ნანახია: 983
გლობალურმა კრიზისმა ბრაზილიამდეც მიაღწია
ბრაზილიას, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდა კრიზისს, ქვეყნის სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, მძიმე დღეები უდგას. ნოემბერთან შედარებით, დეემბერში ქვეყნის სამრეწველო წარმოება 12.4%-ით დაეცა. ეს ყველაზე ცუდი შედეგია უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში. ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ, სამშაბათს, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ლათინური ამერიკის უმსხვილესი ეკონომიკის ზრდის ტემპები შემცირდება. ყველაზე ცუდი შედეგი საავტომობილო დარგმა აჩვენა. ბრაზილიაში განთავსებული მსოფლიო ავტოკონცერნების განყოფილებებმა დეკემბერში პროდუქციის გამოშვება 39.7%-ით შეამცირა. მანქანათმშენებლობის წარმოება კი 19.2%-ით დაეცა. ეკონომიკური ვარდნის წლიური ტემპი მთლიანი წარმოების მიხედვით ბრაზილიაში ცუდად გამოიყურება და 14.5%-ს შეადგენს. ანალიტიკოსების აზრით, ბრაზილია ისე ძლიერად არ იყო ინტეგრირებული მსოფლიო საფინანსო სისტემასთან, რომ სწრაფადვე ეგრძნო გლობალური კრიზისის გავლენა. მაგრამ რადგანაც მისი ეკონომიკა ორიენტირებულია ნედლეულის ექსპორტზე, ფასების დაცემამ ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფოთი გავლენა იქონია. "ბრაზილიის ეკონომიკის მესამედს სამრეწველო წარმოება შეადგენს, დღევანდელი კონიუქტურის ნეგატიური გავლენის გამო, ყველაზე ცუდად საქმე მოპოვებით დარგშია, მაგალითად: რკინის მადნის, სხვა მეტალებისა და მინერალების მოპოვებაში. აგრეთვე, ისეთ წარმოებებში, როგორიცაა ავიამშენებლობა",- ამბობს chatham house-ს ექსპერტი ვანესა როსი. მისი აზრით, ბრაზილია ვერ გაექცევა ეკონომიკურ დაღმავლობას. გასული წლის შემოდგომაზე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ 2009 წელს ბრაზილიის მშპ 3.4%-ს შეადგენდა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მოხსენებაში ლაპარაკი უკვე 1.5-2%-ზეა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბრაზილიის მშპ-ს მაჩვენებლის 2009 წლისათვის კიდევ უფრო მეტად შემცირდება. თუმცა, იგივე ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბრაზილიის პრობლემები არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც აშშსა და ევროპაში. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ბრაზილიიის პრეზიდენტი განვითარებული ქვეყნებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებს მსოფლიო კრიზისისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნაში ადანაშაულებდა. მისი აზრით, სწორედ ამ ქვეყნების გაუაზრებელმა პოლიტიკამ, რომლებიც მხოლოდ ბაზრის თვითრეგულირებაზე ფიქრობდნენ, შედეგად უზარმაზარი ფინანსური პრობლემები მოიტანა.
