ამერიკის ფინანსთა სამინისტრო ანგარიშში მოტყუვდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ამერიკის ფინანსთა სამინისტრო ანგარიშში მოტყუვდა
ნანახია: 735

ამერიკის ფინანსთა სამინისტრო ანგარიშში მოტყუვდა

ფინანსური კრიზისის დასაძლევად თავისი პრეზიდენტობის მიწურულს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ფინანსური კომპანიებისგან 78 მლრდ დოლარის აქტივები იყიდა. ეს გადაწყვეტილება კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ იყო მიღებული. ამ მასშტაბური ღონისძიების შემდეგ, ამერიკის მთავრობამ მხოლოდ უმნიშვნელო სარგებელი მიიღო. მიუხედავად ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთებისა, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ფინანსურ დახმარებას მოჰყვა, ამერიკის ახალ პრეზიდენტს არ შეუქმნის სიძნელეებს ამერიკის საფინანსო სისტემის გადარჩენისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებში. "ეს ხარჯები არ არის, ეს ინვესტიციაა და არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ ეს პროგრამა გადასახადების გადამხდელებს პრობლემებს შეუქმნის", - აცხადებდა გასული წლის ოქტომბერში მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ჰენრი პოლსონი, როდესაც კონგრესის მიერ ამერიკის საფინანსო სისტემისთვის 700 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის ნახევარი უკვე გახარჯულია, დარჩენილი 350 მლრდ დოლარი კი ახალი ადმინისტრაციის კონტროლქვეშ დაიხარჯება. როგორც კონგრესში ზედამხედველობის კომიტეტში დათვალეს, კომპანია TARP- ისგან შესყიდულმა აქციებმა და აქტივებმა 254 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გარიგების განხორციელების მომენტისთვის მათი ღირებულება 176 მლრდ დოლარი იყო. ამერიკის ბიუჯეტისთვის უდიდესი ზარალის მომტანი AIG - სა ჩიტიგროუპ - ის აქციებში გადახდილი თანხა (160 მლრდ დოლარი), როდესაც ხელისუფლებამ ყოველ გადახდილ 100 დოლარში მიიღო აქტივები, რომლის ღირებულება 41 დოლარი იყო. სხვა კომპანიებთან მიმართებაში გარიგებები შედარებით წარმატებული შედეგებით დამთავრდა – 100/78 დოლარი. როგორც სააგენტო ღეუტერს აღნიშნავს, კერძო ინვესტორები ბანკების დახმარებით შედარებით მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგალითად, უორენ ბაფეტმა ოქტომბერში 5 მლრდ დოლარი ინვესტიცია Goldman Sachs-ის აქციებში ჩადო, ყოველ 100 დოლარზე ბაფეტმა მიიღო ფასიანი ქაღალდი, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროისთვის 110 დოლარი იყო. `ფინანსთა სამინისტრომ საერთო პრინციპით იმოქმედა და კომპანიების სტიმულირებისთვის მათ სხვადასხვა ფინანსურ მდგომარეობაზე თვალი დახუჭა. ამიტომ გამოვიდა ისე, რომ სამინისტრომ სუსტ კომპანიებს უფრო მეტი სუბსიდირება გაუწია, ვიდრე უფრო წარმატებულებს", - ნათქვამია კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის მოხსენებაში. იმ დისბალანსის მიუხედავად, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულმა ნაბიჯებმა წარმოქმნა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ობამას სამოქმედო ნაბიჯები და გეგმები დიდად არ შეფერხდება. `ზომები, რომელიც ობამამ უნდა გაატაროს კონტროლის მყარ მექანიზმს, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს დასახული ფინანსური პროგრამის სტიმულირების ხარისხს. ობამა ხომ ყოველთვის აკრიტიკებდა თავის წინამორბედებს ანტიკრიზისული ზომების გამო", - აღნიშნავს Ideaglobal-ის ეკონომისტი მაკსველ კლარკი.




