სასათბურე მეურნეობა - გზა აგრო სექტორის განვითარებისკენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : სასათბურე მეურნეობა - გზა აგრო სექტორის განვითარებისკენ
ნანახია: 901

აგრარული სექტორი ეკონომიკის განსაკუთრებული დარგია, რომლის განვითარებაც გარკვეულ გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. განვითარებადი ქვეყნებისთვის აგრარული სექტორის განვითარება სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი გზაა და მას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნები. 2010 წელს აგრარული სექტორი მსოფლიოში შემცირებული წარმოებით გამოირჩევა არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, რამაც გაზარდა ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. ქვეყნები ცდილობენ აგრარული სექტორის დაფინანსების გაზრდით გაზარდონ წარმოება, რათა თავიდან აიცილონ საკუთარ ბაზრებზე ამა თუ იმ პროდუქტების დეფიციტი და ფასების ზრდა.
თუ მსოფლიოში აგრარული სექტორი შემცირებული წარმოებით 2010 წელს გამოირჩევა, ჩვენთან ეს პროცესი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება და ბოლო 20 წელია სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის მოცულობა პერმანენტულად, მნიშვნელოვნად იკლებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ხვედრით წილს ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტში ასე გამოიყურება: 1990 წელი - 34.7%; 1994 წელი - 40%; 2005 წელი - 14,8%; 2006 წელი - 11%; 2009 წელი - 8.7%.
აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოში სოფლის მეურნეობის განუვითარებლობაზე. გლეხი არ არის დაინტერესებული აწარმოოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, შესაბამისად, ის არ ცდილობს გაზარდოს დანახარჯები იმ ტექნიკური თუ არატექნიკური საშუალებების შეძენაზე, რაც მას დაეხმარებოდა შრომის მწარმოებლურობის მატებაში.
საქართველოში აგრო სექტორში არსებული პრობლემების აღმოფხვრის, მისი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) ქვეყანაში სასათბურე მეურნეობის განვითარების გზებს გვთავაზობს.
ამჟამად საქართველოში სასათბურე მეურნეობები ნაკლებად არის განვითარებული. ამის მიზეზია გამოცდილებისა და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის არარსებობა. EPI-ს თვალსაზრისით სასათბურე მეურნეობა წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს წარმადობის გასაზრდელად, მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მოგების მისაღებად სასოფლო-სამეურნეო დარგში. აღნიშნული სირთულეების აღმოფხვრის გზით EPI ხელს შეუწყობს სასათბურე მეურნეობების რაოდენობის ზრდას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებაზე ისაუბრეს EPI-ს მიერ მოწვევით გამართულ მრგვალ მაგიდაზე EPI-ს ექსპერტებმა, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, ქართული სასათბურე მეურნეობების მეპატრონეებმა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა.
მრგვალი მაგიდის მსვლელობისას EPI-ს ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სასათბურე მეურნეობების მოწყობის ტექნიკური ასპექტები, ასევე წარმოადგინეს საუკეთესო პრაქტიკა ბოსტნეულის სათბურში მოყვანის გზებზე და ამ საშუალებით იმპორტის ჩანაცვლებაზე.
EPI-ს სოფლის მეურნეობის დარგების კომპონენტის ხელმძღვანელის მოადგილის ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით სასათბურე მეურნეობა სერიოზული ბიზნესია, ის წვრილ ფერმერებზე არაა გათვლილი, რადგან ეს არის სფერო, რომელსაც სერიოზული მენეჯმენტი სჭირდება. `ჩვენ დეტალურად გვაქვს გათვლილი თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული სასათბურე მეურნეობის მოწყობა, რამდენ წელიწადში შეიძლება მოგების ნახვა და ა.შ. აღნიშნულ ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ პირს მივაწვდით. აღნიშნული დეტალები, რა თქმა უნდა კარგია ბანკებისთვისაც, რადგან ისინი აგრო სესხის გაცემისას ხომ სერიოზულ ბიზნეს გეგმებს ითხოვენ”, - აღნიშნავს ჩეკურაშვილი.
