ნანახია: 317
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში გადაწყვიტეს გაეყინათ ლიბიური რევოლუციის ლიდერის მუამერ კადაფის ანგარიშები ლონდონში. აქტივების მიახლოებითი ჯამი შეადგენს მილიარდობით ფუნტ სტრელინგს. ბრიტანეტის სახაზინომ შეადგინა სპეციალური ქვედანაყოფი, რომ პოლიტიკოსის ფული მოეძებნათ, რომელიც გადაგზავნილი იყო ქვეყანაში. დადგენილი იყო, რომ ის დედაქალაქში ინახავს რამდენიმე მილიარდ ფუნტს, სხვადასხვა აქტივებისა და ინვესტიციების სახით, რომელებსაც მიეკუთვნება მისი დიდი სახლი შეფასებული 10 მილიონ ფუნტ სტრელინგად. "ჩვენ მზად ვართ კადაფის აქტივებზე კონტროლი დავამყაროთ, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს" - იტყობინება ერთ-ერთი წყარო ბრიტანეთის ხელისუფლებიდან. ლიბიის ჩინოვნიკის აქტივების საერთო ჯამი დიდ ბრიტანეთში, რომელთა გაყინვა ასევე იგეგმება, შეადგენს დაახლოებით 20 მილიარდ ფუნტ სტრელინგს. ზუსტად ასეთი თანხა გამოუცხადა ლიბიური საინვისტიციო მმართველობის თანამშრონელმა მუჰამედ ლაიასმა ამერიკის ელჩს, რაზეც მოწმობენ "ვიკილიკსის" მიერ გამოაშკარავებული დიპლომატიური შეტყობინებები. მმართველთა ანგარიშების ძიებაში ლიბიაში, ქვეყანაში სადაც დღეს მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება არაბულ სამყაროში, ჩაერთნენ ნიდერლანდები და შვეიცარია. გერმანული მასმედიის მონაცემების თანახმად ჩრდილო აფრიკული სახელმწიფოს მაღალჩინოსანი სახეები ინახავენ შვეიცარიულ ბანკებში დაახლოებით 490 მილიონ ევროს. 2008 წლის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ქვეყნებს შორის, რომელიც გამოწვეული იყო პრესიდენტ კადაფის შვილის დაკავებით ჟენევაში, ლიბიური ხელისუფლების წარმომადგენელები აქტივების უდიდესი ნაწილი გამოიტანეს შვეიცარიული ბანკებიდან. პრეზიდენტის წილი კი რჩება საიდუმლოდ.
ირაკლი ჯღარკავა
|