DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > სპირტის ფალსიფიციკატორები სუბსიდიებით სარგებლობენ
სპირტის ფალსიფიციკატორები სუბსიდიებით სარგებლობენ9 აგვისტო 2009. : merabi |
|
მთავრობა რთველის დაფინანსების გაზრდას აპირებს. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა, - "წელს მოსავალი გაცილებით მეტი იქნება და შესაძლოა, უკვე გამოყოფილ 24 მილიონს კიდევ 6 მილიონი დაემატოს. ეს საკითხი განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად. შესაძლებელია, შემცირდეს იაფი კრედიტი სხვა მიმართულებებით და აღნიშნული რესურსი სწორედ რთველის დასაფინანსებლად მიიმართოს", - ამბობს გილაური.
ქართულ სოფლის მეურნეობას დახმარება და წახალისება ნამდვილას სჭირდება, განსაკუთრებით ესაჭიროება სუბსიდირება ისეთ სტრატეგიულ და მნიშვნელოვან დარგს, როგორიცაა მევენახეობა. ამ კუთხით ნაბიჯები შარშანაც გადაიდგა, 2008 წელს სახელმწიფომ რთველის დასაფინანსებდლად, ყურძნის დაბინავების წასახალისებლად 12 მილიონი ლარი გამოყო. თუმცა, მტავრობის ამ ნაბიჯმა სიტუაცია სასიკეთოდ ვერ შეცვალა და გლეხებს მოსავლის დიდი ნაწილი დაუბინავებელი დარჩათ. დაფინანსების გაზრდის გარდა, მევენახეების დახმარების მეთოდი არაფრით შეცვლილა. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 2009 წლის რთველის სუბსიდირების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დამატებით გადასახდელი თანხა 1 კგ. რქაწითელზე 15 თეთრი, ხოლო საფერავზე 25 თეთრი იქნება. სახელმწიფო გეგმავს, რომ წლევანდელი რთველი წარმატებული იყოს და ფიქრობენ, რომ რთველში მონაწილეობას დაახლოებით 38 კომპანია მიიღებს. თუმცა, როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა განაცხადა, ღვინის კომპანიები, გამონაკლისების გარდა, შემოდგომით ყურძნის შესყიდვაზე უარს აცხადებენ, რადგან მათ შარშანდელი ღვინო ისევ გასაყიდი აქვთ. სწორედ ჭარბი ღვინის ასათვისებლად, შარშან მთავრობამ ორ კომპანიას, - "გუგულსა" და "რუჯს" 6 მილიონი ლარის კრედიტი გამოუყო. ამ კომპანიებს არსებული ღვინო უნდა შეეძინათ და საბრენდე სპირტი უნდა ეწარმოებინათ, "გუგული" და "რუჯი" საბრენდე სპირტის ექსპორტის ექსკლუზიურ ლიცენზიას ფლობენ. 2009 წელს ქარხნებიდან ჭარბი ღვინის ამოღების და საბრენდე სპირტის დამზადების პროგრამა გაგრძელდება და რთველისთვის გამოყოფილი 30 მილიონიდან დაფინანსდება. ღვინისგან სპირტის დამზადება და ქართული მევენახეობის პროდუქტის ასე გასარება თითქოს ლოგიკური და სწორი პოლიტიკაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპისა და დსთ-ს ბაზარზე საბრენდე სპირტზე მოთხოვნა მართლაც დიდია. თუმცა, ამ პროცესში რამდენიმე საეჭვო დეტალი მაინც არსებობს. მთავარი კითხა მაშინ ჩნდება, როდესაც არსებულ სიტუაციას გადავხედავთ. მიუხედავად გამოყოფილი 6 მილიონი ლარისა, ამ კომპანიებს ქარხნებისგან, პრაქტიკულად არც ერთი ლიტრი ღვინო არ შეუძენიათ. იმ ფონზე, როდესაც ჭარბი ღვინის საბრენდე სპირტის დასამზადებლად გამოყენება, პროდუქტის გასაღების ყველაზე კარგი მეთოდია, საინტერესოა, რატომ მიანიჭა სახელმწიფომ მხოლოდ ამ ორ კომპანიას სპირტის ექსპორტიე ექსკლუზიური უფლება ან მხოლოდ "გუგულსა" და "რუჯს" მისცა შეღავათიანი კრედიტი. თუ პროდუქტზე მოთხოვნა რეალურად არსებობს და ამ პროდუქტის წარმოების შესაძლებლობაც არის, ლოგიკურად სახელმწიფოს ფართომასშტაბიანი პოლიტიკა უნდა გაეტარებინა ამ პროცესის წასახალისებლად. ამ დროს, კი სხვა კომპანიებს შეეზღუდათ პროდუქტის ექსპორტი. მთავრობამ ამ სფეროში თავისუფალი კონკურენცია არ დაუშვა და მოკლა შესაძლებლობა, სხვა რომელიმე კომპანიას, თუნდაც დახმარებისა და სესხის მიცემის გარეშე აეთვისებინა ჭარბი ღვინო. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, პროტესტი ერთ-ერთმა პირველმა ქრისტიან-დემოკრატმა ნიკა ლალიაშვილმა გამოხატა. "ღვინის სფეროში მაფიაა, რადგან კომპანიების ლიცენზირება ძალიან საეჭვოდ ხდება და სულ ორი კომპანიაა ლიცენზირებული, რომელთაც საქართველოდან საბრენდე სპირტების ექსპორტირება შეუძლიათ. საბრენდე სპირტი ღვინისგან მიიღება, რომელიც ჩვენ იმდენი გვაქვს, რომ აღარ ვიცით სად წავიღოთ და დღეს ყველა ქარხანაში ჭარბია. საბრენდე სპირტი ევროპულ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. მოთხოვნა საბრენდე სპირტზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ღვინოზე. არის ღვინის ქრხნები, რომელთაც ყველანაირი საშუალება აქვთ, საბრენდე სპირტი აწარმოონ და ექსპორტზე გაიტანონ. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უფლებას არ აძლევენ. საინტერესოა, ის 2 კომპანია რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული, რომელთაც ექსპორტის უფლება აქვთ", - ასე სვამს საკითხს ნიკა ლალიაშვილი. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაფიების არსებობა არავის აკვირვებს, ისიც კარგად არის ცნობილი, ვის აქვს საქართველოში ისეთი ბიზნესის კეთების უფლება, რომელიც მაფიოზურ ელემენტებს შეიცავს. "გუგულისა" და "რუჯის" რეალური მეპატრონეები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გაუქმდა ის კანონი, რომლის თანახმადაც, მსხვილი კომპანიების მფლობელების ვინაობა საჯარო იყო. საქართველოში მსგავსი ბიზნესების მფლობელების შესახებ ღიად არავინ საუბრობს, კულუარული ინფორმაციით კი "გუგულისა" და "რუჯის" მფლობელებში პეტრე ცისკარიშვილსა და უფრო მეტი გავლების მქონე ადამიანებს მოიაზრებენ. ასეთი ექსკლუზიური მფლობელების გამო, ამ კომპანიის ექსკლუზიური უფლებების არავის უკვირს. სწორედ ამიტომ არავინ საუბრობს იმ დარღვევებზე, რაც "გუგულისა" და "რუჯის" მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისას ფიქსირდება. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ამ კომპანიებს, პრაქტიკულად, ქარხნებისგან ღვინო არ შეუსყიდიათ, მიუხედავად იმისა, რომ შეღავათიანი კრედიტი, ზუსტად ამისთვის მიიღეს. რადგან, გარკვეული ზეწოლის გამო, ღვინის ქარხნების მფლობელები არ აპროტესტებენ იმას, რომ "გუგული" და "რუჯი" მიზანმიმართულად არ ხარჯავს ღვინის შესასყიდად გამოყოფილ ფულს და მათგან ღვინოს არ ყიდულობს, სიტუაციაში გარკვევა ექსპორტი-იმპორტის ჩამონათვალში სპირტის რაოდენობის გადამოწმებით ვცადეთ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან სპირტის ექსპორტი მართლაც ხორციელდებოდა, თუმცა ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იმავე ჩამონათვალში არის მითითებულიუ, რომ ჩვენს ქვეყანაში სპირტის იმპორტიც ხდებოდა. ქართული სპირტის ძირითადი მომხმარებელი უკრაინაა, იმპორტული პროდუქციის წარმომავლობა კი მითითებული არ არის. რატომ ხდება იმ ქვეყანაში სპირტის შემოტანა, საიდანაც ამ პროდუქციის გატანისთვის კომპანიებს 6 მილიონ შეღავათიან კრედიტს აძლევენ. ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი ვერ მოვიპოვეთ, თუმცა, როგორც ერთ-ერთი კახური ღვინის ქარხნის მფლობელისგან შევიტყვეთ, საქართველოსი სპირტის იმპორტი იმიტომ ხდება, რომ იმპორტირებული სპირტი იაფია, ქართული ღვინისგან წარმოებული სპირტი კი ძვირი. ამიტო, "გუგული" და "რუჯი" იაფად უცხოეთში ყიდულობენ სპირტს, შემდეგ აქ ადგილწარმოშობის სერტიფიკატს უკეთებენ და "გაქართულებულ" სპირტს ძვირად ყიდიან. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ ამ საქმით დაინტერესებულ ძალებს ადგილწარმოშობის სერტიფიკატის "გაკეთება" არ უძნელდებათ და არც ქართული ბრენდის ფალსიფიკაციისთვის აწუხებთ სინდისი. აქვე კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ უბრალო ფალსიფიკაციისთვის, ეს კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიებსაც კი იღებენ. |