პუტინის პარტიას მავზოლეუმიდან ლენინის ცხედრის გამოტანა სურსთუკი რუსეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ლენინის მავზოლეუმის დახურვაზე დაწყებული კამპანია წარმატებით დასრულდება, ბელადს როგორც სჩანს, საკუთარი სარკოფაგიდან გამოაძევებენ
"მისი როგორც მთავარი ფიგურის არსებობა სარკოფაგში, რომელიც ქვეყნის გულში მდებარეობს ნონსენსია", – წერს პარლამენტის წევრი ვლადიმერ მედინსკი პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის პარტიის "ერთიანი რუსეთის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პარტიამ გამოკითხვა ჩაატარა ვებ-გვერდ www.goodbyelenin.ru-ზე (სახელწოდებაში აშკარა მინიშნებაა კომუნიზმის კოლაფსზე გადაღებულ პოპულარულ გერმანულ კომედიაზე). გამოკითხვამ ცხადყო, რომ ასი ათასზე მეტი ადამიანი, ანუ რესპონდენტების 2/3 მხარს უჭერს რევოლუციონერი ბოლშევიკის ბალზამირებული ცხედრის მავზოლეუმიდან გამოტანას და მის დაკრძალვას.
გაურკვეველია თავად ვლადიმერ პუტინის პოზიცია, მხარს უჭერს თუ არა ის იმ იდეას, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან ოცი წლის განმავლობაში რეგულარულად აჟღერებდნენ. შარშან პუტინმა განაცხადა, რომ ლენინის დაკრძალვასთან დაკავშირებით სიჩქარე საჭირო არ არის.
ბოლო წლების უფრო სამეცნიერო საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს მავზოლეუმიდან იმ ადამიანის ცხედრის გამოტანას, რომელიც 1924 წლის 21 იანვარს გარდაცვალების შემდეგ მისმა კომუნისტმა მემკვიდრეებმა გააღმერთეს, იმ პარტიის წევრებმა რომელიც ამავდროულად რელიგიას სდევნიდა.
მედინსკის თქმით, თავად ლენინს ასეთი ფორმით უკვდავყოფის სურვილი არ გამოუთქვამს.
საბჭოთა პერიოდში წითელ მოედანზე მისი ერთგული მხარდამჭერების რიგები იდგა, რომლებიც ცდილობდნენ მისი მუმიფიცირებული ცხედრის გვერდით ჩაევლოთ კრემლის კედელთან. დღეს მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ხოლო გარდაცვლილის სასურველ მდგომარეობაში შენარჩუნება სპეციალისტებისთვის მუდმივი და სულ უფრო მზარდი თავისტკივილია.
ლენინის მავზოლეუმიდან გამოტანის სურვილი რუს ლიბერალებს დიდი ხანია რაც აქვთ, მაგრამ ”კომუნისტური პარტია” პარლამენტში ჯერ კიდევ საგრძნობლადაა წარმოდგენილი და საბჭოთა პერიოდზე ნოსტალგიით შეპყრობილი ყველა იმ ადამიანის პოზიციას გამოთქვამს, რომლებსაც მავზოლეუმის შენარჩუნება სურთ.