ნანახია: 740
ევროკომისია 2050 წლიდან ევროპის ქალაქებში ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების მოძრაობას აკრძალავს, - ამის შესახებ ევროკავშირის ტრანსპორტის კომისარმა სიმ კალასმა განაცხადა. BBC წერს, რომ კალასის განმარტებით, ბრიუსელის გეგმებში შედის, რომ 2030 წლისთვის 50 %-ით შემცირდეს ავტომანქანები, რომელთა ძრავები ბენზინსა და დიზელზე მუშაობს. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ 20 წლის შემდეგ, 2050 წელს, ევროპა სრულად მოიშორებს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომომანქანებს და ქუჩებში ფაქტობრივად აღარ იქნება გამონაბოლქვი. 39 წლის განმავლობაში ევროკავშირი გეგმავს, რომ ევროპის ყველა დიდი ავიაკვანძი ქალაქის ცენტრთან სარკინიგზო ექსპრესებით დააკავშიროს. თავის მხრივ ავიაკომპანიები ვალდებულები იქნებიან, 40%-ით შეამცირონ დაბალნახშიროჟანგიანი საწვავის გამოყენება. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ინიციატივას გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა დიდი ბრიტანეთში. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ არავითარი აკრძალვები არ იქნება.
|