ნანახია: 353
ExxonMobile-ის პროგნოზით ბუნებრივი აირის გამოყენება გაიზრდება
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგაზის კორპორაცია, ამერიკული ExxonMobile, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის 2030 წლამდე განვითარების ყოველწლიურ პროგნოზს აქვეყნებს. კორპორაცია თვლის, რომ 20 წლის შემდეგ ბუნებრივი აირი, ნავთობის შემდეგ, რიგით მეორე საწვავი გახდება. თუმცა მოხმარების ტემპები გაზზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ნავთობზე. ExxonMobile თვლის, რომ შარშან მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის მიერ გამოწვეული კატასტროფა მთელს მსოფლიოში ზღვის დიდი სიღრმეებიდან ნავთობის მოპოვებას, ხელს არ შეუშლის. ExxonMobile-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიო ენერგორესურსების მოხმარებაში ნავთობის წილი, 2005 წელთან შედარებით, 30%-დან 32%-მდე გაიზრდება, თუმცა ნავთობი მაინც ყველაზე პოპულარულ საწვავად დარჩება. ბუნებრივი აირის პოპულარობის გაზრდა მსოფლიო ენერგორესურსების ხარჯვაში 2030 წლისთვის 26%-ს შეადგენს (2005 წელს 21% იყო). შარშანდელი პროგნოზისგან განსხვავებით EხხონMობილე-მა, ბუნებრივ აირზე საშუალო წლიური მოხმარების პროგნოზი 1,8%-დან 2%-მდე ასწია. ნავთობისა და ნახშირის პოპულარობა 2030 წლისთვის შესამჩნევად დაბალი იქნება, საშუალოდ წლიური 0,7%-ით 2005 წელთან შედარებით. ზრდის ტემპით გაზი ბირთვულ ენერგეტიკას 2,3% ჩამორჩება, ხოლო განახლებად ენერგიის წყაროებს - 7,4%-ით. ExxonMobile-მა თავისი შარშანდელი პროგნოზი გაიმეორა. მათი პროგნოზით, უახლოეს ორ წელიწადში ბუნებრივი აირი - რომლის დაწვისას არანაკლებ 60% CO2 გამოიყოფა, ვიდრე ნახშირის დაწვისას - პოპულარობით ნახშირის შემდეგ მეორე ადგილზე გავა, რომლის წილიც 2005 წელს 24% შადგენდა, 2030 წლისთვის კი 21%-მდე შემცირდება. ამის გარდა, 2005-ში 6%-დან 2030-ში 8%-მდე ბირთვული საწვავის წილიც გაიზრდება, 1%-დან 3%-მდე კი - ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავებული ენერგიის წილი. რა ცვლილებას მოახდენს მსოფლიო ენერგობაზარზე მომხდარი ავარია, რომლის შედეგადაც 20 აპრილიდან 15 ივლისამდე, დაახლოებით, 5 მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიღვარა ზღვაში? EხხონMობილე აღნიშნავს, რომ ,,ამ ტრაგედიამ მთელი მსოფლიოს ყურადღება იმისკენ მიაპყრო, თუ რამდენად დიდია მსოფლიო ბაზარზე ღრმა წყლებში არსებული ენერგორესურსების როლი~. კორპორაცია თვლის, რომ ბაზრის მოთამაშეების ძალისხმევა, ღრმა წყლების შელფში ჭაბურღილების დაცვისათვის, აუცილებელია, მრავალმილიარდიანი პროგრამები ჭაბურღილების კონტროლისთვის, რაც ,,ჩვენს ინდუსტრიას მექსიკის ყურეში მომხდარ ავარიაზე უფრო ეფექტურად გააცემინებს პასუხს~. მიუხედავად წყალქვეშა ჭაბურღილების კრიტიკისა, კორპორაცია თვლის, რომ ნავთობის მოპოვება წყალქვეშა შელფებიდან მხოლოდ გაიზრდება - დღეისათვის დღეში 5 მილიონი ბარელიდან, - 2015 წლისათვის 10 მილიონ ბარელამდე. ExxonMobile -ის პროგნოზით, ნავთობის მოპოვება ყველაზე აქტიურად აფრიკისა და ლათინური ამერიკის შელფებზე გაიზრდება.
|