რუსეთში ალმასების ბირჟა შეიქმნება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : რუსეთში ალმასების ბირჟა შეიქმნება
ნანახია: 427

რუსეთში ალმასების ბირჟა შეიქმნება რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო ალმასის გაყიდვის ბირჟის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა, კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე განუცხადა. გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის წამყვანი ალმასის მომპოვებელი კომპანია "ალროსა" შესაძლოა ღია სააქციო საზოგადოებად იქცეს.
ჯერჯერობით "ალროსა" დახურული ტიპის სააქციო საზოგადოებაა. კომპანიის მონაცემებით რუსეთის ფედერაცია, ფედერალური სააგენტოს სახით, რომელიც სახელწიფოს ქონებას განკარგავს, ფლობს აქციების 51%-ს, სახას რესპუბლიკა (იაკუტია) ფლობს 32%-ს, სახას ულუსი ფლობს 8%-ს, დანარჩენი იურიდიული და ფიზიკური პირები კი ფლობენ 9%-ს.
"ალროსა" მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, ალმასების მოპოვებით, როგორც კარატებში ასევე, ფულად გამოხატულებაში. კომპანიის წილი მსოფლიო ალმასების მოპოვებაში 30%-ს შეადგენს. აქციები კი რა თქმა უნდა, ბაზარზე დიდი მოთხოვნით ისარგებლებს. ექსპერტთა განცხადებით, კომპანიის ღია სააქციო საზოგადოებად გადაქცევა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
გასული წელი, 2009 წელისგან განსხვავებით კომპანიამ მოგებით დაასრულა. 34.336 მილიონი კარატის მოპოვებით, მოგება 3.483 მილიარდი დოლარი შეადგინა. წელს "ალროსა" აპირებს მოიპოვოს 34.5 მილიონ კარატამდე, ხოლო მოგება 3.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.
ექსპერტთა ოპტიმისტური პროგნოზი ალმასებსა და ბრილიანტებზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირდება, რომელიც გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.
სააგენტო “ლოომბერგ” -ის ცნობით, ფასები დამუშავებულ ალმასზე, წლის ბოლოსთვის ორნიშნა პროცენტულ ნიშნულს მიაღწევს.
ასე, რომ მინისტრ კუდრინის წინადადება, თავის თავში საკმაოდ მკაფიო პროგნოზულ მოლოდინს შეიცავს. ალმასმომპოვებელი კომპანიები, რომლებსაც "ალროსა" და “De Beers”-ი აკონტოროლებენ, აცხადებენ, რომ მზად არიან მოპოვების მოცულობის გასაზრდელად. თუ "ალროსას" შემთხვევაში ყველაფერი ნათელია და იგი ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს, “De Beers”-ის შემთხვევაში სიტუაცია ასე კარგად არ გამოიყურება. გასულ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ მზად არის წლიური მოპოვება გაზარდოს მხოლოდ 2012 წლის ბოლოსთვის, თუმცა ევროპულმა კომისიამ აკრძალა “De Beers”-ის მიერ მოქმედი შახტების შესყიდვა. გაუგებარი სიტუაციაა ერთ-ერთ მთავარ მომწოდებელთანაც, აფრიკულ ბოსტვანასთან, რომელიც ალმასის მსოფლიო მოპოვების 20%-ს ფლობს.
ამ დღეებში გაჩნდა ინფორმაცია ადრე დადებულ ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ 3 თვით, 2011 წლის 31 მარტამდე, თუმცა მოლაპარაკებები უცნაური მიზეზით შეწყდა - მთავარი მონაწილეები არ გამოცხადდნენ.
მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ბიზნეს მონაცემებით, ბოსტვანა ცდილობს მოპოვებული ალმასების 10% გამოიტანოს “dimond trading company” (DTC)-ს კონტროლიდან. როგორც ვიკილიქსი გვაცნობებს, ბოსტვანა ცდილობდა შეექმნა ალმასებით მოვაჭრე ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდოდნენ; “De Beers”, ““angelo American” და “Namibia”, რომლებიც შეძლებენ მსოფლიო ალმასებით ვაჭრობის 30% ის კონცენტრაციას ბოსტვანას ტერიტორიაზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო აპირებს შექმნას საკუთარი ალმასების ბირჟა, მიგვანიშნებს, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ და არაგამჭვირვალე ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. რუსეთის ფინანსთა მინისტრი ამ თემას დიდი სიფრთხილით ეკიდება: "ჯერ უნდა გავიგოთ არსებობს თუ არა ბაზა. ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები ჩვენ არ გვაქვს, ეს საკითხი ჯერ შესწავლის სტადიაშია," - ამბობს კუდრინი.

ნინი ლეკიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48