ნანახია: 305
BP-ს რეპუტაციის ეტაპობრივ აღდგენას აშშ-ში მექსიკის ყურის კატასტროფის შემდეგ შესაძლოა ამერიკელი მარეგულირებლების გამოძიებამ შეუშალოს ხელი. BP შესაძლოა ამერიკულ ბაზარზე გაზის ფასებით მანიპულირებაში დაადანაშაულონ. BP-ს შავი ზოლები ჯერ კიდევ არ გაფერმკრთალებულა. ცოტა ხსნი წინ რუსმა პარტნიორებმა "ალფა ჯგუფმა", Access Industries და Рenrvt-მ კომპანიას წაუყენეს პრეტენზიები და დაბლოკეს აქციათა გაცვლა და BP–ისა და Рrynefim-ს ერთობლივი საწარმოს შექმნა. ახლა ბრიტანული გიგანტის თავზე კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. BP–მ აღიარა, რომ მალე მას შეიძლება წაუყენონ ოფიციალური ბრალდებები ამერიკულ სპოტ ბაზარზე გაზის ფასებით მანიპულირებისათვის. "აშშ-ს ენერგეტიკის რეგულირების ფედერალური კომისია, აგრეთვე ბირჟებზე ფიუჩერსული ვაჭრობის კომისია ამჟამად იკვლევენ BP-ს რამდენიმე სპოტ ბაზარზე გაზით მოვაჭრე განყოფილების საქმიანობას 2008 წლის ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე", - ნათქვამია BP-ს შემაჯამებელ დოკუმენტებში, რომლებიც მან აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარადგინა. აშშ-ს ენერგეტიკის რეგულირების ფედერალური კომისია, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, ამჟამად განიხილავს კომპანიისთვის ოფიციალური ბრალდების წაყენების შესაძლებლობას. რაც შეეხება ფიუჩერსული ვაჭრობის კომისიას, მან თავისი ინიციატივა სასამართლო გარჩევის შესახებ უკვე რამდენიმე თვის წინ გამოიტანა. ორივე მარეგურილებლებმა უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინათ, თუ რა პრეტენზია გააჩნდათ BP-ს მიმართ. თავად კომპანია უარყოფს საკუთარ დანაშაულს და ამტკიცებს, რომ სრულად იცავს ყველა შესაძლო კანონს როგორც ტრანსპორტირებაში, აგრეთვე, ამ ენერგორესურსებით ვაჭრობაში. მეტიც, BP აქტიურად თანამშრომლობს ორივე მარეგულირებელთან და აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას. "BP-მ მარეგულირებლების განცხადებებს ჯერ კიდევ 2010 წლის 23 დეკემბერს უპასუხა და აღნიშნა, რომ არ იყო გარეული არც ერთ დანაშაულებრივ საქმიანობაში”, - განაცხადა კომპანიის პრეს-მდივანმა ღობერტ ვაინმა. აღსანიშნავია, რომ მოცემული შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც BP-ს ენერგეტიკის რეგულირების ფედერალურ კომისიასთან უხდება ურთიერთობა. 2007 წელს კომპანიამ უწყებას 303 მილიონი დოლარი გადაუხადა მსგავსი პრეტენზიის მოსაგვარებლად. მაშინ საქმე ეხებოდა 2003 – 2004 წლებში პროპანის ფასებით მანიპულირებას. ორგანო დათანხმდა შეეჩერებინა გამოძიება ბუნებრივი გაზების ბაზარზე კომპანიის საქმიანობის სამწლიანი მონიტორინგის სანაცვლოდ. ახლანდელი პრეტენზიები BP-ს მიმართ ზოგ ანალიტიკოსს უცნაურად ეჩვენება, იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს კომპანია ჯერ კიდევ მარეგულირებლების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.
|