არაბმა ინვესტორებმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო მილიარდები დაკარგეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : არაბმა ინვესტორებმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო მილიარდები დაკარგეს
ნანახია: 350

ეგვიპტეში მიმდინარე მასობრივმა უწესრიგობამ, აგრეთვე იემენში ახლად დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა, მკვეთრად შეამცირა ახლო აღმოსავლური კომპანიების კაპიტალიზაცია და გამოიწვია ის, რომ ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოცემული აქტივების საკურსო ღირებულება მაიმატებს, როგორც კი რეგიონში არსებული სიტუაცია გამოსწორდება.
იმ კომპანიების კაპიტალიზაცია, რომელთა აქტივებიც არაბულ საფონდო ბირჟებზე მიმოიქცევა, 49 მილიარდი დოლარით შემცირდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო, რაშიც გვარწმუნებს ქუვეითური კომპანია KAMCO-ს მონაცემები. კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი ვარდნა დაფიქსირებულია რეგიონის უმსხვილეს სავაჭრო არეალში – საუდის არაბეთში, სადაც კოტირებული აქციების ფასი 21 მილიარდი დოლარით შემცირდა. ეგვიპტის საფონდო ბირჟამ მხოლოდ 12 მილიარდი დოლარი დაკარგა, რის შემდეგაც სავაჭრო გარიგებები შეწყდა.
რეგიონში ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ძირითად მიზეზს ინვესტორთა შიში წარმოადგენს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა შესაძლოა გავრცელდეს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც. ცეცხლს ნავთი დაამატა რეგიონის სამმა უმაღლესი რეიტინგის მქონე სააგენტომ, რომლემაც შეამცირეს ეგვიპტის სუვერენული რეიტინგი. უკანასკნელი მათგანი იყო სააგენტო Fitch.
ბაზარზე განსაკუთრებული ღელვა გამოიწვია ნავთობის ფასმა, რომელიც ეგვიპტის ქალაქებში სამთავრობო ჯარების შეყვანის შემდეგ 95.2 დოლარიდან 102.4 დოლარამდე გაიზარდა ბარელზე. ექსპერტები თვლიან, რომ მალე ნავთობის ფასი კვლავ დაეცემა და 100 დოლარიან ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამოსცდება, რადგან მასობრივი ღელვა ფაქტიურად არანაირ გავლენას არ ახდენს რეგიონის ძირითადი ექსპორტიორების მხრიდან მის მოწოდებაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ძალადობისა და არასტაბილურობის დონე რეგიონში, უნდა შევნიშნოთ, რომ ეს სიტუაცია ვერ ახდენს გავლენას მსოფლიო მოთხოვნასა და მიწოდებაზე და ეს მხოლოდ ნავთობის მიწოდების ხარჯებსა და დროზე შეიძლება აისახოს", - ირწმუნება Barclays Capital-ის ანალიტიკოსი ამრიტა სენი. ამავე მოსაზრებას ეთანხმება Capital Economics-ის მთავარი ეკონომისტი ჯულიან ჯესოპი, რომელმაც განაცხადა, რომ არც ერთი მთავრობა არ ჩაკეტავს სუეცის არხს, რომელიც ეგვიპტისთვის ოქროს საბადოს წარმოადგენს. მხოლოდ 2010 წლის განმავლობაში მან ბიუჯეტს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ჯესოპის აზრით, უკვე წლის ბოლოსათვის, ნავთობის ფასი ბარელზე 85 დოლარს დაუბრუნდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტეში სიტუაციის გართულებას შეუძლია ხელი შეუშალოს ნახშირწყალბადების მიწოდებას. საუბარია თხევად ბუნებრივ გაზზე, რომლის ექსპორტსაც ქვეყანა ესპანეთში, აშშ-სა და სამხრეთ კორეაში ახდენს. Barclays Capital-ის მონაცემების მიხედვით ეგვიპტეს ამ რესურსის მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 3.2% უკავია და მიწოდების შეფერხება, პირველ რიგში, მის უდიდეს იმპორტიორ ესპანეთზე აისახება. მიუხედავად ამისა Barclays Capital-ის ანალიტიკოსები გვამშვიდებენ, რომ ამ შეფერხების აღმოფხვრა მარტივად იქნება შესაძლებელი სხვა მომწოდებლების ხარჯზე.
სამწუხაროდ, არ შეიძლება იგივე ითქვას კვების პროდუქტებზე, რომელზე ფასების ზრდა არ დააყოვნებს. "მაღალმა ფასებმა საკვებზე შეიძლება გასტანონ უფრო დიდ ხანს, ვიდრე ფასებმა ნავთობზე. უკმაყოფილების ახალი ტალღის მოლოდინში, რეგიონში მდებარე ქვეყნების მთავრობები ეცდებიან, რომ არ დაუშვან საკვები პროდუქტების მომავალი ზრდა და აკრძალავენ მათ ექსპორტს, ამასთანავე შეეცდებიან გაზარდონ იმპორტი. ეს კიდევ უფრო გაზრდის ფასებს", _ აცხადებს ჯესოპი. აღსანიშნავია, რომ საკვების ფასები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მთელი ისტორიის მანძილზე რეკორდულად მაღალია.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48