გულგატეხილი ინვესტორები

ამერიკის ბუნდოვანი გეგმები


ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და კერძოდ, პრეზიდენტ ობამას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ბაზრის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. გონდებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ობამას მიერ წარმოდგენილ ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმას დეტალიზაცია აკლია, ხოლო ამერიკის ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილ ფინანსური სექტორის მხარდასაჭერ გეგმას მეტი კონკრეტიზაცია. ამ დღეებში Dow Jonses-ის ინდექსმა 4,6%-ით დაიწია, შ&P 500-ის 4,9%-ით, ხოლო ტექნოლოგიური კომპანია NASDAQ Composite-ს ჯამურმა ინდექსმა 4,2%-იანი ვარდნა განიცადა. როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ეს პროცესი ობამას ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ახალი ინიციატივების გამოძახილია. "პირველი რეაქციები ანტიკრიზისულ მოქმედებებზე არის გულგატეხილობა. მართალია, ამერიკის ხელისუფლება ცდილობს, რომ სწორი მიმართულებით იმოძრაოს, თუმცა ბაზარს მეტი დეტალი და კონკრეტიზაცია სჭირდება", - მიიჩნევს Heargreaves Lansdown-ის ექსპერტი რიჩარდ ჰანტერი. ბაზრის შეშფოთებას ობამას მიერ წარმოდგენილი მასტიმულირებელი გეგმის ბუნდოვანი პერსპექტივები იწვევს. გაურკვეველია, როგორ უნდა დაიხარჯოს მასტიმულირებელი გეგმის ფარგლებში გამოყოფილი 800 მლრდ დოლარი.
წარმოდგენილი გეგმა საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებასაც ისახავს. თუმცა ამერიკის ეკონომიკის სტიმულურება ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებითაცაა დაგეგმილი, რომლისთვისაც საკმაო თანხებია საჭირო. ბატონი ჰანტერის აზრით, თუ საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებისგან შესაძლებელია სწრაფი შედეგების მიღება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისგან შედეგები უფრო დროშია გაწელილი. ჰანტერს არ ესმის, თუ რისი მიღწევა სურს ობამას წარმოდგენილი გეგმით. ასეთივე მოსაზრება ქვს ექსპერტს საბანკო სფეროს გადარჩენისთვის წარმოდგენილი ექსტერნული გეგმის მიმართაც, რომლის ფარგლებშიც 1 ტრილიონი დოლარია გამოყოფილი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც არც ამერიკის პრეზიდენტი და არც მისი კოლეგები არ შეხებიან, არის ბანკების "ტოქსიკური აქტივების" საკითხი. ის, რომ ხელისუფლება მათ გამოსყიდვას აპირებს, ეს დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არავის უთქვამს, თუ როგორი იქნება ამ აქტივების ფასის განსაზღვრა და გარიგების პირობები. "ბატონმა გეიტნერმა (ამერიკის ფინანსთა მინისტრი) ბაზარი გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა. არ განმარტა, თუ რას მოიტანს შექმნილი მდგომარეობა. "ცუდი ბანკის" შექმნის იდეა კარგია, თუმცა, ვეჭვობ, რომ მთავრობა და ბატონი გეიტნერი მოახერხებენ ამ სტრუქტურის საკმარისი თანხით უზრუნველყოფას, რათა მოხერხდეს ყველა პრობლემური აქტივის გამოსყიდვა", - ამბობს ანალიტიკური სააგენტო HIS Global Insight-ის ეკონომისტი იან რენდოლფი. ამ ეტაპისთვის პრობლემური აქტივების გამოსასყიდად 1 ტრილიონი დოლარია გამოყოფილი, რომელიც ბატონი რენდოლფის შეფასებით, შესაძლოა საკმარისი არ იყოს. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ბანკების უმრავლესობა "ტოქსიკური აქტივების" მოცულობის დასახელებას ერიდება. ნებისმიერი სახის ასეთი ინფორმაცია, რომელიც პოტენციურ მყიდველს გადაეცემა, საკრედიტო ორგანიზაციის მყისიერი საბაზრო კაპიტალიზაციის გაუარესებას იწვევს.
ობამას გეგმამ საგონებელში ჩააგდო ამერიკული ბიზნესი და ჰედჟ-ფონდები, რომელთა მმართველებს არ ესმით შეთავაზებული გეგმის ფარგლებში გასატარებელი ზომების ავკარგიანობა და რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეს სახელმწიფო-კერძო ინვესტფონდების შექმნის იდეას გამოიწვევს. კომპანიის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ობამას ახალი გეგმები ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკისკენ დაბრუნების საფრთხეს შეიცავს, რომელმაც ამერიკის ფინანსური სისტემის "ამოქაჩვა" ვერაფრით მოახერხა.

