ჩინეთს ინვესტორების მოხიბვლა ჯერ კიდევ უჭირს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ჩინეთს ინვესტორების მოხიბვლა ჯერ კიდევ უჭირს
ნანახია: 441

ჩინეთი, რომელმაც ეკონომიკის მოცულობით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და იაპონია მესამე პოზიციაზე გადასწია, მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებას ცდილობს. ამ მიმართულებით პეკინის კიდევ ერთი ნაბიჯი მისი ეროვნული ვალუტის მსოფლიო ვალუტად გადაქცევაა.
ევროს ერთ-ერთი შემქმნელის, ნობელის პრემიის ლაურეატის რობერტ მანდელის განცხადებით, იუანის ზრდა თითქმის გარდაუვალია. "პერსპექტივაში იუანი, სავარაუდოდ, სარეზერვო ვალუტა გახდება, თუნდაც ჩინეთის მთავრობამ ამისთვის არაფერი მოიმოქმედოს," - განაცხადა პროფესორმა მანდელმა. მისივე შეფასებით, იუანი უკვე გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონული ვალუტა.
თუმცა, ჯერჯერობით, ჩინური ვალუტა არაა მზად, გამოწვევა გაუკეთოს ამერიკულ დოლარს. ჯერ ერთი, ჩინეთმა უნდა დაარწმუნოს ინვესტორები, რომ მისი პოლიტიკური სისტემა სტაბილურია და ეკონომიკას მომავალში მნიშვნელოვანი ზრდა ელის.
მიუხედავად ბოლო 30-წლიანი მკვეთრი ზრდისა, ჩინეთი აშშ-სთან, ევროკავშირთან და იაპონიასთან შედარებით ღარიბ სახელმწიფოდ რჩება. ამასთან, საბანკო და საფინანსო სისტემები საკმარისად განვითარებული არ არის, რის გამოც პეკინი არაა მზად სავალუტო ბაზრის სრული გახსნისთვის.
რუსეთში, ვიეტნამსა და ტაილანდში ჩინეთთან საერთაშორისო გარიგებების განხორციელებისას იუანით სარგებლობა შეიძლება. შესაბამისად, ამ ქვეყნებს არ უწევთ საკუთარი ვალუტის დოლარში კონვერტირება ან პირიქით.
ჩინეთის მთავრობამ ნიუ-იორკში Bank of China-ს ფილიალს უფლება მისცა, დეპოზირები იუანებში მიიღოს.
"ეს ყველაფერი ხელს უწყობს იუანის ინტერნაციონალიზაციას," - აცხადებს ჰონგკონგის ბანკის Standard Chartered Bank-ის ეკონომისტი კელვინ ლაუ.
ექსპერტების შეფასებით, თუ პეკინის ნაბიჯები წარმატებული იქნება, დაიწყება დოლარის დომინანტი როლის შესუსტება.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48