ნანახია: 830
ფინანსური მინუსი
ელექტრონიკის დიდი მწარმოებლი ფირმები - "ტოშიბა" და "სონი", მიმდინარე ფინანსური წლის გამოკვლევის თანახმად, 2009 წელს 3 მლრდ. დოლარამდე იზარალებენ - ასე იტყობინება აზიური პრესა Nikkei Financial Daily. აღსანიშნავია, რომ კომპანია შარშან ჯერ კიდევ ოქტომბრისთვის 200 მლრდ. იენის მოგებას ვარაუდობდა, თუმცა წლევანდელი მონაცემებით, უკანასკნელი 14 წლის მანძილზე, ეს მისი ყველაზე სერიოზული ზარალია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში `სონის~ აქციების ფასი 8.9%-ით დაეცა; ხოლო "ტოშიბამ", მოსალოდნელია 2.3 მლრდ. დოლარი ფარგლებში დაკარგოს. მიზეზები ზემოთ ასახული მოვლენებისა კი, ერთი მხრივ, გახლავთ ამ ფირმების პროდუქციებზე ევროპულსა და ამერიკულ ბაზრებზე მოთხოვნის შემცირება, ხოლო მეორე მხრივ კი ეს იენის კურსის ვარდნამაც გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს "სონიმ" ბოლო დროის საუკეთესო ფინანსური რეზულტატი აჩვენა. კერძოდ, კომპანიის მოგება 1.2 მლრდ. დოლარს გაუტოლდა; ახლა კი "სონი" სამუშაო შტატის 16 ათასი ადამიანით შემცირებასა და ინვესტიციებისგანაც გარკვეულწილად თავის შეკავებას გეგმავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამჟამად "სონის" საბაზრო წილი 10%-ს არ აღემატება და ახლო მომავალში მეტად მოსალოდნელია, რომ კონკურენციის პირობებში ("ასერი", "ასუსი" და "სამსუნგი") კომპანიამ ვარდნა კვლავ განაგრძოს. ასე რომ, ნათელია, ეკონომიკურმა კრიზისმა ცუნამივით გადაუარა ისეთ მსხვილ და უწინ ძლიერ ფირმებსაც, როგორიცაა "სონი" და "ტოშიბა" და მათ საკმაოდ დიდი ზარალიც მიაყენა.
|