თურქეთი მწვავე ფინანსურ კრიზისს ებრძვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : თურქეთი მწვავე ფინანსურ კრიზისს ებრძვის
ნანახია: 987

"კრიზისი ახლა იწყება - მსოფლიო მეორე დიდი დეპრესიის წინაშე დგას"

მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ყველა წამყვან სახელმწიფოს ცუნამივით გადაუარა, მათ შორის, ჩვენს პარტნიორ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას - თურქეთს. საფინანსო კრიზისის ფონზე, თურქეთის საბანკო სფეროც დიდ ზარალს ითვლის. ჩვენთვის თურქეთის ეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა. ამიტომ საინტერესოა, თუ რა მდგომარეობაა დღეს ჩვენი ქვეყნის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკაში, როგორ უმკლავდება თურქეთი არსებულ პრობლემებს.
გლობალური კრიზისის ფონზე თურქეთის ეკონომიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ გვესაუბრა "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ლექტორი, პროფესორი ფარუკ გურსოი.

- ბატონო ფარუკ, დღეს საკმაოდ მწვავე თემაა გლობალური კრიზისი, რომელიც ყველა ქვეყანას შეეხო. საინტერესოა, საყოველთაო კრიზისის ფონზე, თუ რა მდგომარეობაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში - მეზობელ თურქეთში. როდის დაიწყო თურქეთში ეკონომიკური კრიზისი და რა სახის პრობლემები მოუტანა მან ქვეყანას, როგორია თქვენეული შეფასება თურქეთის ამჟამინდელი ეკონომიკისა და რა პროგნოზების გაკეთება შეგიძლიათ?
- ჩემი აზრით, თურქეთში კრიზისი გამოკვეთილად 2008 წლის ნოემბერში დაიწყო. თავდაპირველად მეტად ბუნდოვანი იყო რამდენად შეეხებოდა გლობალური კრიზისი თურქეთს. თუმცა ახლა ნათელია, პროდუქციამ საგრძნობლად იკლო. უმუშევართა რიცხვმა კი მეტად იმატა.
- თქვენი აზრით, მოუტონს თუ არა რეცესია თურქეთს ეკონომიკური პრობლემების გარდა პოლიტიკურ პრობლემებს, მაგალითად ისეთს, როგორიც უკვე ლატვიასა და საბერძნეთში ვიხილეთ?
- არა მგონია, რომ ეკონომიკურმა მხარემ პოლიტიკურიც დააზარალოს, რადგანაც თურქეთში ხალხის უმეტეს ნაწილს სჯერა თავისი ხელისუფლების. მოსახლეობამ იცის, რომ კრიზისი გლობალურია და არა შედეგი ხელისუფლების არასწორი ქმედებებისა.
- მიიჩნევენ, რომ კრიზისი ქვეყნის ეკონომიკის "სუსტ წერტილებს" წარმოაჩენს ხოლმე. როგორ გგონიათ, რა არის თურქეთის ე. წ. სუსტი მხარე?
- თუ ჩვენ მსოფლიოს ერთ მთლიან ეკონომიკად აღვიქვამთ, რასაკვირველია, თურქეთიც არსებული გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, ასე თუ ისე, დაზარალდება. თუმცა-ღა ამჟამინდელმა სიძნელეებმა აჩვენა, რომ თურქეთმა ადრე არსებული რეცესიებისგან მეტად კარგი მაგალითი მიიღო და იგი გარკვეულწილად მზად იყო ამ კრიზისისათვის, თავისი ფინანსური და პოლიტიკური სისტემით.
- რა გავლენა იქონია რეცესიამ თუქეთის პროდუქციაზე, მის ექსპორტ-იმპორტზე ან თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებზე?
- თურქეთის მშპ კლებულობს, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. თურქეთს საკმაოდ დიდი ექსპორტი გააქვს მის მეზობელ ქვეყნებსა და ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც ამჟამად მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში არიან, განსკუთრებით Gგერმანია. აქედან გამომდინარე, თურქეთის ექსპორტიც იკლებს. ამის პარალელურად იმპორტიც მცირდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ნაკლები შემოსავალია.
- როგორ ფიქრობთ, ამ მძიმე მდგომარეობის ფონზე, რომელ სექტორებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?
- ყურადღება, რასაკვირველია, უნდა მიექცეს მშენებლობას, ავტო და საფეიქრო ინდუსტრიას, რაც მეტად მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, მისი განვითარებისა და წინსვლისათვის.
- თურქეთი ცნობილი თავისი საფეიქრო ინდუსტრიით, ამ მხრივ თურქეთ-საქართველოს აქტიური თანამშრომლობა აქვთ. როგორ გგონიათ, რა სახის დარტყმას მიაყენებს ამ უკანასკნელს ეკონომიკური კრიზისი?
