ოლიგარქები სიხარბემ დაღუპა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ოლიგარქები სიხარბემ დაღუპა
ნანახია: 744

კრიზისის დაწყებიდან მსოფლიო 40%-ით გაღარიბდა, განაცხადა დავოსში ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის Bლაცკსტონე-ის თავმჯდომარემ სტივენ შვარცმანმა. ფულის ენით რომ ვთქვათ, მსოფლიო კეთილდღეობის შემცირება 50ტრლნ. დოლარით ფასდება. მსოფლიო კრიზისის ფონზე საფონდო ბაზრის დაქცევის შედეგად, დაზარალდნენ რუსი ოლიგარქებიც. ექსპერტთა აზრით, ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში მთავარი როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. როგორც სტივენ შვარცმანმა მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, ბოლო ხუთი კვარტლის განმავლობაში განადგურდა მსოფლიო სიმდიდრის 40%, ხოლო კეთილდღეობის შემცირება შეესატყვისება MSCI World-ის ინდექსის დაქცევას, რაც დაახლოებით 42%_ს უტოლდება. თუმცა-ღა, საქმე მხოლოდ ამაში არ გახლავთ, კერძოდ, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ აქტივთა ღირებულება, თავის მხრივ, დამოკიდებულია GDP-ისა და ცენტრალური ბანკების რეზერვთა შემცირებაზე, ასევე უძრავ და ზოგადად კერძო ქონებაზე ფასების კლებასა და მიმოქცევაში აქციათა ღირებულების ვარდნაზეც. ერთგვაროვანი მონაცემები მსოფლიო კეთილდღეობისა და მის დინამიურობაზე ჯერ კიდევ არ არსებობს. მედია მაგნატმა რუპერტ მერდოკმა დავოსში გადანცხადა, რომ მსოფლიო კეთილდღეობა საფინანსო კრიზისის გამო 50 ტრლნ. დოლარით შემცირდა. ხოლო ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ Grantham, Mayo, Van Otterloo Company-მ ოთხშაბათს გაკეთებული პროგნოზის თანახმად, კრიზისი ამერიკული ეკონომიკის ღირებულებას, სავარაუდოდ, 50ტრლნ.-დან 30 ტრლნ. დოლარამდე შეამცირებს; თუმცა ბატონი პოუპი ამბობს, რომ მონაცემთა გაზვიადება არ ღირს და ყველაფერი არც თუ ისეთ საშინელ მდგომარეობაშია. აღსანიშნავია, რომ დანაკარგები მანამდე იქნება არარეალიზებული, სანამ აქტივები არ გაიყიდება. ექსპერტთა თქმით, ამჟამინდელი აქტივების გაუფასურება, მიზეზია იმისა, რომ ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში აქტივების საბაზრო ფასები რეალურ ღირებულებასთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთის აქტივები მსოფლიო ბაზარზე გაუფასურების მხრივ ლიდერები არიან. "თაიმსის" ცნობით, რუს ოლიგარქთა დანაკარგები ბოლო 8 თვის განმავლობაში დაახლოებით 260 მლრდ. დოლარს გაუტოლდა. რატომ არის ასეთი დიდი დანაკარგები მაინცდამაინც რუსეთში?! საქმე იმაშია, რომ რუს ოლიგარქთა კომპანიების აქციები ფოლადზე და სხვადასხვა მადნეულზე დიდი მოთხოვნის შედეგად იზრდებოდა და არა შრომისა და კარგი მენეჯმენტის გამო, ხოლო ახლა, მათ ადვილადვე დაკარგეს, რაც უშრომელად მოიპოვეს... ექსპერტთა