სიმინდის მოსავლის აღება კახეთიდან დაიწყოკახეთში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავლის აღება 30 აგვისტოდან დაიწყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის თქმით, მოსავლის აღების პროცესი თანამედროვე კომბაინის დახმარებით მიმდინარეობს, რაც მოსავლის აღების დანაკარგს მინიმუმამდე შეამცირებს.
ამერიკული წარმოების 300 ცხენისძალის ათი ერთეული კომბაინი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გადასცა. ტექსნიკის ღირებულება 2,5 მლნ აშშ დოლარია.
მოსავლის აღების აქტიური ფაზა საქართველოში შემოდგომიდან დაიწყება და ოქტომბრის დასაწყისამდე გაგრძელდება.
სოფლის მეურნეობის კორპორაციამ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის ფარგლებში, ჰიბრიდული სიმინდის თესლის გაცემა 1 მარტიდან დაიწყო. საქართველოს მასშტაბით, ჰიბრიდული სიმნიდი სულ 23 400 ჰექტარზეა დათესილი.