ოქროს მილსადენი

"სამხრეთის დინება" "ნაბუკოზე" სამჯერ ძვირია

ინვესტორებთან შეხვედრისას "გაზპრომმა" გაზსადენ "სამხრეთის დინების" ღირებულება გაახმაურა, რომლის მშენებლობასაც იგი იტალიურ Eni-სთან ერთად აპირებს. ის 25 მლნ ევროზე არანაკლები დაჯდება. მონოპოლიამ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ მან უარი თქვა მილსადენის მშენებლობაზე და პროექტს პრიორიტეტი უწოდა. ექსპერტების აზრით, სამშენებლო მასალებზე ფასის დაწევის გამო "სამხრეთის დინების" ინვესტიციები 20 მლრდ ევრომდე უნდა შემცირდეს.
2008 წლის დასაწყისში Eni-ს ხელმძღვანელმა პაოლო სკარონიმ მილსადენ "სამხრეთის დინების" ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 10 მლრდ დოლარად შეაფასა. მილსადენმა შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს და რუსეთი ჩრდილოეთ ევროპასთან შეაერთოს. გასული წლის ივლისში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ განაცხადა, რომ გაზსადენის მშენებლობა დაახლოებით 20 მლდ დოლარი დაჯდება. ახლა მისი ფასი კვლავ 25 მლრდ ევრომდე, ანუ ადრინდელი კურსით 32 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამასთანავე შემცირდა გაზსადენის წყალქვეშა მონაკვეთის ღირებულებაც, ადრე იგი 10 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, ახლა კი "გაზპრომის" პრეზენტაციის თანახმად, ამისათვის მხოლოდ 4 მლრდ ევრო (5 მლრდ დოლარი) არის გათვალისწინებული. "სამხრეთის დინების" ხმელეთზე გასავლელი ნაწილი ავსტრიამდე (1300 კმ) და საბერძნეთამდე (990 კმ) 15-20 მლრდ. Dდოლარად არის შეფასებული.
მაგისტრალის ზუსტი მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. სავარაუდოდ, მან რვა ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს (უკრაინის ეკონომიკური ზონის ჩათვლით შავ ზღვაში). საერთაშორისო ხელშეკრულებები ბულგარეთთან, სერბეთთან, უნგრეთთან და საბერძნეთთან უკვე დადებულია. `გაზპრომის~ ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი კომპანიისთვის პრიორიტეტია და ფინანსური კრიზისის მიუხედავად, მასზე უარის თქმას არ აპირებს. მონოპოლიის ტოპ-მენეჯერმა შეგვახსენა, რომ მილსადენი "ცისფერი დინება" 2000 წლისთვის იქნა აშენებული, ანუ მისი მშენებლობა კრიზისულ 1998-1999 წლებში მიმდინარეობდა, როდესაც ფასები ნავთობსა და გაზზე უფრო დაბალი იყო. ბატონმა მედვედევმა დაადასტურა, რომ "სამხრეთის დინების" სიმძლავრე 31 მლრდ-დან 46 მლდ. Kკუბურ მეტრამდე გაიზრდება. თუმცა ეს საკითხი პროექტის მეორე მთავარ მონაწილე Eni-სთან შეთანხმებული არ არის. გაზსადენის ბულგარეთის მონაკვეთის გაფართოებაზე "გაზპრომი" უკვე მოელაპარაკა "სოფიას", ასევე შედგა მოლაპარაკებები მშენებლობის დაჩქარებასთან დაკავშირებით. სადენის ამუშავება მაინც გაჭიანურდა. თავდაპირველად ეს 2013 წლისთვის იყო დაგეგმილი, ახლა კი მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2014 წლის ბოლოს, 2015 წლის დასაწყისისთვისაა ნავარაუდევი. "სამხრეთის დინება" მის ალტერნატიულ პროექტ "ნაბუკოზე" სამჯერ უფრო ძვირია (მისი ხარჯთაღრიცხვა ცოტა ხნის წინ 7,9 მლრდ ევრომდე გაიზარდა). თუმცა რუსულ-იტალიური პროექტი უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე "ნაბუკო", რადგან "ნაბუკო" საიმედო რესურსების ბაზით ჯერ კიდევ არაა უზრუნველყოფილი – არც შუააზიული რესპუბლიკებიდან და ევროკავშირი ჯერ-ჯერობით ვერც ირანთან მოლაპარაკებას ახერხებს.
"სამხრეთის დინების" ღირებულებამ "გაზპრომის" მეორე ძვირადღირებულ პროექტ – Nord Stream-საც გადააჭარბა (მისი ინვესტიციები 12 მლრდ ევრო უნდა იყოს).თუმცა იანვრის გაზის კრიზისის შემდეგ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მიუხედევად ამისა, ასეთი ძნელი პროექტი შეიძლება ვადაში ვერ დასრულდეს. კონსალტინგური კომპანიის Eas European Gas Analysis-ის გენერალური დირექტორის მიხეილ კორჩემკინის აზრით "სამხრეთის დინების" ღირებულება შეიძლება 25 მლრდ ევროდან 20 მლრდ ევრომდე დაეცეს. გაზის ექსპორტი ამ სადენით უფრო იაფი იქნება, ვიდრე უკრაინის გავლით ან "ნაბუკოთი". "სამხრეთის დინება" წმინდა პოლიტიკური პროექტია, ეკონომიკური თავლსაზრისით უსარგებლო, დარწმუნებულია ბატონი კორჩემკინი.
თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ევროკომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ ბაროზოსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, ევროკავშირი დაინტერესებულია "სამხრეთის დინებისა" და "ჩრდილოეთის დინების" განხორციელებით.


