ნანახია: 13597
შესაძლოა ყველაზე სარისკო ობლიგაციათა 15%-იანი დეფოლტი გამოცხადდეს
კორპორატიულ ობლიგაციათა გაუფასურების დონემ 2009 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლოა 15,1%-ს მიაღწიოს, რეიტინგული სააგენტო Moody-ს ცნობებით. შარშანდელ წელთან შედარებით, ვალებში ჩაფლულ კომპანიათა რიცხვი 300-ით იმატებს, რაც თვეში დაახლოებით 25 კომპანიას ითვლის. მეტად საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არსებობს ასევე, ეგრეთ წოდებული, "ნაგვის" ან სასპეკულაციო ობლიგაციებიც, რომელთა რეიტინგი საინვესტიციო დონეზე დაბალია - ამგვარი ქაღალდები უფრო მეტ შემოსავალს იძლევიან, თუმცაღა ამ ობლიგაციათა გაუფასურების რისკის დონეც გაცილებით მაღალია. ზემოთ აღნიშნული სააგენტო "მუდის" კორპორაციულ ობლიგაციათა კვლევის განყოფილების თავმჯდომარის კენეტ ემირის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის ვითარება გაცილებით საშიშია, ვიდრე ორი წინამორბედი საკრედიტო ციკლის განმავლობაში, კერძოდ 1990-1991, 2001-2002 წლებში. დეფოლტთა გაუფასურების მიზეზად "Moody" - ში მიიჩნევენ "ნაგვის" ქაღალდთა გაზრდილ რაოდენობას, უმუშევრობის მომატებასა და ასევე პირველად ისტორიაში რეიტინგული ვალების მაკონტროლირებად ინსტრუმენტთა მინიმალურ დონემდე დაწევას. მეტად სავალალო მდგომარეობაა აშშ-შიც; აქ დეფოლტის პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმალურ დონემდე დავა - 15.3%-მდე, რაც ფაქტობრივად დიდი დეპრესიის 1933-იანი წლების მაჩვენებელს უტოლდება (15.9%); ხოლო ექსპერტთა გამოთვლების თანახმად, ყველა "ნაგვის"ობლიგაციის ფასი შტატებში 728 მლრდ. დოლარი იქნება. ბატონმა ფრიდსონმა კი განაცხადა: "ამჟამად "ნაგვის" ობლიგაციათა, ყველაზე სარისკო ქაღალდთა კონცენტრაცია მსოფლიო ბაზარზე უფრო დიდია, ვიდრე დიდი დეპრესიის დროსაც კი." ევროპაში კორპორატიული დეფოლტი ობლიგაციათა სასპეკულაციო დონის მიხედვით 18.3%-ს მიაღწევს. მეტად გასაკვირია ის ფაქტიც, რომ დეფოლტთა მაღალი რისკის გამო, მათში ინვესტიციათა ჩადება მაინც არ წყდება. საბოლოო ჯამში, ინვესტორები თვლიან, რომ ამჟამად ბაზარი მიმზიდველად იაფია და მაღალი რისკის მეორე მხარეს ინვესტორს დიდი მოგება ელის. სწორედ ამიტომ ინვესტიციები არ წყდება და პირიქით, ბევრი სწორედ ამ დროს აქტიურდება.
|