სასათბურე მეურნეობის განვითარებაზე მუშაობისას EPI ორი მიმართულებით განახორციელებს მუშაოაბს: პირველ მიმართულებას ფინანსებთან ხელმისაწვდომობის კომპონენტი წარმოადგენს, რაც სოფლის მეურნეობისა და ბანკებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს. მეორე მიმართულება კი ფინანსური განკარგვას გულისხმობს - შეიქმნება საკონსულტანციო კომპანია, რომელიც ბიზნესებს გაუწევს კონსულტაციებს ფინანსურ განკარგვებთან დაკავშირებით.
EPI-ს წარმომადგენლების თქმით, პროექტის საწყის ეტაპზე სოფლის მეურნეობის თხუთმეტამდე დარგი შეისწავლეს, აქედან აირჩა ოთხი - ღვინო, თხილი, ხილი (კენკროვნების წარმოება და გადამუშავება) და ბოსტნეული. მათი თქმით, ღვინოსა და თხილს ხელი უნდა შეეწყოს ექსპორტისთვის, ხოლო ხილსა და ბოსტნეულს ადგილობრივი ბაზრისთვის, რაც საქართველოს იმპორტის ჩანაცვლების საშუალებას მისცემს. მათი თქმით, დღეისთვის ჩვენს ქვეყანას იმპორტით 7000 ტონა ბოსტნეული (კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი და მწვანილეულობა) შემოაქვს, სასათბურე მეურნეობების არსებობა კი ადგილობრივი ბაზრის დაფარვის საშუალებას და თავად საქართველოს ექსპორტიორად ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ადგილობრივი წარმოება გაცილებით ხარისხიანი იქნება და მოსახლეობაც არჩევანის გაკეთებისას სწორედ ხარისხიან, ანუ ადგილობრივ პროდუქტს მიანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, სასათბურე მეურნეობაში მოყვანილმა პროდუქტმა შეიძლება კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქტს ფასის მხრივაც. EPI-ს ექსპერტის დეივიდ დუმარესკი თქმით, უნდა შემცირდეს ხარჯების მოცულობა და ეს შესაძლებელია ბუნებრივი აირის, ნახშირისა და შეშის თერმული წყლებით ჩანაცვლებით. მისი განმარტებით ბუნებრივად თბილი წყლები ძალიან ბევრია დასავლეთ საქართველოში და ეს კუთხე შეიძლება მივიჩნიოთ სასათბურე მეურნეობის განვითარების წარმატებულ კერად. დუმარესკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხარჯების შემცირებით, საქართველოს შეუძლია მაღალი ხარისხის პროდუქტი დაბალ ფასში აწარმოოს.
EPI-ს წარმომადგენლების განმარტებით, საქართველოში არსებული ხელსაყრელი კლიმატური პირობების მიუხედავად, ამ ეტაპზე საუბარია, ქვეყანაში ჩვეულებრივი ბოსტნეულის წარმოების მოცულობა გაიზარდოს და არა რაიმე ეგზოტიკური ბოსტნეულის მოშენება დაიწყოს. სოფლის მეურნეობის ექსპერტის, ბიძინა გორახიშვილის თქმით, 2003 წლიდან 2009 წლამდე საქართველოში ბოსტნეულის წარმოება 265%-ით, ხოლო კარტოფილის 200%-ით შემცირდა. ამის პარალელურად, ადგილობრივ ბაზარზე ბოსტნეულის იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, მაგალითად გასულ წელს საქართველოში 35 მილიონი დოლარის ბოსტნეული შემოვიდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პროდუქციის წარმოება ადგილზე თუ მოხდება, ბოსტნეული გასაღდება. ამასთან, შენახვისა და დასაწყობების საშუალება უნდა გაჩნდეს. მაგალითად, სტაფილო მოსავლის აღების პერიოდში 1 ლარი ღირს, თუმცა ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში მისი ფასი 3 ლარამდე იზრდება, იგივე ითქმის კიტრისა და პომიდვრის შესახებაც. აგვისტოში პომიდვრის იმპორტი საერთოდ არ ხდება. დასახელებულ ბოსტნეულს დიდხანს ვერ შეინახავ, ამიტომაც საჭიროა სასათბურე მეურნეობების მოწყობა, რომელიც ბოსტნეულის წარმოების მოცულობას გაზრდის და ქვეყანას ბოსტნეულის იმპორტი საერთოდ აღარ დასჭირდება. შესაძლებელია ისეთი ბოსტნეულის დასაწყობება, როგორიც კარტოფილია, ანუ მარაგი გაჩნდება და ზამთრის პერიოდში კარტოფილზე ფასი არ გაიზრდება.
