DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > ჩვენს ქვეყანაში აგრარული პოლიტიკა, სამწუხაროდ არ არსებობს

ჩვენს ქვეყანაში აგრარული პოლიტიკა, სამწუხაროდ არ არსებობს


15 აპრილი 2009. : merabi
ინტერვიუ ჯუმბერ პატიაშვილთან
[i]
ჩვენი წინაპრები მტრებთან გამკლავებას და ოჯახის გამოკვებას საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა. მიწების გადანაწილება დღევანდელ დღესთან შედარებით უფრო გამოზომილად ხდებოდა. ძველი დროის სოფლის მეურნეობის წარმოებას აკრიტიკებენ, დამახინჯებული ფორმით იყოო. ეს მტკნარი სიცრუე და უცოდინარობაა, ვინაიდან ილია ამბობდა, რომ აუცილებელია ყველა სოფელს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჰქონდეს, ისევე როგორც საერთო სასოფლო ფართობები. როცა სამშობლოს უჭირდა და მტრისგან დასაცავად საომრად მიდიოდა, ოჯახები საერთო სასოფლო ფართობებზე მუშაობდა. საკარმიდამო კი ოჯახს ასაზრდოებდა. 90-იან წლებში გადანაწილებული მიწები კი დანაშაული იყო. სოფლად მაცხოვრებელმა კაცმა რისი დამუშავების საშუალებაც ჰქონდა, ის არ მიიღო. გლეხებს რომ მიწის დამუშავების საშუალება ჰქონოდათ, ამისთვის პირობების შექმნა იყო საჭირო. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განადგურდა და ჯართში ჩააბარეს. დღეს 100-200 ტრაქტორის შემოყვანა სოფლებში პრობლემებს ვერ წყვეტს. მათი ძირითადი ნაწილი ხომ კერძო საკუთრებაშია. სახელმწიფომ ამ საკითხის მოგვარება საკუთარ თავზე არ აიღო. თუმცა, მათPპიარ-კამპანიებს საზღვარი არ აქვს და გაიძახიან, სოფლად ესა და ის განაწილდაო. თუმცა ჩვენ მოწმეები ვართ, რომ სოფლებში ფართობების დიდი ნაწილი დაუმუშავებელია. ხოლო მიწები თუ მუშავდება, სამწუხაროდ, ეს იმ ხარისხში და იმ დონეზე არ ხდება, რომელმაც კარგი ეფექტი უნდა მოგვცეს. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, სახნავი მიწის მხრივ, მცირემიწიანი ქვეყანაა. სამწუხაროდ, ეს მიწაც იყიდება და ეს ჩვენი გაყიდვის დიდოსტატების დამსახურებაა. სახელმწიფოს მხრიდან მიწათმოქმედების დარგს ყურადღების მიქცევა სჭირდება. თუ მიწას ჰყიდიან, ჩვენ ხალხს კრედიტები მისცენ და დახმარება გაუწიონ შესყიდვაში. საქართველო, რომელიც უამრავ პროდუქტს აწარმოებდა, დღეს საერთოდ აღარ არსებობს, - მიიჩნევს ყოფილი პარლამენტარი, პოლიტიკური გაერთიანება "ერთობის" თავმჯდომარე ჯუმბერ პატიაშვილი.
- ბატონო ჯუმბერ, როგორ შეაფასებდით ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში გატარებულ სახელმწიფო პოლიტიკას?
