ნანახია: 1117
ახალმა ტალღამ ნახევარი ევროპა მოიცვა
ფართომასშტაბიანმა ჰაკერულმა შეტევამ ნახევარ ევროპაში იმ უწყებების პარალიზება გამოიწვია, რომლებიც ტრანსაქციის სერთიფიკატებს ატმოსფეროში CO2-ის გაშვების შესახებ გასცემდნენ. თაღლითებმა მთელი რიგი კომპანიების კოდების გასაღები იპოვეს და ლიცენზიებს გაუხანგრძლივეს ვადა ისე, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ჰაკერებმა შემდეგ ხერხს მიმართეს - მათ გერმანიის გამგეობის სახელით, ევროპაში, იაპონიაში და ახალი ზელანდიის კომპანიების მისამართებზე გააგზავნეს ცნობა პოსტდამში СО2 (DEHST) -ის ლიზენზიის გაყიდვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ცნობა "შესაძლო ჰაკერული თავდასხმის" თავიდან ასაცილებლად კომპანიებს DEHST-ში დარეგისტრირების აუცილებლობას სთხოვდა. DEHST ეს გარემოს დაცვის ორგანიზაციაა გერმანიაში. მათ შეძლეს სათბურის გაზის გადაყვანაზე უფლების მოპოვება დანიის და დიდი ბრიტანეთის ანგარიშზე, საიდანაც შემდეგ მარტივად მოხერხდა სხვა ქვეყნებშიც იგივეს განხორციელება. ამრიგად, ახალი მფლობელები აბსოლიტურად დარწმუნებულები არიან, რომ ეს ტრანსაქცია კანონიერი იყო. აღნიშნული ლიცენზიის გაყიდვასთან დაკავშირებით, მთელი რიგი ქვეყნები ახლა უკვე თავიანთ კომპიუტერებზე დაცვის სისტემების შეცვლაზე მუშაობენ. Financial Times Deutschland იუწყება, რომ ინციდენტი გასულ ოთხშაბათს მოხდა. ხოლო DEHST-ში აღნიშნეს, რომ ეს ჰაკერული შეტევა საკმაოდ მაღალ, პროფესიონალურ დონეზე იყო ჩატარებული.
DEHST-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აუცილებელი სამუშაოები კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მუშაობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აგრძელებენ ასევე ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები დანიაში, უნგრეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, რუმინეთში და ბულგარეთში. მაგრამ გამოძიებას ართულებს ის ფაქტი, რომ ჰაკერებისგან შეძენილი ლიცენზიის ახალი მფლობელები დარწმუნებულები არიან არსებული ოპერაციის ლეგალურობაში. ამიტომ საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, სარეგისტრაციო უწყებებს მოუწევთ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა აღნიშნული ტრანსაქციის არაკანონიერების დასამტკიცებლად. ჰაკერული შეტევის შედეგად მიღებული მთლიანი ზარალის დათვლა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. თუმცა, ზოგიერთმა ფირმამ უკვე განაცხადა მილიონობით ოდენობის ზარალის შესახებ. თაღლითების მიერ წარმოებული ოპერაციის შედეგად, პირველ რიგში, მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორი დააზარალა. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ასევე საბროკერო ფირმებიც.
|