ნანახია: 897
სუვენერულმა საინვესტიციო ფონდებმა შესაძლოა სტრატეგია შეცვალონ
შესაძლოა კრიზისის გამო სუვენერულმა საინვესტიციო ფონდებმა თავიანთ სტრატეგიას გადახედონ და ნედლეულის ბაზარზე თავიანთი კაპიტალდაბანდება გაზარდონ - ირწმუნება "როიტერის" ანალიტიკოსი. ასეთი ფონდების ინვესტიციები შესაძლოა დამატებით 10-20 მილიარდით გაიზარდოს და 200 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ექსპერტები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ეს ნედლეულზე ფასს გაზრდის. კრიზისმა შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს. დამოუკიდებელმა ინვესტორებმა დასავლეთის ბაზრებზე ფულის დაბანდებით დიდი ზარალი ნახეს, ამიტომ შესაძლოა მათ თავიანთ სტრატეგიებს გადახედონ და ეკონომიკური სტაბილიზაციის პირველსავე ნიშანზე ნედლეულზე ინვესტიციების ჩადება დაიწყონ. "ზრდის პოტენციალი მასშტაბურია. მათ სურთ, ეკონომიკის სტაბილიზაციის პირველ ნიშნებს დაელოდონ," - აღნიშნავს "როიტერის" ანალიტიკოსი. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორები მეტ თანხებს დააბანდებენ, შესაძლოა, ამ თანხამ 200 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. "თუ ასეთი მასშტაბის ინვესტიციები განხორციელდება, მაშინ, სავარაუდოდ, ნედლეულზე ფასები საგრძნობლად მოიმატებს," _ განაცხადა მსოფლიო ბაზრის სპეციალისტმა ფიჯერალდ სტივენ პოულმა. ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ ნედლეულში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია, იქვე აღნიშნავენ, რომ ეს არც ისე მალე მოხდება. "გასაკვირი არაა, რომ ფონდების ნაწილი დაბრუნდება ნედლეულის ბაზარზე. ნედლეული ეკონომიკური ციკლის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ ახლა, როცა მოვლენები სიტუაციის გამძაფრებაზე მიუთითებს, არცერთი ფონდი არ გააქტიურდება მაგალითად, ნავთობის მიმართ," - განაცხადა ანალიტიკოსმა ნედლეულის საკითხში - პარიბას გარიმ. "საფონდო ბირჟებისგან განსხვავებით, ნედლეულის ბაზარი, როგორც წესი, არსებულ სიტუაციაზე შედარებით გვიან რეაგირებს. მანამ სანამ ლონდონის ბირჟაზე მეტალის შემცირება შესამჩნევი არ იქნება, მეტალზე ინვესტიციების მოზიდვაზე ფიქრიც არ ღირს. თუმცა მომავალში ნედლეულის ბაზარს დიდი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარა," - განაცხადა "ვითიბი კაპიტალის" ანალიტიკოსმა ანდრეი კრუჩინკოვმა. პარიბას გარი სულაც არ თვლის, რომ ნედლეულზე მასშტაბური ინვესტიციები ფასებს გაზრდის - მსგავსმა თამაშმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში, შესაძლოა, მისი კიდევ უფრო გაუფასურება გამოიწვიოს. ჩინეთის დამოუკიდებელი ფონდი China Investment Corp-ი (CIC) ავსტრალიელებთან ქვეყანაში არსებული სამთომომპოვებელი აქტივების ინვესტირების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრალიური კომპანია Fortescue Metals Group-i cdilobs CIC-ის ინვესტიციების მიზიდვას.
|