თქმით, მსოფლიო კრიზისის დაწყებისას კაპიტალი პირველ რიგში შეუმცირდა იმას, ვისაც აქტივთა სწორი სტრუქტურა არ ჰქონდა შემუშავებული. ამ შემთხვევაში, წინდახედულმა ბიზნესმენებმა წინასწარ "მოუარეს" ბალანსირებულ საკრედიტო "კეისებს" და შეეცადნენ არ "გაებერათ" კრედიტები, ხოლო დიდი რისკის მოყვარულები, საბოლოო ჯამში, ყველაზე სერიოზულ პრობლემებს გადააწყდნენ. ჰოვარდ უილდონის პროგნოზით, აქციათა ღირებულების სტაბილიზაცია არაუადრეს 2009 წლის დასასრულს მოხდება; ეს პროცესი დამოკიდებული იქნება სახელმწიფო პირობებზე; კრედიტთა "გაბერილი" ღირებულებათა შემცირება კი მოხდება მაშინ, როდესაც საბანკო სისტემა ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდება და ბანკები კვლავ აღადგენენ ერთმანეთის ნდობას. როგორც ბატონი მიკაელიანი ირწმუნება, რუს ოლიგარქებს შეუძლიათ ჰქონდეთ სახელმწიფოს იმედი, რომ ეს უკანასკნელი მხარს დაუჭერს რუსულ ბიზნესს და დასავლეთის ბაზრებზე ექსპანსირებაშიც დაეხმარება. "ოლიგარქებს კრიზისში არ ჩააგდებენ, კრიზისები მიდიან და მოდიან, თუმცა რუსეთის ზეგავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე რჩება".
აშშ-ს ეკონომიკას ომი იხსნის
ბარაკ ობამა მაგალითს რუზველტისაგან იღებს
ახლახანს კონგრესის პალატის წარმომადგენლებმა დაამტკიცეს ბარაკ ობამას მიერ წარმოდგენილი ამერიკის ეკონომიკის სტიმულაციის გეგმა. გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი საზოგადოებრივი საქმიანობასა და მომხმარებელთა ორგანიზაციებს მოხმარდება. ბატონი ობამა არც ფარავს, რომ ამის მაგალითი მან ფრანკლინ რუზველტისაგან აიღო. ეს უკანასკნელი, კი სწორედ ამ მეთოდით ცდილობდა აშშ-ს ეკონომიკის დიდი დეპრესიიდან გამოყვანას. თუმცა-ღა მაშინ, ამერიკისათვის გადამწყვეტი ფაქტორი მეორე მსოფლიო ომში ჩაბმა აღმოჩნდა. გამორიცხული არც ისაა, რომ ბარაკ ობამამ ალტერნატიულ ზომებსაც მიმართოს.
ოთხშაბათს კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებული პროგრამის ჩარჩოს ფარგლებში, აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტიდან 819 მლრდ. დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, საიდანაც 544 მლრდ. დოლარი ინფრასტრუქტურის პროექტებს _ გზების მშენებლობას, სატრანსპორტო სისტემის განვითარებასა და საგანმანათლებლო და საპატიმროთა დაწესებულებების რესტავრაციის დაფინანსებას მოხმარდება. ობამას გამოთვლებით, ამ პროგრამათა რეალიზება "ამერიკას შეუქმნის დამატებით 3 მლნ. სამუშაო ადგილს". Aაღსანიშნავია ამერიკის მაკროეკონომიკის უნივერსიტეტის დირექტორის პოზიციაც. მისი აზრით, ამერიკის ეკონომიკის სტიმულაციისათვის ასეთი უცაბედი და ფართო მასშტაბიანი პროგრამები არ იქნება საკმარისი, რამდენიმე თვის შემდეგ, ობამა იძულებული იქნება კონგრესს ახალი პროგრამა მაინც წარუდგინოს.
