ამერიკის კრიზისი სასურსათო პრობლემებში გადაიზარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ამერიკის კრიზისი სასურსათო პრობლემებში გადაიზარდა
ნანახია: 406

აშშ-ში სურსათზე ფასების ზრდა დაკავშირებულია როგორც დოლარის კურსის საერთაშორისო დაცემაზე, ასევე ვაშინგტონის აქტიური ემისიური პოლიტიკის შედეგებზე - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გლობალიზაციისა და სოციალური მოძრაობის ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების ცენტრის სპეციალისტები. 2011 წელის აშშ მთელს მსოფლიოსთან ერთად შეეჯახა სურსათზე ფასების ზრდას, რამაც ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამწვავებაზე იმოქმედა.
სურსათზე ფასების მსოფლიო ზრდა გამოწვეულია თავისუფალი კაპიტალის ზედმეტობით და სამრეწველო საქონელზე მოთხოვნის დეფიციტით. "საბაზრო აქტივობის აღდგენამ, 2009-2010 წლებში, ვერ აიცილა თავიდან ეკონომიკური კრიზისი. ზოგიერთი წარმატება ეტეოდა დაბალი მოთხოვნის საზღვრებში, სანამ მისი დასუსტება, სახელმწიფო პოლიტიკის მკაცრი ეკონომიკის შედეგად, არ გადაიქცა ისეთ ფაქტორად, რომელმაც უფრო მეტად გაართულა სიტუაცია”, - ამბობს ბორის კაგარლიცკი გლობალიცაზიისა და სოციალური მოძრაობის ინსტიტუტის დირექტორი. ამერიკა მხოლოდ ახლა მიხვდა და დაიწყო მკაცრი ეკონომიკის გატარება. ყველზე აქტიურად ამას ახორციელებს შტატების რესპუბლიკური ადმინისტრაცია, სოციალური ხარჯის მკვეთრი შემცირებითა და მოსახლეობისთვის გადასახადების გაზრდის საშუალებით. მათი აზრით, მოსალოდნელი ნაციონალური ფინანსური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა სწორედ ეს არის.
რესპუბლიკელების პოზიცია ნაკარნახებია ფინანსური კორპორაციების ზეწოლის შედეგად. ისინი არ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სახელმწიფოსგან ვალების გადასახადები და სუბსიდიები, რომლებიც შესაძლებელია სწრაფად გაუფასურდეს. "ამერიკის მიერ განხორციელებული ემისია ითხოვს დოლარის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას. ამის აუცილებლობა განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობა 2011 წლის დასაწყისიდან. დანარჩენი მსოფლიო ვერ უძლებს დოლარის ინფლაციურ ზეწოლას, რამაც უკვე წარმოშვა რევოლუციის არაბული ტალღა. ხელისუფლება შეწუხებულია ვალების ზრდით და ბიუჯეტის დეფიციტით~, - აღნიშნავს კოლტაშოვი. "ინფლაცია ამერიკაში დაბრუნებას სურსათზე ფასების ზრდით იწყებს. კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა მსოფლიოს მასშტაბით დაკავშირებულია ვაშინგტონის ფინანსურ პოლიტიკასთან".
ამერიკის შრომის სამინისტროს ინფორმაციით თებერვალში ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე, იანვართან შედარებით, 3.9-%-ით გაიზრდება. ამერიკელი ეკონომისტების დაკვირვებით 2010 წელს ქვეყანამ ვერ შეძლო მორეოდა საკვებ პროდუქტებზე საერთო, მსოფლიო ფასების ზრდას. ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ეკონომისტის ეფრაიმ ლაიბტაგის განცხადების თანახმად, ზოგიერთი კვების პროდუქტი გასულ წელთან შედარებით 40-60%ით გაძვირდა. დიდი მნიშვნელობა აქვს 80%-იან ზრდას ხორბალზე, რამაც მოსახლეობაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. მოსახლეობის დანახარჯი კვებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. დასაქმებული ამერიკელების საოჯახო ბიუჯეტში ეს ხარჯი მეორე ადგილზე დგას, საბინაო ხარჯის შემდეგ და შეიძლება 25-30%-ს მიაღწიოს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48