ნანახია: 589
ყირგიზეთი მზადაა, გაზის რუსულ მონოპოლისტს "გაზპრომს" "ყირგიზგაზის" აქციათა 75% მიყიდოს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრემიერ–მინისტრმა რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე ხელმოწერილია რამდენიმე შეთანხმება, მათ შორის ერთ–ერთი ადასტურებს ყირგიზეთის მზადყოფნას, "გაზპრომს" საკუთარი აქციების 75% მიყიდოს და დამუშავებისთვის რამდენიმე საბადოც გადასცეს. ამასთან, ყირგიზეთი აღარ დააყენებს რუსული სამხედრო ბაზების საკუთარ ტერიტორიაზე ყოფნის არენდის საფასურის გაზრდის საკითხს. ვლადიმირ პუტინმა კი, თავის მხრივ, განაცხდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში ყირგიზეთს 30 მილიონი დოლარის უპროცენტო კრედიტი გამოუყოს.
|