აშშ-ს ბევრი კონსერვატორის აზრით, ამგვარი იდეა, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზეა დაფუძნებული მეტად მყარი და გამოსადეგარია. ამის საპირისპიროდ, ბატონი კოტლიკოფი აცხადებს, რომ აშშ მწარმოებელიდან იმპორტიორ ქვეყანად გადაიქცა; მომხმარებლის რაოდენობის გაზრდით, კი ამერიკა თავისივე ქვეყნის ნაცვლად ჩინეთის, ინდოეთისა და ევროპის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
ბარაკ ობამა ხშირად გზავნის დელეგაციებს ამა თუ იმ ქვეყანაში, რაც ფრანკლინ რუზველტის არც თუ დიდი გამოცდილება გახლდათ. აღსანიშნავია, რომ რუზველტი ასევე ცენტრალური სტიმულაციის გეგმის შემოღებით აშშ-ს დიდი დეპრესიიდან გამოყვანას ცდილობდა. ეს შედარებები ბევრის კრიტიკასაც იწვევს _ მაშინ ხომ მთავარი ფაქტორი მეორე მსოფლიო ომი გახდა. კრიტიკოსთა თქმით, მეორე მსოფლიოს ომიდან გამოსვლის შემდეგ, აშშ სსრკ-სთან "ცივ ომში" ჩაერთო, რამაც თავისთავად სამხედრო სფეროს განვითარება და ამერიკის ეკონომიკის სტიმულირება განაპირობა. სსრკ-ს დაშლისა და "ცივი ომის" დამთავრების შემდეგ, ამ სქემამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ირანსა და ერაყში ომმა კი ვერ იხსნა ამერიკა რეცესიისაგან.
ბარაკ ობამასთვის, რომელიც ხელისუფლებაში ანტი-საომარი ლოზუნგებით მოვიდა, მეტად რთული იქნება აუხსნას ამერიკელებს, რომ ერთადერთი გამოსავალი რათა აშშ-ს ეკონომიკას "მეორე სუნთქვა" დაუბრუნოს, სავარაუდოდ, ომი იქნება, ამერიკის ჩათრევა დიდ ომში, მნიშვნელობა არა აქვს "ცივსა" თუ "ცხელში". ამისათვის პირველი ნაბიჯები, კრიტიკოსთა თქმითვე, ბარაკმა უკვე გადადგა _ სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ამერიკელები მზად უნდა იყვნენ მეტად მკაცრი ზომების მიღებისათვის ერაყსა და ავღანეთში.


Yahoo! მოგების გარეშე რჩება
On-line ბიზნესი შეიძლება გაიყიდოს
კომპანია Yahooმ შარშანდელი წლის მეოთხე კვარტალი 300 მლნ. დოლარის დანაკარგითა და 2001 წლიდან უპრეცენდენტო შტატის გათავისუფლებით დაასრულა. ბიზნესის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა _ კომპანიამ 2009 წლისათვის რამე პროგნოზების გეკეთებისაგან თავი შეიკავა. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიას 2010 წლამდე არსებითი წინსვლა არ ექნება. Yahoo-ს დანაკარგები წლის მეოთხედ კვარტალში 303.4 მლნ. დოლარს გაუტოლდა. პირველად 2001 წლიდან იაჰუს ბიზნესი 1.4%-დან 1.8 მლრდ. დოლარამდე დაეცა. ამის მიზეზი ეკონომიკური კრიზისის ფონზე სარეკლამო ბაზრის დასუსტება გახდა. კომპანიის ასეთი დანაკარგები გამოიწვია დიდმა დანახარჯებმა; კერძოდ, 108 მლნ. დოლარის ზარალი და ასევე 1500 ადამიანის დათხოვნამ. აღსანიშნავია, რომ სამშაბათს იაჰუს აქციები 7%-ით გაიზარდა, რაც მისთვის არც თუ ცუდი მაჩვენებელია. "იაჰუს რეზულტატები გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, იმასთან შედარებით, რასაც მოველოდით", - აღნიშნა "რბკ დეილის" ანალიტიკოსმა ჯეფრი ლინდსეიმ.