- ჩვენს ქვეყანაში აგრარული პოლიტიკა, სამწუხაროდ, არ არსებობდა და არც ახლა არსებობს. არც წინა ხელისუფლების დროს და არც დღეს სოფლის მეურნეობას არანაირი ყურადღება არ ექცევა. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის სახელწოდებაც კი მიწათმოქმედებიდან იწყება. `გეორგია~ მიწათმოქმედი ქვეყანაა. ასეთ ქვეყანაში დღეს ეს დარგი მთლიანად ჩამკვდარია და აღარ არსებობს. სასოფლო-სამეურნეო კულტურების და განსაკუთრებით ხორბლეულის მეტი წილი, რომელიც განსაკუთრებული ჯიშის იყო, დღეს გადაგვარების და გადაშენების გზაზეა. ეს ზოგადად იმითაცაა გამოწვეული, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება ნულზეა დაყვანილი. დღევანდელ პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულებით, ხორბლის წარმოების ის მასშტაბები, რისი წარმოებაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია, პრაქტიკულად აღარ არსებობს. საქართველოს აქვს რესურსი ხორბლეულის ის რაოდენობა აწარმოოს, რომელიც უმთავრესად ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. როცა მოსავალი გვაქვს და რეალიზაცია ვერ ხდება, ეს იმითაა განპირობებული, რომ სხვა ქვეყნებიდან კონტრაბანდული საქონელი შემოაქვთ. ჩვენი პროდუქტი ბერვად სჯობს რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ა.შ შემოტანილს. მაგრამ მონოპოლისტური ჯგუფური მოქმედების გამო, ხორბალი უცხოეთიდან შემოდის, ხოლო ჩვენი ხორბლის წარმოებას არანაირი ყურადღება არ ექცევა. ქართულ პროდუქტს უცხოური იმითაც უწევს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას, რომ შემოტანილ, იმპორტულ საქონელზე არავითარი გადასახადი არ არსებობს. ხოლო ის პირობები, რომელიც ჩვენს მიწათმოქმედებს აქვთ, იმდენად არასახელმწიფოებრივია, რომ ჩვენს გლეხებს და ფერმერებს პროდუქტის წარმოების სურვილსაც კი უკარგავს. ფერმერული საქმიანობა დღეს საქართველოში ისე არ არის წარმოდგენილი, როგორსაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან ვგებულობთ.
[b]- როგორ ფიქრობთ, რა შედეგები მოიტანა სახელმწიფოს მიერ ფაქტიურად პიარ-აქციებად ქცეულმა პროგრამებმა, სოფლად ტრაქტორების, გვარჯილისა თუ დიზელის საწვავის დარიგებამ?

- მე სუბსიდირების თაობაზე როცა პარლამენტში ვიყავი, მაშინ განვაცხადე, რომ დიზელის თუ სასუქის დარიგება, არავითარი ეფექტი არ აქვს. პირველ რიგში, ასეთი დახმარებები საკმარისი არ არის და მეორე, ასე გაცემული დახმარება არავითარ ეფექტს არ იძლევა. დღეს ჩვენს სოფელს სხვანაირი დახმარება სჭირდება. თუმცა, სუბსიდირებით დახმარების ფორმა, მსოფლიო პრაქტიკაში გავრცელებულია და დღეს ის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მუშაობს.
საქართველოში ამ წლების განმავლობაში იმ ავადსახსენებელი კრედიტებისგან, რომელიც სოფლის მეურნეობაში უნდა ჩადებულიყო, ერთი თეთრიც კი არ დახარჯულა. გლეხობა და სოფლად მაცხოვრებელი ხალხი იმ დახმარებას ვერ ღებულობს, რომელიც აუცილებლად საჭიროა. ჩვენ ხშირად დასავლეთის ქვეყნებს და ამერიკას ვბაძავთ, თუმცა არ ვითვალისწინებთ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ქვეყნებს სოფლის მეურნეობის მიმართ. ამერიკაში წლების განმავლობაში ფერმერებზე განსაკუთრებული ზრუნვა იყო. ეს დღესაც ასე გრძელდება. ზრუნვა კი მილიარდობით თანხების გამოყოფაში გამოიხატებოდა. ეს იყო უპროცენტო სესხი, რომლითაც ფერმერი სარგებლობდა და სარგებლობს. ჩვენს გლეხობას და ფერმერებს, სამწუხაროდ, ასეთი დახმარებები ჯერ არ ჰქონია. კრედიტები, რომელიც სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილი იყო, მათ შორის თურქულიც, სოფლის მეურნეობაზე პრაქტიკულად ერთი თეთრიც კი არ განაწილებულა. ეს თანხები როგორ იქნა გახარჯული, დღემდე ვერ გაირკვა. ჯერ კიდევ 1994 წელს საქართველო კრედიტებით ისეთ დავალიანებაში ჩავარდა, რომ დღესაც ვალებშია. მისი გადხდის პერსპექტივა არ არსებობს. ჩვენ შეგვეძლო ამ კრედიტების ეფექტურად დახარჯვა და დღეს, როგორც მიწათმოქმედთა ქვეყანა, ერთ-ერთი წარმატებული ვიქნებოდით.
