ნანახია: 447
მსოფლიოში სურსათის მარაგები რეკორდულად შემცირდა
უამინდობის გამო მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქცია მკვეთრად იზრდება. შაქრის ფასი ავსტრალიაში შესული ციკლონის შედეგად იზრდება, რომელიც შაქრის ლერწმის მოსავალს განადგურებით ემუქრება. 2 თებერვალს შაქრის ფასებმა 30 თვის მაქსიმუმს მიაღწია და გირვანქაზე 34,81 ცენტი შეადგინა. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ფასები 36,08%-ით გაიზარდა. როგორც ველოდით, ავსტრალიის ამინდი სურსათის ფასების ირგვლივ წარმოქმნილ სტრესს შეშფოთებას უმატებს, - აცხადებს საბროკერო კომპანია Sucden-ის წარმომადგენელი. სიმინდის ფასები კი არგენტინის გვალვის გამო იზრდება. ხორბალი აშშ-ში გაბატონებული ყინვების შედეგად ძვირდება - მათ ასევე 30 თვის მაქსიმალურ დონეს მიაღწია და, ანალიტიკოსების მტკიცებით, კვლავ გააგრძელებს ზრდას. ჩრედიტ Suisse-ის ეკონომისტის რიკ დევერელის პროგნოზით, ფასების ზრდა წლის შუა პერიოდამდე არ შეჩერდება. ანალიტიკოსების განცხადებით, მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მარაგები რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ასევე პესიმისტურია გაეროს სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროგნოზები, სადაც აღიარებენ, რომ გაძვირების ტენდენცია უახლოესი თვეების განმავლობაში შენარჩუნდება.
|