მთლიანი 2008 წლის გამოთვლებით, იაჰუს მოგება 3%-ით გაიზარდა, 6.9 მლრდ.-იდან 7.2 მლრდ. დოლარამდე, სუფთა მოგება კი 660 მლნ.-დან 424 მლნ. დოლარამდე შემცირდა. კეროლ ბარცმა, იაჰუს გენერალურმა დირექტორმა სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში კომპანიის გაყიდვაც კი არ გამორიცხა. შარშან Microsoft-ი უშედეგოდ ცდილობდა იაჰუს 47,5 მლრდ. დოლარად შესყიდვას. ჯეფრი ლინდსეი თვლის, რომ ახლა იაჰუს გაყიდვა ნაკლებად შესაძლებელია, რადგანაც ხოფტგიგანტი ფინანსური კრიზისის გამო დიდი სიძნელეების წინაშე დგას. "თავდაპირველად თვლიდნენ, რომ კეროლ ბარცის კომპანიაში მოსვლა ამ ბიზნესის მალე გაყიდვის გამო მოხდა; თუმცა-ღა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, კეროლმა გადაწყვიტა ბიზნესკომპანიის სერიოზულად ტრანსფორმირება და თუ მას ეს არ გამოუვა, კომპანიის გაყიდვაზეც მიდგება საქმე, მაგრამ ეს არაუადრეს 2010 წელს მოხდება",- დაამატა ჯეფრი ლინდსეიმ.

Bლატავნიკის ახალი მსხვერპლი
Goldman Sachs-ი დიდი დანაკარგების წინაშე აღმოჩნდა

მილიარდერი ლეონარდ ბლავატნიკის კუთვნილი კომპანიის Lyondell Chemical-ის დავალიანებამ 850 მლნ. დოლარს მიაღწია. როგორც სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება, დეკემბერში საინვესტიციო ბანკი - Goldman Sachs-ი იძულებული გახდა ჩამოეწერა კრედიტები, ხოლო უკვე იანვარში კომპანიის მენეჯმენტმა, რომელიც ჰიუსტონშია განლაგებული, განაცხადა გაბანკროტების შესახებ. ამგვარი მოვლენა ბატონ ბლავატნიკის საკრედიტო ისტორიის უკვე არაერთი ნეგატიური მაგალითია - ამას წინათ, ღოყალ Bანკ ოფ შცოტლანდ იძულებული გახდა ლეონარდო ბლავატნიკისათვის გაცემული 2.5 მლრდ. ფუნტ სტერლინგიანი კრედიტი ჩამოეწერა.
აღსანიშნავია, რომ ბანკროტში ჩავარდნილი "ლოინდელ ქემიკალი" ინდუსტრიული ჰოლდინგის "ლოინდელ ბასელის"ნაწილს წარმოადგენს. ეს უკანასკნელი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი პლასტიკ-მწარმოებელი კომპანიაა, მისი მეპატრონე კი ბატონი ბლავატნიკია. დღევანდელ დღემდე კომპანიის საქმიანობა არც თუ ცუდად მიდიოდა: ჯერ კიდევ ზაფხულში ლეონარდ ბლავატნიკს მე-40 ადგილი ეკავა აშშ-ს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში; თუმცა კრიზისმა, თავის მხრივ, ბიზნესში პრობლემების პროვოცირება მოახდინა.
საქმე ის გახლავთ, რომ Goldman Sachs-თან ინცინდენტი არ არის პირველი შავი ლაქა ლოინდელ ბასელის საკრედიტო ისტორიაში. გარდა ამისა, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ ზემოთაღნიშნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე ფრედ გუვინი კრედიტთა ყველანაირი საფუძვლის გარეშე გაცემაში დაადანაშაულა. რასაკვირველია, ახლა ბატონ ბლავატნიკისთვის ბანკში კრედიტების მიღება არც თუ ადვილი იქნება, რადგან ფინანსური კრიზისის ფონზე არცერთ ფინანსისტს არ მოუნდება სახელის გატეხვა.



მოამზადა ნინო ფარიზოვამ


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48