რთული ,,რთველი 2011’’ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : რთული ,,რთველი 2011’’
ნანახია: 275

რთული ,,რთველი 2011’’ აგვისტოს ბოლოდან კახეთში ,,რთველი 2011“ ოფიციალურად გაიხსნა. შტაბ-ბინა, რომელიც მოსავლის აღებასა და ჩაბარებას გაუწევს კოორდინაციას, ტრადიციულად, გურჯაანში, სასტუმრო ,,რებში“ განთავსდა.

მიუხედავად არახელსაყრელი ბუნებრივი პირობებსა, წელს შარშანდელთან შედარებით ყურძნის მოსავალი გაიზარდა და 113 506 ტონა ყურძნის მოსავალს ვარაუდობენ, შარშანდელმა ყურძნის მოსავალმა 94 567 ტონა შეადგინა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ყველაფერი კეთდება ყურძნის სწრაფად და ორგანიზებულად დაბინავებისთვის, თუმცა დღემდე გლეხების მთავარ პრობლემას სწორედ ყურძნის დროული ჩაბარება და მისი დაბალი ფასია. შტაბის ხელმძღვანელის მიერ გამოცხადებული 30 ქარხნის ნაცვლად, კახეთში ყურძენს მხოლოდ ორი - წნორის და თელავის ,,თელიანი ველის“ ქარხანა იბარებს, ხოლო ფასი ერთ კილოგრამ საფერავზე 65 თეთრს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს მიერ გაცემული სუბსიდია 25 თეთრია, ხოლო რქაწითელზე 45 თეთრი, საიდანაც სახელმწიფომ 15 თეთრი დაამატა ქარხნის მიერ გადახდილ ფულს.

ყველაზე დიდ პრობლემას ქარხნებისთვის წინა წლებიდან დარჩენილი გაუყიდავი ძველი ღვინოები წარმოადგენს, რის გამოც, როგორც ისინი აცხადებენ ახალი ყურძნის მისაღებად ჭურჭელი საკმარისად აღარ აქვთ, სხვა ქარხნებში კი გლეხებს ჩაუბარებლობის მიზეზად ყურძნის დაბალ შაქრიანობას უსახელებენ, თუმცა შაქრიანობის ახლანდელი მაჩვენებელი უმეტესი სახეობის ღვინოების და შამპანურის დასამზადებლად აბსოლუტურად ვარგისია.

ყურძნის ჩაბარების მოთხოვნით მევენახეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს კახეთში. ,,ორი კვირაა ყურძნის ჩაბარებას ველოდებით, სახლში ყურძენი გვილპება. შტაბში განგვიცხადეს თელავში წაიღეთო, იქ კი ისეთი დაბალი ფასები გვითხრეს, ყურძნის მოვლაზე დახარჯულ ფულსაც კი ვერ გვინაზღაურებს. გამოყოს სახელმწიფომ უფრო მეტი ფული ამ საქმეში, კონცერტებზე და დღესასწაულებზე რომ ხარჯავს ამდენ ფულს”, – აცხადებენ სოფელ ენისელის მკვიდრნი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ღვინის ექსპორტის მოცულობა ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება ემბარგომდე არსებულ მონაცემებს. 2011 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინიდან შემოსავალი 27.51 მლნ აშშ დოლარია. ეს მაჩვენებელი ემბარგომდე 2005 წლის 12 თვეში 81 მილიონ დოლარს შეადგენდა. მომდევნო წელს იგი უკვე 41 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, როცა რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა. წელს კი ხელისუფლება გეგმავს მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში: უკრაინაში, ბელორუსიასა და ყაზახეთში ექსპორტი რვაჯერ გაზარდოს, თუმცა ამ დროისთვის, მაჩვენებლების მიხედვით, ექსპორტის მოცულობა ამ ქვეყნებში მცირდება.

ედიშერ ბაღათურია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48