გენმოდიფიცირებული პროდუქცია - "ფრანკენშტეინის საკვები" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : გენმოდიფიცირებული პროდუქცია - "ფრანკენშტეინის საკვები"
ნანახია: 558

გენმოდიფიცირებული პროდუქცია - "ფრანკენშტეინის საკვები" გენმოდიფიცირებული პროდუქციას საქართველოში, ევროპისგან განსხვავებით კანონმდებლობა არ არეგულირებს

სურსათის ხარისხი დღეს საქართველოში ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რამდენად უვნებელია მისი ჯანმრთელობისთვის ის პროდუქტი, რომელსაც მოიხმარს. საკვებს, რომელსაც ვიღებთ, გენმოდიფიცირებულია ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტებისგან შედგება. გმო პროდუქტები უკვე 20 წელია გამოჩნდა ბაზარზე და დღეს ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოქმედებს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე.
გენმოდიფიცირებული საკვები მიიღება ხელოვნურად შექმნილი თესლებისგან, რომლებიც შეიცავენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულ გენომს. ეს არის ლაბორატორიული გზით შეცვლილი მცენარის ან ცხოველის გენი.
გმო ტექნოლოგიით ძირითადად მიიღება: სოიო, სიმიდი, ბამბა, შაქრის ლერწამი, კარტოფილი და პომიდორი.
გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოების თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს სურსათით უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრა და შიმშილის დაძლევა.
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აღნიშნული პროდუქტები იწვევს ალერგიას, იმუნიტეტის დარღვევას, ახალშობილთა სიკვდილიანობას და ინსულინს. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ონკოლოგიური დაავადებების გახშირების მიზეზი არის გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების საკვებად გამოყენება.
ცივილიზებული სამყარო გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტებისგან დაცულია, რადგან მათ გააჩნიათ კონტროლის მექანიზმები. ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობით გმ მცენარეებზე აკრძალვებია დაწესებული, აკრძალვები ასევე დაწესებულია აზიასა და ლათინურ ამერიკაშიც. ზოგიერთ ქვეყნებში კი გენმოდიფიცირებული თესლების შეტანა და მათი გამოყენებაა აკრძალული, მაგალითად, რუსეთში მათი შეტანა იკრძალება კანონით.
ფაქტია, ამერიკასა და ევროპაში ასეთი პროდუქტების მოძიება ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი, მაგრამ მათზე არის საკმაოდ მკაფიო და მკვეთრი წარწერა, რომელიც მყიდველს ატყობინებს, რომ აღნიშნული პროდუქტი გენეტიკურად მოდიფიცირებულია. განვითარებულ ქვეყნებში, ასევე, მკაცრად არის დარეგულირებული ბაზარზე მათი მოხვედრა,
განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არ ვიცით, რას ვყიდულობთ, გენეტიკურად მოდიფიცირებულ საკვებს თუ ეკოლოგიურად სუფთას.
მსხვილი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქტები, რომლებიც ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ექსპორტირდება, მათ უმეტესობაში, დაახლოვებით 80%-ში, გენმოდიფიცირებული ნივთიერებებია გამოყენებული. ჩვენი ქვეყანაც ამ კატეგორიის ქვეყანას განეკუთვნება და უმეტესად სწორედ ასეთი პროდუქტები შემოდის. საქართველოს მოსახლეობას არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს იყენებს.
სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნიათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის და რა რაოდენობის ასეთი პროდუქტი შემოდის საქართველოში. თუმცა, გვპირდებიან, რომ გმო-ს გასაკონტრილებლად მომავალში მიიღებენ შესაბამის კანონპროექტს.
საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს", რომლის ძირითად მიზანს-უსაფრთხოების სათანადო დონის დაცვა (ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გათვალისწინებით) წარმოადგენს, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებული ისეთი გმო-ს გამოყენებისას, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. ოქმი ძირითადად მოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსასაზღვრო გადაადგილების საკითხებს ეხება და საშუალებას აძლევს იმპორტიორ ქვეყანას, დაიცვას თავისი ეკოსისტემა შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისგან.
ოქმი, ასევე, ითვალისწინებს მხარეების ვალდებულებას მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის თაობაზე გადაწყვეტილების მოღებამდე საზოგადოების ინფორმირებას და მოსახლეობასთან კონსულტაციების ჩატარებაზე.
"კარტახენას ოქმი" ასევე ქვეყნებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულირებას ავალდებულებს. ეს ვალდებულება გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზება საქართველოში საერთაშორისო წესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს წესი პროდუქციაზე წარწერის გაკეთების ვალდებულებას ითვალისწინებს. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო ბაზა. საქართველოში მოქმედი არც ერთი კანონი და არც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე არ არეგულირებს გმო-სთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს ტერიტორიაზე გმო-ს მოხვედრის ძირითად წყაროს ტრანსასაზღვრო გადაადგილება წარმოადგენს.
2010 წელს ქრისტიან-დემოკრატებმა შეიმუშავეს სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაუყონებლივ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მათი დადგენილება ვერ გავიდა, განიხილეს გიორგი გოგუაძის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ასეთი პროდუქტების მარკირება 2013 წლიდან დაკანონდება. გიორგი გოგუაძის ინიციატივა ითვალისწინებს არა გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანის აკრძალვას, არამედ იმ ორგანიზმების (როგორიცაა სათესლე მასალა), რომლებიც საზიანოა ნიადაგისთვის, გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მთავრობამ მხარი დაუჭირა გოგუაძის მხოლოდ იმ ინიციატივას, რომელიც მარკირებას ეხებოდა.
აღსანიშნავია, აგრეთვე, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოსახლეობაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულება. საზოგადოების აზრი ძალიან ნეგატიურია. რამდენიმე წელია, რაც საქართველოს "მწვანეთა მოძრაობა" ამ საკითხზე მუშაობს. მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული იმ უარყოფით მხარეებზე, რაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოხმარებას უკავშირდება.
თაკო ოსიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48