შეხვედრას საქართველოში არსებული სასათბურე მეურნეობის მფლობელებიც ესწრებოდნენ და დაინტერესებულ პირთ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
3,5 ჰექტარზე განლაგებულია სათბური, რომელიც კომპანია ICON GROUP-ის კერძო საკუთრებაა და მთლიანობაში ამ მოდერნიზებულ სათბურში ჩადებულია 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია. კომპანიის წარმომადგენელი გია ლომინაძე ამბობს: "ახალი ტექნოლოგიების სასათბურე მეურნეობა მაქსიმალურად იცავს ბოსტნეულს სხვადასხვა დაავადებისგან. მიწის გრუნტი დაფარულია სპეციალური საფარით, რომელიც ბოსტნეულს ყველა სახის დაავადებისგან აზღვევს და ის მთელი წლის განმავლობაში კარგი მოსავლის მიღების გარანტიაა. თანამედროვე ტექნოლოგიების სათბურში წლის განმავლობაში სამჯერ არის შესაძლებელი მოსავალის მიღება, ჩვეულებრივი ღია სათბურებისგან განსხვავებით. სასათბურე მეურნეობების მოწყობისას მთავარი საკითხი განათებაა. რამდენად კარგად ღებულობს სათბური სინათლეს, ეს მხოლოდ მზეზე არ არის დამოკიდებული, მინის საფარიც გამჭვირვალე უნდა იყოს”.
დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოში, თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობაა, რომელსაც ძირითადად მწვანილი მოჰყავს და ექსპორტს ევროპაში ახორციელებს. ეს ექსპორტიორი “ჰერბიაა”. მისი მფლობელი ზურაბ ჯანელიძე ამბობს: “სასათბურე მეურნეობის წარმოება და განვითარება საქართველოში აუცილებელია, იმპორტის მოცულობა სოფლის მეურნეობის განვითარებას მოითხოვს, ექსპორტის მოცულობა კი უფრო მეტად გვაიძულებს ამას. ჩვენი ტერიტორიები აუთვისებელია და რეზერვები გამოუყენებელი. საქართველოდან 10 ათასი ტონა მწვანილეული გაგვაქვს არასეზონურ პერიოდში. 7 ჰექტარ ფართობზე გვაქვს სათბური, აქედან 3 ჰექტარზე დანერგილი გვაქვს წვეთოვანი სისტემა, ვენტილაციისა და გათბობის თანამედროვე ტექნიკა. ჩვენ ევროპული სტანდარტების პროდუქტებს ვაწარმოებთ, რადგან ჩვენთვის ევროპისკენ გზა ხსნილი იყოს”.
რაც შეეხება სასათბურე მეურნეობის დაზღვევას, დეივიდ დუმარესკი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიები სასათბურე მეურნეობებს უფრო მეტად აზღვევენ, რადგან სასათბურე მეურნეობაში რისკი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ფერმერულ მეურნეობაში ეს რისკები გაცილებით დიდია. ზურაბ ჯანელიძის თქმითაც, დღეს სადაზღვევო კომპანიები უკვე დაინტერესდნენ სასათბურე მეურნეობით და მათ თანამშრომლობას კიდეც სთავაზობენ, განსხვავებით 2009 წლისგან, როდესაც სათბურების დაზღვევაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.

თეონა ჭიტაძე




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48