ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი - ლიდერი აუტსაიდერები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი - ლიდერი აუტსაიდერები
ნანახია: 914

ბრიტანეთში გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც ქვეყანა ოფიციალურად რეცესიის პროცესში იმყოფება. პირველად 90-იანი წლების შემდეგ ბრიტანეთში მთლიანი ეროვნული პროდუქციის ვარდნა კვარტალში ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა.
ბრიტანული სტატისტიკის ცენტრის განცხადებით, 2008 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი ეროვნული პროდუქცია 1,5% შემცირდა. ამასთანავე იმავე წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის ვარდნამ 0,6% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლო 3 თვის მონაცემები 1980 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს უახლოვდება, როცა მთლიანი ეროვნული პროდუქციის ვარდნამ 1,8% შეადგინა.
დღეისათვის ფინანსურ ბაზარზე არსებულმა სირთულეებმა რეალურ ეკონომიკაშიც გამოიწვიეს პრობლემები: უმუშევრად დარჩა 1,92 მილიონი ადამიანი, უძრავი ქონების ბაზარი დღემდე განიცდის კრიზისს. მომხმარებელთა მოთხოვნა პროდუქციაზე მკვეთრად შემცირებულია. მთავრობამ დამატებითი ღირებულების გადასახადი 17,5%-დან 15%-მდე დასწია. მცდელობებმა, მყიდველებთა სტიმულირება მოეხდინათ და ბანკებს კრედიტების გაცემა განეახლებინათ, შედეგი ვერ გამოიღო. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი უპრეცედენტო 1,5% - მდე შეამცირა, მაგრამ სასურველი შედგი არ ჩანს. მიუხედავად მცდელობებისა ბრიტანული ვალუტის კურსი Bბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. დღეისათვის ერთი ფუნტი 1,36 ამერიკული დოლარი ღირს. ექსპერტები კურსის ვარდის გაგრძელებას წინასწარმეტყველებენ და მათი აზრით მალე ფუნტი ევროს გაუთანაბრდება.
ნოემბერში წარმოების მოცულობის მკვეთრმა ვარდნამ 3% შეადგინა.ეს ქმნის საშიშროებას, რომ ექსპერტების მიერ პროგნოზირებული საერთო ეროვნული პროდუქციის 1% ვარდნის მაჩვენებელი, მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო დაეცემა. Eეს მოსაზრება კომპანია KPMG-ის უფროს ეკონომისტს, ექსპერტ ენდრიუ სმიტს ეკუთვნის. მან ეს განცხადება ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებამდე გააკეთა და დასძინა, რომ `უახლოეს მომავალში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების არანაირი წინაპირობა არ არსებობს~.
ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სამსახურმა შემაშფოთებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა, მათი მონაცემებით, ყოველ 10 წუთში იპოთეკური დავალიანების გადაუხდელობის გამო ერთი ბრიტანული ოჯახი საცხოვრებელ სახლს კარგავს. Uუპრეცედენტო იყო Gგასული წლის მე-3 კვარტალი, როცა ჩამორთმეული ბინების რაოდენობა 92%-ით გაიზარდა. .2008 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში ბინები 13160 ოჯახმა დაკარგა. სტატისტიკით, ყოველდღიურად 85 ბრიტანული ფირმა კოტრდება, ბრიტანეთის 340.000 მცხოვრებს კი იპოთეკური დავალიანება აქვს. ბრიტანეთის მთავრობამ (თჰე Dეპარტმენტ ფორ ჩომმუნიტიეს ანდ Lოცალ Gოვერნმენტ) მზადყოფნა გამოაცხადა, დაეხმაროს იპოთეკური სესხების მქონე მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ბინების ფასი 400.000 ფუნტს არ აღემატება, მათ ორი წლით შეუჩერდებათ სესხის დაფარვის ვალდებულება. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ 2009 წელს დავალიანების დაუფარაობის გამო იგივე ბედი 75.000 ობიექტს ელის.

