ქართველი გლეხები რთველის სუბსიდერების მეთოდებით უკმაყოფილონი არიან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : ქართველი გლეხები რთველის სუბსიდერების მეთოდებით უკმაყოფილონი არიან
ნანახია: 871

საქართველოში "რთველი 2009" აქტიურ ფაზაში შედის და პრობლემა პრობლემაზე იჩენს თავს. გლეხები და ფერმერები უკმაყოფილებას ვერ მალავენ წლევანდელ რთველთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ის თანხები, რომლებსაც ქარხნები ყურძნის ჩასაბარებლად იხდიან, მიზერულია და იმ ხარჯებსაც ვერ ფარავს, რაც ყურძნის მოყვანას, ვენახის მოვლას სჭირდება. როგორც ჩანს, მთავრობაშიც იგრძნეს პრობლემების არსებობა და ამიტომაც რთველის დაფინანსება 14 მილიონით გაზარდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ წლევანდელი რთველი, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე წარმატებული და ორგანიზებულია. გლეხებს არ აქვთ პრობლემა ყურძნის რეალიზაციასთან დაკავშირებით, ისინი ყურძენს აბარებენ ვენახებთან არსებულ უახლოეს ქარხნებში და რაც მთავარია, რიგებში დროის კარგვა აღარ უწევთ.
თუმცა, მოვლენები კახეთის რეგიონში ამ განცხადებების საპირისპიროდ ვითარდება. სულ ცოტა ხნის წინ, კახელმა მევენახეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ღვინის ქარხნების მიერ ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მიუღებლობასთან დაკავშირებით. ასევე დიდი გასაჭირის წინაშე აღმოჩნდნენ ის ფერმერები, რომლებსაც 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვთ ვენახი გაშენებული. ფერმერთა თქმით, ისინი არც სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ და ყურძენს ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასში აბარებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ სუბსიდირების პროგრამა გლეხების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება და ღვინის ქარხნები გლეხებისა და ფერმერებისგან ყურძენს ერთნაირად იბარებენ. სუბსიდია მხოლოდ იმ მეწარმეებს არ მიეცემათ, რომლებსაც საკუთარი ქარხანა აქვთ და ბიზნესში არიან ჩართულნი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ კახეთში გლეხებს სუბსიდიის სახით თეთრ ყურძენზე 15, ხოლო შავ ყურძენზე 25 თეთრი გამოუყო. თუმცა კახეთისგან განსხვავებით, იმერელ მევენახეებს აღნიშნული სუბსიდია არ შეხებიათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამას იმით ხსნიან, რომ იმერეთის რეგიონში, არ მოდის იმ რაოდენობის ყურძენი, რომ გლეხებს მისი რეალიზაცია გაუჭირდეთ, ამიტომ წელს იმერეთის რეგიონის მევენახეებს აღნიშნული სუბსიდია არ შეეხება. მგონი, ჩვენს ხელისუფლებას ავიწყდება, რომ იმერეთი ის რეგიონია, სადაც მევენახეობა საკმაოდ მნიშვნელოვანი დარგია და თუკი გლეხები მოსავლიდან სარგებელს ვერ ნახავენ, მომავალ წელლს მათ ყურძნის მოყვანა საერთოდ გაუჭირდებათ.
ასეა თუ ისე, რთველის პროცესში საკმაოდ ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. ხელისუფლება კი ამას ან ვერ ხედავს, ან არ აწყობს მათი დანახვა და აღიარება.

ნატა მიგრიაული


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48