ნანახია: 432
”ევროკავშირის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, რვათვიანი მატების შემდეგ, მარტში გლობალური სასურსათო ფასები დაიწია ”გლობალური სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც განსაზღვრავს სურსათის ფასებზე თვიურ ცვლილებებს, ხორცის, შაქრისა და მარცვლეულის ჩათვლით, მარტში საშუალოდ 229.8-ზე ჩამოვიდა. თებერვალში კი ეს მაჩვენებლი 236.8 –ს წარმოადგენდა. შუა აღმოსავლეთში არეულობისა და იაპონიაში სტიქიის შედეგად მარცვლეულზე მოთხოვნილება შემცირდა და ფასებმაც დაიკლო. თუმცა, ევროკავშირში ვარაუდობენ, ეს მხოლოდ ერთგვაროვანი პროცესია და მოსალოდნელია, რომ გლობალური სასურსათო ფასები ისევ აიწევს. ევროკავშირის სურსათისა და სოფლის მეურნეობის უფროსი ეკონომისტის განცხადებით, რამდენიმე კვირის შემდეგ ცვლილებები კვლავ შესამჩნევი იქნება და ფასები ისევ აიწევს. მარცვლეულის იმპორტი შეწყდა ისეთ ძირითად მომხმარებელ რეგიონებში, როგორიცაა აფრიკა და შუა აღმოსავლეთი. თუმცა, რადგან მარცვლეული არა მხოლოდ საკვები, არამედ მეცხოველეობის პროდუქტი და ბიოსაწვავია,Mმასზე მოთხოვნილება ისევ გაიზრდება.
|