რამდენად რეალურია NASDAQ-ის შემოსვლა საქართველოში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : რამდენად რეალურია NASDAQ-ის შემოსვლა საქართველოში
ნანახია: 986

NASDAQ-ი ამერიკის სამი უმსხვილესი საფონდო ბირჟიდან ერთ-ერთია. დღეისათვის ამ ბირჟაზე მსოფლიოს დაახლოებით 3 200 მაღალტექნოლოგიური და მოწინავე კომპანიის აქციები იყიდება.
ბოლო დროს ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ NASDAQ-ი თავის საქმიანობას საქართველოშიც განახორციელებს. ამ მიმართულებით იგეგმებოდა ქართული საფონდო ბირჟის აქციათა საკონტროლო პაკეტის NASDAQ-თვის გადაცემა. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ამერიკული საფონდო გიგანტის შემოსვლის საკითხი.
მიუხედავად NASDAQ-ის ვიცე-პრეზიდენტის ედ ნაიდის მიერ საქართველოსადმი, მისი პრეზიდენტისადმი გამოხატული სიმპათიებისა და იმ რეფორმების აღიარებისა, რომელიც ქვეყანაში გატარდა, კომპანიას საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში შემოსვლა გადაწყვეტილი არ აქვს. ექსპერტები განმარტავენ, რომ სომხეთის მერე დიდი შანსია, რომ NASDAQ-ი საქართველოთიც მალე დაინტერესდეს და ქართულ საფონდო ბირჟაზე ამერიკული კომპანიის გამოჩენას მაისისთვის ელოდებიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ლოლაძეს ვთხოვეთ:
"ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას, ეს არ არის საკითხი რომლის გადაწყვეტა დროის მოკლე პერიოდში შეიძლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიის წარმომადგენლებთან. ჯერ-ჯერობით რაიმე თარიღზე საუბარი ნაადრევია და კონკრეტული პროექტი ჯერ არ დევს" - განაცხადა გიორგი ლოლაძე NASDAQ-ის შემოსვლასთან დაკავშირებით.
საკითხავია ქართული კომპანიების ფონზე რამდენად რეალურია ამერიკული საფონდო ბირჟის შემოსვლა, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით გიორგი ლოლაძე აცხადებს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან NASDAQ-ი უკვე დიდი ხანია ოპერირებს ბალტიისპირა ქვეყნებში, რომელთა ბაზრები დიდად არ განსხვავდება ქართული ბაზრებისგან. უფრო მეტიც, ქართული ბაზარი უფრო მიმზიდველია ვიდრე ბევრი სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის ბაზარი.
როგორც ცნობილია NASDAQ-ი უკვე ახორციელებს საქმიანობას ჩვენს მეზობელ სომხეთში. ქართული საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სომხურ მხარესა და ამერიკულ კომპანიას შორის მოლაპარეკებები გაცილებით დიდი ხნის, დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო.
ასე რომ, ამ საკითხის გადაჭრა მოკლე დროში ვერ მოხერხდება, ანუ ფაქტიურად მაისამდე მოლაპარაკებების დასრულება რეალობას მოკლებულია.
გიორგი ლოლაძის შეფასებით ამერიკული საფონდო ბირჟის გამოჩენა ქართულ ბაზარზე სრულიად რეალურია, ყოველშემთხვევაში ამის ყველა წინაპირობა არსებობს. მთავარია დროის საკითხი, რომელიც მოლაპარაკებებს და შეთანხმების მიღწევას დასჭირდება.

ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48