გერმანელებს ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი ავტომწარმოებლების შურთ

ფინანსური კრიზისის გამო, ავტომობილებზე მოთხოვნის კლების პირობებში, გერმანელი ავტომწარმოებლები შურით უყურებს სხვა ქვეყნებს, სადაც ავტომწარმოებლებს ფინანსურად ეხმარებიან და სხვადასხვა შეღავათებს აძლევენ. რის შედეგადაც ამ ქვეყნის ავტოინდუსტრია უპირატეს მდგომარეობაშია. სამამულო ავტოინდუსტრიისთვის ფინანსური მხარდაჭერა საფრანგეთმაც განაცხადა.
სახელგანთქმული გერმანული ავტობრენდების პერსპექტივა უფრო და უფრო არახელსაყრელი ხდება.
საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "რენოსა" და "პეჟოს" კონცერნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას აპირებს, რაც, საერთო ჯამში, 6 მილიარდ ევროს შეადგენს. ასეთ შემთხვევაში საფრანგეთი მესამე ქვეყანა იქნება, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ, რომლის ხელისუფლებაც მზად არის სამამულო საავტომობილო ინდუსტრიის წარმოებას დაუჭიროს მხარი.
გერმანულ ავტოწარმოებაში გაღიზიანება იზრდება. "ჩვენ გამოვდივართ კონკურენტული ბრძოლის წესების დამრღვევების წინააღმდეგ ევროპაშიც და დედამიწის სხვა ნებისმიერ წერტილში. ჩვენ იმის წინააღმდეგნი ვართ, რომ მსოფლიოში დაიწყოს რბოლა სუბსიდირებას შორის", – განაცხადა გერმანული ავტომობილების წარმოების კავშირის (VDA) უფროსმა კლაუს ბროინგმა. "ეს აშკარა კონკურენციის დარღვევაა",- აღშფოთებულია ერთ-ერთი გერმანელი ტოპ-მენეჯერი, პარიზის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
გერმანიის მთავრობასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ქვეყნის ხელისუფლების გეგმებში ავტოწარმოებაზე ფინანსური დახმარების ღონისძიება არ შედის. გარდა ამისა, გერმანიის სახელისუფლო წრეებში ფიქრობენ, რომ ფრანგული კონცეფცია იურიდიული თვალსაზრისით ეჭვებს იწვევს. "აუცილებელია, რომ ყველაფერი ევროპულ კანონმდებლობას შეესაბამებოდეს", - ასეთია სახელისუფლო განწყობა. გასული წლის ბოლოს ევროკომისიამ გააკეთა განცხადება, რომ ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, გადახედავდა და შეაჯამებდა კონცერნებზე სახელმწიფოს მიერ ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხებს.
მოკლევადიან პერსპექტივაში გერმანელი ავტომწარმოებლების განსაკუთრებულ შეშფოთებას მათი კომპანიების ფილიალებში სავალალო ფინანსური მდგომარეობა იწვევს. Daimler-ი და BMW ვალდებულები არიან ყოველწლიურად 25 მლრდ ევროთი მოახდინონ თავიანთი კომპანიების რეფინანსირება. სახელმწიფოს დაუხმარებლად კი დღევანდელ პირობებში ეს საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა. BMW - ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან მოახდინონ ჯერ კიდევ ნოემბერში მათ მიერ გამოშვებული ობლიგაციების რეფინანსირება წლიურ 8,875%-ად.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48