"საკვებზე ფასების ზრდა აჯანყებების და არეულობების მიზეზი ხდება” » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : "საკვებზე ფასების ზრდა აჯანყებების და არეულობების მიზეზი ხდება”
ნანახია: 818

მსოფლიო მასშტაბით საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, რამაც შეიძლება პოლიტიკური არასტაბილურობა და მილიონობით ხალხის გაღარიბება გამოიწვიოს. საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები არის მთავარი გამოწვევა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებულნი ისეთი საქონლების იმპორტზე, როგორიცაა მარცვლეული პროდუქტები, ხორბალი და ნავთობი.
"სწორედ ამ საქონელთა გაძვირების შედეგია ის, რომ გასული წლის ივნისიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით 44 მლნ. ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ”, - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზოელიკმა დიდი ოცეულის სამიტის წინ.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ დღევანდელი ინფლაციური მდგომარეობა შენარჩუნდება მსოფლიოში, ქრონიკულად მშიერი მოსახლეობის რაოდენობა, 2011 წლისთვის, ერთ მილიარდს მიაღწევს. მსოფლიო ბანკის გათვლებით სასურსათო ინდექსი ბოლო 4 თვის განმავლობაში 15%-ით არის გაზრდილი. მსოფლიო ბანკი ქვეყნების მთავრობებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და სოციალური აფეთქების რისკზე საუბრობს.

ფასების ზრდა მსოფლიოში

ზიმბაბვე – 35.5%
ერაყი – 53.2%
ირანი – 28%
უკრაინა – 25%
უზბეკეთი – 19.8%
ავღანეთი – 17%
საქართველო – 12.3%

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, საქართველოში 12.3%-იანი ინფლაცია გამოწვეულია გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდით. ეროვნული ბანკი ინფლაციის ახალი დარტყმის თავიდან ასაცილებლად მონეტარული პოლიტიკის ზრდით, ინფლაციური პროცესების შეფერხებას გეგმავს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-დან 8%-მდე გაზარდა.
საკვები პროდუქტების ფასებზე მიძღვნილი მსოფლიო ბანკის სპეციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 4 თვის განმავლობაში, 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის იანვრამდე, ფასები სურსათზე 15%-ით გაიზარდა.
"საკვების ფასები საშიშ ზღვარს აღწევს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზელიკმა.
მსოფლიო ბანკმა ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ "დიდი ოცეულის" ქვეყნებს მოუწოდა.
ზელიკმა აგრეთვე განაცხადა, რომ ფასების ზრდა გახდა ერთ-ერთი მიზეზი არეულობებისა ახლო აღმოსავლეთში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო მთავარი ფაქტორი.
მსგავსი სცენარი 2008 წელსაც განხორციელდა, როდესაც პროდუქტებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ რამდენიმე ქვეყანაში არეულობა გამოიწვია და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი 125 მილიონი იყო.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით ფასები საკვებზე 2008 წლის დონესთან შედარებით 3%-ით დაბალია, თუმცა ბოლო წლის მანძილზე ფასების დონე 27%-ით გაიზარდა.

ირაკლი ჯღარკავა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48