
2011 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 137 ათასი სული ცხვარი გავიდა.
საექსპორტო გეოგრაფია 11 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, ლიბია, იორდანია, დუბაი, ქუეითი, ყატარი, სირია, ეგვიპტე და არაბეთი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდში ქართული ცხვარი ისრაელშიც გავიდა, რაც სააგენტოს მიერ ცხოველებში პროფილაქტიკის მიზნით ჩატარებული იმუნიზაციის შედეგია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა 15 ნოემბერს დედოფლისწყაროს რაიონში მეცხვარეებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მეცხვარეებთან აღნიშნულ სფეროში არსებულ პრობლემები განიხილეს.
მომავალი წლიდან ცხვრის მთლიანი სულადობის პროფილაქტიკურ იმუნიზაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო მეცხვარეებმა საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყონ ცხოველთა იდენტიფიკაცია, რაც ექსპორტისთვის აუცილებელი პირობაა.