
იაპონიის ხელისუფლებაში თვლიან, რომ ამა წლის 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამისგან მიღებული ზარალი 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება 1995 წელს კუბეზე ბუნებრივი კატაკლიზმებისგან მიყენებულ ზარალს. ექსპერტების აზრით, მთავრობა გაზრდის სესხის ლიმიტს, რომელიც თავდაპირველად 44,3 მილიარდი იენით განისაზღვრა.
იაპონიის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მინისტრის ანგარიშის თანახმად, სტიქიების შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 16-25 ტრილონ იენს (185-309 მლრდ.დოლარი) მიაღწიოს. ეს თანხა მოხმარდება დაზიანებული გზების, სახლების, ქარხნებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამ მოხსენების გაკეთებამდე მსოფლიო ბანკმა იაპონიის პირდაპირი ზარალი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი)-ს 4%-ით ანუ 235 მილიარდი დოლარით შეაფასა.
ამასთანავე, მთვრობის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების დოკუმენტში არაა მითითებული ფოკუსიმაში ბირთვული ელექტროსადგურის ავარიის და ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების შედეგად მიღებული ზარალის რაოდენობა. მითუმეტეს, ელექტროენერგიის გათიშვის შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვნია. "როიტერის" მონაცემებით, ტოკიოში ადგილობრივმა, უმსხვილესმა ელექტროენერგიის კომპანია Tokyo Electric Power-მა რომელიც ტოკიოსა და მასთან ახლომდებარე რაიონებს ელექტორენერგიით ამარაგებს და ელექტროენერგიის გამომუშავების 40% მთელი ქვეყნის მასშტაბით მასზე მოდის დაკარგა ენერგიის 20%. ამის შედეგად, იგი გაჭირვებით მოახერხებს ზაფხულში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.
იაპონიის ცენტრალური ბანკის "იაპონია რუზ ენკენკი" აცხადებს, რომ ქვეყანას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ასეთი რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამ კატასტროფებისგან მიყენებული ზარალი ბევრად აღემატება კუბეს მიწისძვრის დანაკარგებს, რომელიც 10 ტრილიონი იენს (123,5 მილიარდ დოლარი) შეადგენდა
იაპონიამ ცენტრალური ბანკის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად დაიწყო ყოველდღიურ სავალუტო ბაზარზე დაკვირვება და გაორმაგებული პროგრამების აქტივების შეძენა.
ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, მთავრობა, რომელმაც უკვე დადო ბიუჯეტიდან 12 მილიარდის გამოყოფის პირობა, არ დაუშვებს დამატებითი ობლიგაციების გამოშვებას. გამოიყოფა თავიდანვე მითითებული თანხის შესაბამისი ობლიგაციები. ეს თანხა კი არანაკლებ 6,09 ტრილიონი იენია ( 75, 2 მილიარდი დოლარი), მასში შედის მშენებლობისთვის გამოყოფილი ობლიგაციებიც.
"მალე ჩვენ ველით საგადასახადო შემოსავლებიდან სხვადასხვა ობლიგაციების გათავისუფლებას. ათასობით ადამიანი, როგორც გადამხდელი დაიღუპა, განსაკუთრებით შემცირდა მცირე ბიზნესი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სავარაუდოდ, იაპონიის მთავრობა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შემოიღებს საგადასახადო შეღავათებს და ეს კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის საგარეო ვალს", - განაცხადა ჩაპიტალ Economic-ის ეკონომისტმა დევიდ რეიმმა.