იყავით მშვიდად და კრიზისი მალე დამთავრდება
სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) სამმა ეკონომისტმა წამოაყენა თეორია, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური კონიუქტურის აღმავლობა შეიძლება გაცილებით უფრო სწრაფად დაიწყოს, ვიდრე ეს შეიძლება დღეს წარმოვიდგინოთ. მათი ოპტიმიზმი მათ მიერვე დამუშავებულ ისტორიულ ანალიზს ეფუძნება. ნიკ ბლუმი, მაქს ფლეტოტო და ნირ იამოვიჩი თავიანთ მოხსენებაში, - "სინამდვილეში განუსაზღვრელი ბიზნეს-ციკლები" ამტკიცებენ, რომ დღეს უნდობლობამ ეკონომიკაში, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. ასეთივე დონის გაურკვევლობა, ბოლოს 70-იანი წლების დასასრულს, მეორე სანავთობო კრიზისისას შეიქმნა. "ჩვენს წინაშე ნისლის კედელია", - ეს მტკიცებულება მენეჯერებისგან ყოველი მხრიდან ისმის, ისინი ამ სიტყვებით, მჭერმეტყველურად მიმართავენ კომპანიის თანამშრომლებსა და აქციონერებს. მოხსენების არსი იმაში მდგომარეობს, რომ საკრედიტო დეფიციტი კონიუქტურის დაცემის ერთადერთ მიზეზს არ წარმოადგენს. ამის მეორე, ირიბი ფაქტორი უნდობლობაა. ეს არის ეკონომიკურ ძალა, რომელიც საბანკო სექტორის პრობლემებისგან დამოუკიდებლად აწვება ეკონომიკას, თუმცა სწორედ კომპანიებში გამეფებული გაურკვევლობის გამო, ისინი ჯაჭვურ, შოკურ რეაქციებს იწვევენ და, მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო კრიზისი უშუალოდ მათ არ შეხებიათ, მომავლისადმი შიშის გამო, თავი შეიკავეს ინვესტიციებისა და პერსონალის რაოდენობის გაზრდისგან. მეცნიერთა ისტორიული ანალიზი და შესაბამისი მოდელური გაანგარიშება ადასტურებს, რომ ძლიერი უნდობლობა მოკლე პერიოდის განმავლობაში კონიუქტურისთვის დამამუხრუჭებელი ძალა ხდება. გაივლის რამდენიმე თვე და ნისლი დაიწყებს გაფანტვას. აშშ-ს ეკონომიკაში უნდობლობის მასშტაბების გასათვლელად ნიკ ბლუმმა, მაქს ფლეტოტომ და ნირ იამოვიჩმა თავიანთი `უნდობლობის ინდექსი~ შეიმუშავეს, რომელიც აქციების კურსის ზრდასა და დაცემას ითვალისწინებს. ეკონომიკური რეცესიის დადგომას ინდექსის მნიშვნელობა შეესაბამება, რომელიც 40%-ს აღემატება და რაც მაღალია უნდობლობის ინდექსის დონე, მით ნელა მიმდინარეობს დაცემა. თუ მხედველობაში მივიღებთ რეალური ეკონომიკის ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა საანგარიშო განაკვეთის ოდენობა და უმუშევრობის და ინფლაციის დონე, მაშინ ურთიერთდამოკიდებულება უნდობლობასა და რეცესიას შორის მაინც დაცული იქნება. ამ მეცნიერების მიერ წარმოებული იმიტირებული მოდელირების გაანგარიშებებმა გვიჩვენეს, რომ ტიპური საშუალო რეცესიის დროს, 40%-ის ფარგლებში უნდობლობის ზრდა, ორი კვირის განმავლობაში ეკონომიკის 1.8%-იან დაცემას იწვევს. თუმცა, შემდეგ ეს ჩამორჩენა საკმაოდ სწრაფად აღდგება – ხშირად ეს ერთი-ორი კვარტლის განმავლობაშიც კი. იმის გასათვლელად, ამჟამინდელ კრიზისში რამდენად დიდია უნდობლობის ხვედრითი წილი, ზემოთ ნახსენები სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, შეუძლებელია. თუმცა, მკვლევარები სრული ოპტიმიზმით აცხადებენ, რომ `სქელი ნისლი~ ჩქარა გაიფანტება და არსებული სიტუაცია გაუმჯობესება.
"მოტოროლა" პოზიციებს აზიელებს უთმობს
"მოტოროლა" მსოფლიო ბაზარზე ნელ-ნელა კარგავს ადგილს. 2008 წლის განმავლობაში ამ ფირმის მობილურ ტელეფონებზე მოთხოვნა 14.3-6.5%-მდე დაეცა. შედეგად, "სონი-ერიქსონის", "სამსუნგის" და "ელჯის" პროდუქციისთვის ბაზარი გამოთავისუფლდა. ანალიტიკოსების აზრით, ეს იმის ბრალია, რომ "მოტოროლამ" ბაზარზე დანერგილი სიახლეები დროულად ვერ აითვისა. "მოტოროლამ" 2008 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოცემულ წელს ფირმის სუფთა ზარალმა 4.1 მლრდ. დოლარი შეადგინა, წინა წელს რიცხვი 49 მილიონს არ აღემატებოდა. მობილური ტელეფონების რეალიზაციიდან შემოსავალი 2008 წელს 30.1 მლრდ დოლარამდე შემცირდა, 2007 წელს კი ეს მაჩვენებელი 36.6 მლრდ. დოლარი გახლდათ. ამ მაჩვენებლებით "მოტოროლას" ხვედრითი წილი მობილური ტელეფონების ბაზარზე 10%-ით დაეცა და 6.5% შეადგინა. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა. კომპანია ABI ღესეარცჰ-ის ანალიტიკოსების კვლევების თანახმად, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, 2008 წელს "მოტოროლას" საბაზრო ხვედრითი წილი 8.3% უნდა ყოფილიყო. მობილური ტელეფონების მსოფლიო მწარმოებელთა შორის პირველობას არავის უთმობს `ნოკია~ - 38.6% ხვედრითი წილით, მეორე პოზიციაზეა "სამსუნგი" - 16.2%-ით, მესამე მეოთხე ადგილებს `მოტოროლა~ და `ელჯი~ იყოფს, ხუთეულში 8%-ით შედის "სონი ერიქსონი".