როდისთვის ველოდოთ ცვლილებს
მიმდინარე კრიზისის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ექსპერტები და ეკონომისტები დაახლოებით სავარაუდო პროგნოზებსაც კი ვერ აკეთებენ, თუ როდის შეიძლება დაიწყოს არსებული ეკონომიკური პრობლემების შემცირება და შესაბამისად, რეცესიიდან გამოსვლა. რეცესიის საშუალო ხანგრძლივობა ბრიტანეთში, 1955 წლიდან, საშუალოდ 3 კვარტალს შეადგენდა. თუმც ბოლო ორი რეცესია ხუთ, სამთვიან პერიოდს მოიცავდა.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი 2010 წლამდე გაგრძელდება. ისინი ამ კრიზისს 1990 წლის დასაწყისს ადარებენ. ECU Group –ის მთავარი ეკონომისტი, ნილ მაკინონი, ეკონომიკის აღდგენისა და განახლების ნიშნებს ვერ ხედავს, შესაბამისად, ვერც სინათლეს გვირაბის ბოლოს.
არსებული პროგნოზებით, 2009 წელს ბრიტანეთში მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობის კლების ტენდენცია შენარჩუნდება. დღეისათვის ის 2,1% -ითაა შემცირებული მაშინ, როცა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, ექსპერტები მთლიანი ეროვნული პროდუქციის ვარდანს 1,5%-ით ვარაუდობდნენ.
არც ჩინეთის ეკონომიკა გამოიყურება უკეთესად, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ცუნამის მსგავსად გადაუარა მას და მრავალი მილიარდი თან გაიყოლა.
ბოლო 7 წლის მანძილზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდაა. გასული წლის მონაცემებით, ჩინეთში წლიური ვაჭრობის მოცულობა 17,8%-ით გაიზრდა, რამაც 2561 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტი წლის განმავლობაში 17,2%-ით გაიზარდა, რაც 1428 მილიარდ დოლარს მოიცავს, თუმც იმავე 2008 წლის ბოლო კვარტალში ექსპორტი 4,3%-ით შემცირდა, მაშინ როცა იმპორტმა 8,8 %-ით იკლო. მთელი წლის განმავლობაში იმპორტის ზრდა 18,5% ანუ 1133 მილიარდი დოლარი იყო.
ჩინეთის ინდუსტრიული წარმოება 2008 წელს მხოლოდ 12,9%-ით გაიზრდა. ეს მაჩვენებელი 5,6%-ით ნაკლებია 2007 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, გასულ კვარტალში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 6,4% იყო, ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩინეთში ბოლოს 1994 წელს დაფიქსირდა.
მილიონობით ჩინელმა დაკარგა სამუშაო, მიზეზი შექმნილი ეკონომიკური კრიზისი და დახურული საწარმოებია. წარმოების შემცირებამ ნედლეულზე მოთხოვნის შეამცირა გამოიწვია, ამან კი პირდაპირი ასახვა ტაივანის, სამხრეთ ჩინეთისა და იაპონიის ექსპორტზე ჰპოვა.
ჩინეთის მთავრობის გეგმით მომავალ წელს 9 %-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ბევრ ექსპერტსა და ეკონომისტს 9%-იანი ზრდის არ სჯერა. მათ შორის არის ბენ სიმპფენდორფერი, იგი ჩინეთის ეკონომიკის ექსპერტია შოტლანდიის როიალ ბანკში. მისი აზრით, მთავრობის იმედები გადაჭარბებულია, ჩინეთის ეკონომიური ზრდა 2009 წლისთვის მხოლოდ 5 %-ით არის შესაძლებელი. გასულ კვარტალში ჩინეთის მთავრობის მიერ დაფიქსირებული 6,8%-იანი ზრდა კი რეალურად მხოლოდ 5,4% იყო.
ჩინეთში არსებული კრიზისის შენარჩუნებას ხელს უწყობს მომხმარებელთა პასიურობა, რადგან სათანადო დენეზე ვერ ხერხდება მომხმარებელთა სტიმულირება. ჩინეთის მთავრობამ დახმარების პაკეტი გამოყო, რომელიც 4 ბილიონ იენს მოიცავს, ეს 400 მილიარდი ამერიკული დოლარია. ხორციელდება სხვადასხვა სამთავრობო ინვესტიციები. მიუხედავად მცდელობებისა, მომხმრებელთა აქტივობის ინდექსი გასულ კვარტალში მხოლოდ 1,2%-ით გაიზარდა, ხოლო მთელი წლის მაჩვენებლის ინდექსი 5,6% პროცენტია, ეს მაჩვენებელი კი წლის დასაწყისში არსებულზეც დაბალია. ექსპერტთა პროგნოზებით, არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდა და მოთხოვნის ინდექსის მკვეთრი შემცირება მალე ინფლაციის წინაპირობა გახდება.
ვანგ ხიაოგუანგი რეფორმებისა და განვითრების კვლევის ინსტიტუტიტადნ თვლის, რომ 400 მილიარდ დოლარიანი კონიუკტურული დახმარების პაკეტი აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს, მაგრამ ამისათვის დიდი დრო იქნება საჭირო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ჩინეთს 2-3 წელი დასჭირდება, რათა სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას დაუბრუნდეს. სავალუტო ფონდის დირექტორი დომინიკ სტრაისოსი მიიჩნევს, რომ უახლოეს დღეებში უარესი პროგნოზებიცაა მოსალოდნელი.

ნინო ნიკოლაიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48