დავალიანების მოცულობა 5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს - ამის შესახებ ბრიტანეთის ხაზინის შეფ-მდივანმა დენი ალექსანდერმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების კომენტარისას განაცხდა. "ბი-ბი-სის” ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ სასამართლოს ჰოლანდიამაც მიმართოს, რათა ილსნდიას ვალების გადახდა აიძულოს. შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმზე წინასწარი მონაცემებით, ისლანდიელების 60 პროცენტმა ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთისთვის Icesave-ის ვალების გადახდის წინააღმდეგ მისცა ხმა. ისლანდიის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რეფერენდუმზე ქვეყნის მოქალაქეებმა მოვლენების განვითარების ყველაზე უარესი სცენარი აირჩიეს. ისლანდიის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ქვეყანაში მორიგი ეკონომიკური კრიზისი დაიწყება.
|