კრიზისმა თოჯინა "ბარბი" დააზარალა
ამერიკულმა კომპანია მატტელ-მა 2008 წლის მეორე კვარტალში არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგების შესახებ განაცახადა. ანგარიშის თანახმად, კომპანიის სუფთა მოგება 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით დაეცა. გაყიდვები კი 11%-ით შემცირდა. კომპანია აცხადებს, რომ ეს ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია, საერთოდ, სათამაშოებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში შემცირდა. რაც შეეხება "ბარბის", რომელიც წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, უფრო ახალგაზრდა და წარმატებული კონკურენტები გამოუჩნდნენ. კომპანია "ბარბი" 1945 წელს კალიფორნიაში დაარსდა, იგი პროდუქციას მსოფლიოს 43 ქვეყანაში ყიდის, კომპანიის წამყვანი ბრენდებია: Bარბიე, Pოწერ, ჭეელს და სხვა. 2007 წლის ბრუნვამ 5.47 მლრდ დოლარი შეადგინა. სუფთა მოგება კი 559.9 მლნ დოლარი იყო. აშშ-ში, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, გაყიდვების კუთხით, ყველაზე წარუმატებელ სეზონად 2008 წლის მეორე კვარტალი გამოცხადდა. კომპანიის მოგების შემცირების უმთავრეს მიზეზად სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ. მთლიანად 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, გაყიდვები 1%-ით შემცირდა, რამაც მოგება 37%-ით შეამცირა. "ჩვენი ბიზნესი 2008 წლის ეკონომიკური სიტუაციის ზემოქმედების მიმართ უსუსური აღმოჩნდა",- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა რობერტ ეკერტმა. კომპანია 2009 წლისთვის პერსონალის შემცირებასა და პროდუქციაზე ფასების ზრდას გეგმავს. თუმცა კომპანიას გასულ წელს არამარტო კრიზისმა უმუხთლა, - ბრენდის უმთავრესი თოჯინა - "ბარბის" გაყიდვები 21%-ით შემცირდა, რისი ტენდენციაც ჯერ კიდევ 2000 წლიდან შეიმჩნეოდა, როცა ბაზარზე უფო მოდური ბრენდი ბრატზ გამოჩნდა, რომელმაც წელიწადში 500 მლნ. დოლარი მოგება მოიტანა.
გაზაფხულზე ნავთობის ფასი 25 დოლარი იქნება
"მორგან სტენლის" ანალიტიკოსები "შავი ოქროს" კიდევ უფრო გაიაფებას წინასწარმეტყველებენ. მათი აზრით, მეორე კვარტალში ნავთობის ღირებულება დაეცემა და 1 ბარელი 25$ იქნება, ხოლო მისი საშუალო წლიური ღირებულება ერთ ბარელზე 35$-ს შეადგენს. ნავთობზე ფასის დაცემა მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული. საერთო ჯამში, კი ნავთობის ფასზე გავლენას ეკონომიკური დაღმასვლა ახდენს. გაზაფხულზე ნავთობზე ფასის ვარდნას რუსი ექსპერტებიც ვარაუდობენ, მაგრამ მათი პროგნოზები შედარებით ოპტიმისტურია. "მორგან სტენლის" ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჭთI მარკის ნავთობზე ფასი მეორე კვარტალისთვის 25$-მდე დაეცემა. "შავ ოქროზე" ფასის აწევა 2010 წლიდანაა მოსალოდნელი, საშუალოდ 55 დოლარამდე, 2011 წელს კი 85$-მდე. "მორგან სტენლი" თავის დასკვნებში მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პროგნოზს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ამ წელს მსოფლიო მშპ-ს გაზრდას მხოლოდ 0.5%-ით უნდა ველოდოთ. მიმდინარე კრიზისის პირობებში აშშ-ს ეკონომიკური მაჩვენებელი 1.6%-ით შემცირდა, იაპონიის-2.96%, ხოლო ევროზონის - 2%-ით. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა, რომ 2009 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნასთან დაკავშირებით თავისი პროგნოზის შემცირებას გეგმავს. სპეციალისტების აზრით, კარტერმა ნავთობის მოპოვების მოცულობა იანვარში 3.5%-ით შეამცირა ანუ 28.5 მლნ ბარელი დღე-ღამეში. კერძოდ, საუდის არაბეთი 8.051 მლნ ბარელის ნაცვლად, დღე-ღამეში 8.025 მლნ ბარელს მოიპოვებდა.
