ნანახია: 749
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე წლის ბოლომდე, ხელს მოაწერს შეთანხმებას უკრაინასთან, ამ ქვეყნისთვის 2 მილიარდი დოლარის კრედიტის გაცემზე. ამ საკითხს, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი EBRD-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილავდა.
EBRD-ის კრედიტი გაიცემა უკრაინის ხელისუფლების გარანტიით, ენერგო პროექტებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახით, საფეხბურთო ჩემპიონატის “ევრო-2012”-ის მომზადების ფარგლებში.
“EBRD-ს უკრაინაში ყოველწლიურად მილიარდი დოლარის ინვესტირება შეუძლია. ჩვენ ვამზადებთ მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა რეალიზებაც შესაძლებელია.” - აღნიშნა ევროკომისიიდან EBRD-ის დირექტორმა ვასილი ლელაკისმა. აზაროვის თქმით, ახლა მხარეები შვიდ ერთობლივ პროექტზე მუშაობენ.
ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს 2012 წელს უკრაინა და პოლონეთი უმასპინძლებს. უკრაინაში თამაშები ქალაქ ლვოვში, დონეცკში, ხარკოვში და კიევში ჩატარდება.
|