ქართული კვერცხი უკრაინული ან სომხურია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : ქართული კვერცხი უკრაინული ან სომხურია
ნანახია: 375

ქართული კვერცხი უკრაინული ან სომხურია კვერცხი, რომლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე - 1 ცალი 8-10 თეთრია - ადგილობრივ ბაზარზე 27-32 თეთრად იყიდება

"დღეს, ფაქტობრივად, ნულზეა დასული კვერცხის იმპორტი, და ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებენ ქართული კომპანიები", - ირწმუნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ქართულ ბაზარს კვერცხით რამდენიმე ფირმა ამარაგებს, ესენია: "დილა", "კუმისი", "ალგეთი", "კოდა", "საგარეჯო", "სავანეთი", "პატარძეული', და "ფუდექსი". თითქმის ყველა მცირე თუ მსხვილ მაღაზიაში ყველგან ქართული წარმოების კვერცხს შეხვდებით. მართალია ბაზრის უდიდესი წილი ადგილობრივ წარმოებას უჭირავს, თუმცა ქართული ბაზარი იმპორტირებული პროდუქციის არარსებობასაც არ განიცდის. თუმცა, რომელი პროდუქტია უცხოური და რომელი ადგილობრივი წარმოების, ამის გარკვევა თითქმის შეუძლებელია. მომხმარებელს არავინ აძლევს იმის გარანტიას, რომ მის მიერ შეძენილი კვერცხი მართლაც ქართული წარმოებისაა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შეფუთვა ქართულია, არ არის იმის დადასტურება, რომ პროდუქტიც ადგილობრივია.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ არ უნდა იყოს კვერცხი, რომელსაც ვყიდულობთ ქართული? ან რა არის იმ ეჭვის საფუძველი, რომ პროდუქტი იმპორტირებულია?
ამ კითხვებზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს, უფრო სწორად რომ ითქვას, ძნელია პასუხის გაცემა, რადგან, რეალურად, ობიექტურ ინფორმაციას არავინ იძლევა. შეიძლება მხოლოდ გარკვეული ფაქტების მოყვანა, რომლებიც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კვერცხი იმპორტირებულია და არა ადგილობრივი წარმოების.
ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ყველა კომპანიის მიერ მოწოდებული კვერცხი, ერთი ფორმისა და ზომის ყუთებშია განთავსებული და მხოლოდ კომპანიის შტამპით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩნდება ეჭვი, რომ ქართული ბაზარი იმპორტული კვერცხით მარაგდება. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის შემთხვევები, როცა მაღაზიაში ახლადმოტანილი კვერცხი უკვე გაფუჭებულია. კითხვაზე, თუ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ქართულ ბაზარზე კვერცხი უცხოური ბაზრიდან არ შემოდის, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე კვერცხისმწარმოებელ კომპანიებშიც სიამაყით გვიცხადებენ, რომ საბაჟოს მონაცემების მიხედვით, კვერცხის იმპორტირება არ ხდება.
ამის გადამოწმება სტატისტიკის დეპარტამენტში ვცადეთ და აღმოჩნდა, რომ უცხოეთიდან კვერცხის იმპორტი, თანაც არც ისე მცირე რაოდენობის, ნამდვილად ხდება. საქართველოში 2010 წელს, დაახლოებით, 10 მილიონი ცალი კვერცხი შემოვიდა. ყველაზე მსხვილი იმპორტიორია უკრაინა, მეორე ადგილზეა სომხეთი, შემდეგ ბულგარეთი და ბოლოს - თურქეთი. რაც შეეხება 2009 წლის სტატისტიკას, იმპორტიორი ქვეყნების ოთხეულს სომხეთი ლიდერობდა, მეორე ადგილზე იყო თურქეთი, მესამეზე უკრაინა, მეოთხეზე კი - ბულგარეთი.
ფაქტი სახეზეა, კვერცხის იმპორტი ხდება და ის ფაქტი, რომ გარკვეული სტრუქტურები ამის შესახებ ინფორმაციას მალავენ, ეს, თავისთავად, მიუთითებს იმაზე, რომ ამ სფეროში "რაღაც ისე არ არის".
საინტერესოა, ვინ მართავს კვერცხის ბიზნესს? საკითხავია, სად მიდის ამდენი იმპორტირებული კვერცხი? რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ქართულ ბაზარზე იყიდება. მოსახლეობა კი დარწმუნებულია, რომ ქართულ კვერცხს მოიხმარს და არც კი იცის, სინამდვილეში სად, როდის და როგორ დამზადებულ კვერცხს ყიდულობს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვერცხის იმპორტი არ უნდა ხდებოდეს, უბრალოდ მომხმარებლის უფლებები არ უნდა დაირღვეს და მყიდველი დარწმუნებული უნდა იყოს მის მიერ ნაყიდი პროდუქტის ხარისხში, წარმომავლობაში და ა.შ.
ახლა დავთვალოთ, თუკი იმდენი რაოდენობის კვერცხს ვაწარმოებთ, რომ ამით პრეზიდენტიც კეკლუცობს და თავს იწონებს, დაახლოებით, 10 მილიონი ცალი კვერცხის იმპორტი რაღა საჭიროა სხვა ქვეყნებიდან? ან, ბოლოს და ბოლოს, რა დიდი პრობლემაა ქართული კვერცხის წარმოება? როგორც ჩანს, პრობლემა სწორედ ის არის, რომ საკვერცხე ჯიშის ქათმის შენახვა ადგილობრივი მეწარმისთვის ძვირი სიამოვნებაა. არ ჯობია უცხოეთიდან შემოიტანო ”ქართული კვერცხი” და მისი რეალიზაცია მოახდინო? რა საჭიროა წარმოება?! შემოიტან თურქულ ან უკრაინულ კვერცხს, რომლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 1 ცალზე მხოლოდ 8-10 თეთრია, მერე საკუთარ შტამპს დაარტყამ და ადგილობრივ ბაზარზე 27-32 თეთრად გაყიდი. ამგვარად, ყოველგვარი წვალების გარეშე მხოლოდ ერთი ცალი კვერცხიდან, თითქმის 150%-იან გარანტირებულ მოგებასაც მიიღებ.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48