- ვფიქრობ, მოთხოვნა საფეიქრო ნაწარმზე მთელს მსოფლიოში საგრძნობლად დაეცემა, ასე რომ, თურქეთშიც პროდუქცია იკლებს და უმუშევართა რაოდენობაც ამ სფეროში აიწევს.
- ბიზნესმენმა ისმაილ ჰაკი ერჯანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიზისის დაძლევა მხოლოდ ძველი ინფრასტრუქტურის რენოვაციითა შესაძლებელი. ეთანხმებით თუ არა მის ამ მოსაზრებას?
- არა, რადგანაც ეს ფინანსური კრიზისია და არა პროდუქტიულობისა და არაეფექტურობის საკითხი.
- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა უფრო მეტად აგრო სექტორით არსებობს. რას იტყვით, აგრარული კულტურა გადაწყვეტს თუ არა თურქეთში საღარიბისა თუ ეკონომიკური კრიზისის პრობლემას?
- კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთი სექტორით ვერ მოხერხდება. აქვე, რასაკვირველია, მთლიანი შემოსავლის დონეც გასათვალისწინებელია. კრიზისის დაძლევა მხოლოდ მეტი გლობალური გადაწყვეტილებებით იქნება შესაძლებელი.
- რა სახის პრობლემები მოუტანა ფინანსურმა კრიზისმა თურქეთის საბანკო სექტორს?
- რასაკვირველია, წელს საბანკო ინდუსტრიასაც ექნება გარკვეული პრობლემები, რისი მანიშნებელი ელემენტარულად ისიცაა, რომ 2009 წლის კრიზისს საფინანსო კრიზისიც ეწოდება. ეკონომიკაში ფულის ცირკულაცია გაცილებით ნაკლებია. უმუშევრობა გარდაუვალია ამ სექტორში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ინდუსტრიათა სფეროში.
- როგორ აისახა კრიზისი თურქეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საბანკო პროდუქტებით სარგებლობდნენ, რამდენად რთულია მათთვის ამჟამად თუნდაც კრედიტის აღება?
- არსებული კრიზისის ფონზე თურქეთში კრედიტთა გაცემა შემცირდა, რადგანაც ბანკებს აღარ აქვთ საკმარისი თანხები და ამავე დროს, არც არიან დარწმუნებულნი, რომ კრედიტთა მიცემის შემთხვევაში, ისინი გაცემულ თანხას უკან დაიბრუნებენ.
- თურქეთი თანამიმდევრულად და პერმანენტულად ილტვის ევროკავშირისკენ. ხომ არ შეანელებს არსებული კრიზისი თურქეთის სწრაფვას ევროკავშირისკენ და რამდენად შეუშლის ამჟამინდელი მდგომარეობა ხელს თურქეთის ინტეგრაციას ევროკავშირში?
- ვფიქრობ, ასე მოხდება, რადგანაც ევროკავშირში კრიზისი უფრო მასშტაბურია, ვიდრე თურქეთში. ეს ეკონომიკური სიძნელეები ევროკავშირს კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ თურქეთს დიდი ეკონომიკა აქვს, მისი ევროკავშირში მიღებით კი, ეს უკანასკნელი, ყველანაირი კუთხით უფრო გაფართოვდება.
- თურქეთი მსოფლიოს ტურისტულ ქვეყანათაგან მოწინავე პოზიციებზეა. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. რა გავლენა მოახდინა რეცესიამ ტურიზმის ინდუსტრიაზე?
- მთლიანი მოთხოვნის შემცირება, რასაკვირველია, ტურიზმის ბიზნესშიცაა გარდაუვალი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ტურიზმის სფერო სხვა სექტორებთან შედარებით გაცილებით სავალალო მდგომარეობაში იქნება. ეს სავსებით ლოგიკურია, როდესაც შემოსავალი ნაკლებია, შენ პირველ რიგში ამცირებ გართობაზე გამოყოფილ თანხასა და ხარჯებს.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაეხმაროს ხელისუფლება ტურისტულ ბიზნესს, ან თუნდაც სასტუმროთა მფლობელებს ამ მძიმე დროს, როდესაც ნაკლები კრედიტები გაიცემა და უმუშევრობაც იმატებს?
- სახელმწიფომ, პირველ რიგში, გადასახადები უნდა დასწიოს ამ ინდუსტრიულ სექტორებში. ეს ტურიზმის სფეროში ფასების კლებასა და საბოლოო ჯამში, მოთხოვნის გაზრდას განაპირობებს.
- როგორია კრიზისის დაძლევის თქვენეული ხედვა, რა უნდა გაკეთდეს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
- ჩემი აზრით, კრიზისი მხოლოდ ახლა იწყება. მსოფლიო ეკონომიკა კი მორიგ დიდი დეპრესიას იხილავს. თურქეთის ეკონომიკისთვის ამოსუნთქვისა და ზრდის პერიოდი კი 2011 წლიდან დაიწყება.
ესაუბრა ნინო ფარიზოვა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48