ევროპა ალკოჰოლში იხრჩობა ყველაზე მეტად ალკოჰოლს მოზარდები და უმუშევრები ეტანებიან BBC-ს მონაცემებით ევროპის მოზარდთა არანაკლებ 20%-ისა 13 წლის ასაკიდან ალკოჰოლს რეგულარულად ღებულობს. უკეთესი სურათი არც უფროსებშია. სულ უფრო იზრდება იმ ევროპელების რაოდენობა, რომლებიც მაგარ სპირტიან სასმელებს ეტანებიან. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეკონომიკური კრიზისი და მზარდი უმუშევრობა ხელს უწყობს ევროპაში ალკოჰოლიზმის ეპიდემიის პროვოცირებას, რასაც (ასეთ სიტუაციას) 90-იან წლებში უკვე ადგილი ჰქონდა სოცბანაკის ქვეყნებში. გაერთიანებული სამეფოს მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიამ დონალსონმა უკვე მოუწოდა მშობლებს არავითარ შემთხვევაში არ შესთავაზონ თავიანთ არასრულწლოვან შვილებს ალკოჰოლი, რადგან ბრიტანეთში მიღებულია, რომ სპირტიანი სასმელის მცირე დოზით მიღება ამცირებს ალკოჰოლდამოკიდებულების რისკს. მაგრამ სტატისტიკა საწინააღმდეგოს გვიჩვენებს: ნარკოტიკებისა და სპირტიანის ბოროტად გამოყენების სამთავრობო საბჭოს მონაცემებით, 15 წლის ბრტანელთა ნახევარი კვირაში ერთხელ მაინც თვრება, ხოლო თვითონ დიდი ბრიტანეთი, ახალგაზრდებში ალკოჰოლური დაავადებების მიხედვით, მთელს ევროპაში ლიდერობს. "ჰედონიზმის გამარჯვება ახალგაზრდობის თვითრეალიზაციის ფორმებზე, როგორიცაა: სპორტი, ხელოვნება, ერწყმება ახალ უფრო დამანგრეველს თავისი ხასიათით - ალკოჰოლიზმს, ნარკოტიკებს, გატაცებას ვირტუალური რეალობით. ყველაფერ ამას ემატება ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ნაკლებად არ მოქმედებს მათ სოციუმზე", - ამბობს ფსიქოლოგიის მასწავლებელი მოსკოვის ეკონომიკის, პოლიტიკისა და მართვის ინსტიტუტიდან სტანისლავ ბიშოკი. ინგლისელებს არ ჩამორჩებიან სხვა ევროპელებიც. ევროკავშირის ქვეყნებში ალკოჰოლის გაყიდვა წლიურად 1.5-2%-ით იზრდება. თვით ბრიტანეთში სუფთა ალკოჰოლის მოხმარების მოცულობამ ერთ სულზე 2007 წელს 9.6 ლიტრი შეადგინა, ეს მაჩვენებელი რუსეთისათვის 8.7 ლიტრია. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელებმა თავიანთი ტრადიციული სასმელი - ლუდი უფრო მაგარი სასმელებით ჩაანაცვლეს. თუ არაყის ბაზარი 2005 წელს 9.8 მლრდ დოლარს მოიცავდა, 2010 წლისთვის 12.3 მლრდ დოლარამდე ზრდა დაფიქსირდა. მუხედავად იმისა, რომ ევროპაში ფართოდაა გავრცელებული სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურები, გამოკვლევები აჩვენებს, რომ ალკოჰოლი მაინც რჩება სერიოზულ "ანტისტრესულ" საშუალებად.
|