DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > "ლიკანი" უკვე მინის ბოთლშიც

"ლიკანი" უკვე მინის ბოთლშიც


26 ივნისი 2009. : merabi
კომპანია "IDS BORJOMI საქართველოს" მორიგი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია მომხმარებელს მინერალური წყლის "ლიკანის" ახალ შეფუთვას, მინის ბოთლს სთავაზობს. ბოთლი 0.5 ლიტრის მოცულობისაა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა. "ლიკანი" უკვე ორი წლისაა. იგი საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა ამ პერიოდის მანძილზე მოახერხა ის, რომ ქართველი მომხმარებლის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ბრენდად იქცა, დაიკავა ბაზრის 25% და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს ფონდში ამ ორი წლის მანძილზე ''ლიკანის" სახელით გადარიცხულმა თანხამ 250 ათასი ლარი შეადგინა"- განაცხადა `IDS BORJOMI საქართველოს~ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა კიკვაძემ.
"ლიკანი" ბაზარზე 2007 წლის ივნისში გამოჩნდა, მისი საბადო ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. დღეისათვის "ლიკანი" სხვადასხვა შეფუთვით: 0,6; 1,25 ლ. და ახალი 0,5 ლ-იანი მინის შეფუთვით იყიდება.