- თქვენი აზრით, რა პერსპექტივები აქვს ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს დღევანდელ პირობებში. იგივე ხორბალს, მეცხოველეობას და მეფრინველეობას, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ პროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ ქვეყნის მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილოს?
- ჩვენ, როგორც მარცვლოვანი კულტურის, ასევე ბოსტნეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება იმ რაოდენობით შეგვიძლია, რომ იმპორტზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავით. ამ ყველაფერს წინ თავიდანვე ის დამახინჯებული რეფორმები უძღვოდა, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო. ამ დროს სასოფლო-სამეურნეო მიწების გადანაწილებისას, მიწა იმ ხალხმა კი არ მიიღო, ვინც სოფლად ტრადიციულად ცხოვრობდა, არმედ მათ, ვისაც ხელისუფლებაში თანამდებობა და მდგომარეობა ჰქონდა. ამ საკითხებზე, როგორც წინა ხელისუფლების, ასევე დღევანდელის მიმართ ბევრი შენიშვნები მქონდა. სამწუხაროდ, მათ ყურად არ იღეს და დანაშაულებრივი ქმედებანი იქნა ჩადენილი. დღევანდელი ხელისუფლების მიერ დიდი ილიას განსაზღვრების გათვალისწინება სასოფლო-სამეურნეო საკითხებში სასარგებლო იქნებოდა.
ჩვენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, პირველ რიგში, საკუთარი მოხმარებისთვის უნდა ვაწარმოოთ. საქართველო თავისი ბუნებრივი კლიმატური პირობებით იმის საშუალებას იძლევა, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ვაწარმოოთ. მსოფლიო ბაზარზე ჩვენი პროდუქტების მოთხოვნა ყოველთვის იქნება. რაც დრო გავა, ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე წარმოდგენილი აქვთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ვამცირებთ, კი არ ვზრდით.
ყურძნის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ანტიქართული პოლიტიკა იქნა გატარებული. დღეს ქართულ ყურძენს ის ბაზარი აღარ აქვს, რომლის განვითარებაც შეიძლებოდა. მსოფლიოში 1600 ყურძნის ჯიშიდან 600-ზე მეტი ჯიში ქართული წარმოების იყო. დღეს კი ქართული ჯიშები თანდათან კვდება და ჩვენ პროდუქციის რეალიზაციას ვკარგავთ. ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ მეწარმისადმი პროდუქტს ის მოგება არ მოაქვს, რომ ხარჯები დაფაროს. ამის გამო კი შეიძლება სოფლის მეურნეობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს. ამის ნათელი მაგალითი ის ფაქტიცაა, რომ ვენახის აჩეხვაში მთავრობა გლეხობას თანხასაც კი აძლევს, ოღონდაც ვენახი აჩეხოს და სხვა პროდუქტი აწარმოოს. ეს ანტიქართული მოქმედებაა. სახელმწიფოს ვენახის მიმართ სხვა მიდგომა უნდა ჰქონდეს და არა ვაზის აჩეხვის პროგრამა. დღეს გლეხები გაჭირვებაში არიან და მიწათმოქმედებით ვერაფერს ვერ ღებულობენ. მათ ვენახის გაჩეხვაში აღებული კომპენსაცია, ერთი წელიც კი არ ეყოფათ. სახელმწიფოს მხრიდან სოფლებში ვენახის აჩეხვა და სხვა კულტურის მოშენება არასწორიM მიდგომაა. ყურძნის შესასყიდი ფასი, რომ ბორჯომის და წყლის ფასზე სამჯერ და ოთხჯერ იაფია ეს დანაშაულებრივია. ფასები ამა თუ იმ კულტურისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებას განსაზღვრავს, როცა გლეხი 25 თეთრად ყურძენს აბარებს ან სახელმწიფო იძულებით აბარებინებს და აქედან გლეხს არანაირი მოგება არ რჩება, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ საექსპორტოდ გზაა გასახსნელი. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ბაზარზე ქართული პროდუქცია უფრო ნაკლებია, ვიდრე იმპორტირებული: თურქული, აზერბაიჯანული, სომხური და სხვა. ეს კი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ნგრევის მაჩვენებელია. ამ ფაქტის გამოსასწორებლადA აუცილებელია სწორი პოლიტიკის გატარება. შემოტანილ საქონელზე შემომტანს დაწესებული მაღალი გადასახადი უნდა ჰქონდეს, მაგრამ მათ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ლობირებას უწევენ. მეწარმეს, რომელიც საქართველოშია, დახმარება სჭირდება, შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახით, რათა მან პროდუქტის წარმოება შეძლოს და სხვადასხვა პროდუქტის წარმოების სურვილი ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ ხდება. ამ საკითხისადმი ჩემთვის სახელმწიფოს დამოკიდებულება გაურკვეველია. დღეს ეს პრობლემა დღის წესრიგში რჩება.
- რამდენად აქვს საქართველოს აშშ-სთან და ევროკავშირთან სავაჭრო პრეფერენციების მოპოვების შანსი?
- ჩვენმა პროდუქტმა პოპულარობა რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც ჯერ ადგილობრივ ბაზარზე, მერე კი უცხოეთში უნდა მოიპოვოს. დასავლეთი და აშშ ჩვენს პროდუქტს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე არ მიიღებს, როგორც ეს ზოგიერთს წარმოდგენილი აქვს. ჩვენს მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, პირველ რიგში, ჩვენს ბაზარს უნდა აკმაყოფილებდეს. ხოლო საერთაშორისო ბაზარზე გატანა, რომელზეც დღეს ყურადღება ასეა გამახვილებული, მერე უნდა ვიფიქროთ.
- თქვენ წამოწიეთ მიწის განაწილების საკითხი. ბოლო დროს ამ თემამ სხვა მნიშვნელობაც შეიძინა, ვგულისხმობ ბაკურ კვეზერელის ვისიტს თურქეთში, სადაც მან ადგილობრივ ბიზნესმენებს, შეიძლება ითქვას, პირდაპირ შესთავაზა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვა. თქვენი აზრით, რამდენად მისაღები და დასაშვები საკითხისადმი ამგვარი მიდგომა?
- თურქებისთვის მიწების მიყიდვის შესახებ კვეზერელის მიერ გაკეთებული განცხადება სამარცხვინოა. ეს ანტიქართული მოქმედებაა, რომელიც არა მარტო კვეზერელის ქმედებაა. ქართული მიწების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება დანაშაულის ტოლფასია. არ შეიძლება ქართული მიწის გაყიდვა. მაგრამ თურმე უკვე გაყიდულიცაა და არა მარტო სასოფლო-სამეურნეო წარმოების მიწები, არამედ ტყეებიც და ა.შ. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ტყეების გაყიდვა ან იჯარით გაცემა არ ხდება. წარმოუდგენელია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე ტყეების გასხვისება. იმ ტყეებისა, რომელიც არა მარტო ჩვენი ფილტვი და საზრდოა, არამედ ჩვენი სიმდიდრეცაა. ჩვენი მიწა-წყალი ჩვენგან სხვანაირ მოპყრობას იმსახურებს. ეს ყველაფერი მავანთა და მავანთა გადაწყვეტილებით ხდება, მათ ყველაფრის გაყიდვის სურვილი აქვთ. ზოგიერთს სინდისიც გაყიდული ჰქონია და ჩვენ იმ ადამიანის იდეოლოგიას უნდა დავემორჩილოთ, რომელმაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა გაანადგურა, ეკონომიკასთან ერთად კი სოფლის მეურნეობაც.
-საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოში ხორბლის წარმოებასთან დაკავშირებით. რამდენად აქვს ჩვენს ხორბალს, თუნდაც ადგილობრივი ბაზრის ათვისების პერსპექტივა?
-ხორბლის წარმოებას ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. 1988 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება მაქსიმუმ 800-900 ათასი ტონა იყო. ამ დარგისადმი ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის გამორჩეული იყო. დღესაც მიმაჩნია, რომ ჩვენ მილიონ ტონამდე მარცვლეული კულტურის წარმოება შეგვიძლია, რომელიც მოსახლეობასაც დააკმაყოფილებს და საშუალებას მოგვცემს მეცხოველეობასაც ყურადღება მივაქციოთ. ჩვენს ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს, რომ მარცვლოვანი კულტურის იმპორტი და მისი გაზრდა შესძლოს. სამწუხაროდ, ჩვენთან სასოფლო-სამეურნეო წარმოება მინიმუმამდეა დაყვანილი. ის განცხადება, რომელიც კვეზერელმა თურქეთში ყოფნისას, თურქების, არაბების და რუსების გულის მოსაგებად გააკეთა, ჩვენი მთავრობის დამოკიდებულებას სოფლის მეურნეობის მიმართ გამოხატავს. თუ მიწების ასეთი მასიური გაყიდვები გაგრძელდება, საქართველოში მიწის მესაკუთრე გარკვეული წლების შემდეგ ქართველი აღარ იქნება.
ჩვენი ბუნებრივი და კულტურულ-ტრადიციული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში მეცხოველეობას საკმაოდ კარგი პერსპექტივები გააჩნია. რა უნდა გაკეთდეს ამ დარგის ასაღორძინებლად?
- ჩვენ მონაცემები არ გაგვაჩნია, თუ რა პროდუქტები შემოდის, რა გადის, რას და რამდენს ვაწარმოებთ. ჩვენ 50 ათასი მსხვილფეხა რქოსანი გვყავდა და მილიარდობით კვერცხს ვაწარმოებდით, დღეს კი ეს ყველაფერი განადგურებულია. საქართველო ძირითადად დამოკიდებულია იმპორტზე. ხორცი, რომელიც ინდოეთიდან შემოდის, რამდენად ხარისხიანია ამის დამადასტურებელი საბუთი არ გაგვაჩნია. ქართული ბაზარი უვარგისი პროდუქტით სავსეა. ყველა ქვეყანაში ხარისხს და არა რაოდენობას აქცევენ ყურადღებას. ჩვენთან კი ამას არავინ უყურებს, ოღონდ რამე შემოვიდეს.
წლების წინ რუსეთიდან კახეთში ხორბალი შემოიტანეს, რომელიც რეალიზებული 11 თეთრად იქნა. სამწუხაროდ, ამ ხორბალმა თავისი დაავადებებითა და სხვა მავნე მაჩვენებლებით ეს მიწები იმდენად დაავადდა, რომ ხორბლის მოსავლიანობაც და ხარისხიც მას შემდეგ იმდენად დაბალია, გლეხობას ხორბლის წარმოების სურვილიც კი აღარ აქვს. ჩვენს ქვეყანაში ხორბლის წარმოების სისტემა არსებობდა, რომელიც, სამწუხაროდ, მთლიანად დაიშალა და დღეს აღარ არსებობს.

ესაუბრა ადა ექიზაშვილი