DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონკურსს აცხადებს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონკურსს აცხადებს18 ივნისი 2009. : merabi |
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იაპონიის გრანტის პროგრამა „2KRVII“-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციის შესახებ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2009 წლის 1 ივლისიდან 20 ივლისამდე იწარმოება. კონკურსი, 2009 წლის 20 ივლისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.
|