რატომ გაძვირდა ცხვრის ხორცი ადგილობრივ ბაზარზე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : რატომ გაძვირდა ცხვრის ხორცი ადგილობრივ ბაზარზე
ნანახია: 625

რატომ გაძვირდა ცხვრის ხორცი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ცხვრის საექსპორტო პოტენციალი ძალიან მაღალია და რიგიანად გამოყენების შემთხვევაში, ქვეყანას შესაძლოა დიდი მოგებაც კი მოუტანოს
უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველო ქართული ცხვრის ექსპორტს ახორციელებს და მასზე წელსაც დიდ იმედებს ამყარებენ, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი ცხვრის ექსპორტი თითქმის განახევრდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს ქვეყნიდან თუ 267 144 ცხვარი გაიყვანეს, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 40%-ით, 160 560 სულამდე შემცირდა. სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა თქმით, ცხვრის ექსპორტი წელსაც შეიძლება შემცირდეს, არაბულ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. მათი თქმით, ამ ქვეყნებში თუ მდგომარეობა გამოსწორდა, ქართული ცხვრის მიმართ ინტერესი კიდევ გაიზრდება.
ქართული ცხვრით ძირითადად მუსულმანური ქვეყნები ინტერესდებიან. ქართულმა ცხვარმა ირანის და სხვადასხვა არაბულ ბაზარზე წარმატებით ჩაანაცვლა ავსტრალიური, ბრაზილიური და უკრაინული პროდუქცია. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე ბევრი, 53 195 ცხვარი გასულ წელს სომხეთში შეიყვანეს, მეორე ადგილზე კი ექსპორტის მაჩვენებლით ირანია, სადაც 40 ათასზე მეტი პირუტყვი გაიყიდა. ქართულ ცხვარზე ასევე მოთხოვნა იყო აზერბაიჯანში, სადაც გასულ წელს 23,4 ათასი ცხვარი იქნა რეალიზებული. გარდა ამისა, ქართული ცხვრის მიმართ ინტერესს იჩენენ და საკუთარ ბაზრებზე მის რეალიზებას ახდენენ არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ერაყი, ქუვეითი, სირია და ყატარი. ექსპერტთა განმარტებით, ქართული ცხვრის საექსპორტო პოტენციალი ძალიან მაღალია და რიგიანად გამოყენების შემთხვევაში, ქვეყანას შესაძლოა დიდი მოგებაც კი მოუტანოს.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ქართველები ცხვრის ხორცს ნაკლებად მოიხმარენ. ქართული ცხვრის ხორცის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე 5-7%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ცხვრის ხორცის ფასი მაღალია, მაგალითად, სააღდგომოდ 1 კგ ხორცის ღირებულება 14-15 ლარია, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში 2-3 ლარით ნაკლები. ცოცხალი ცხვრის ფასი კი ასეთია - ბატკანი 150 ლარი, ხოლო ცხვარი 180-200 ლარამდე ღირს. 2010 წელს ცხვრის ფასი 120-დან 180 ლარამდე მერყეობდა.
საქართველოში ცხვრის სულადობა წლიდან წლამდე მცირდება, დღესდღეობით ცხვრის სულადობის შესახებ ინფომაციის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. ყველაზე დიდი სულადობით ქართული ცხვარი საბჭოთა ეპოქაში გამოირჩეოდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში 2 მლნ ცხვარი გვყავდა, დღეს კი ქვეყანაში 650 ათასამდე სული ცხვარი უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები ცხვრის სულადობის შემცირებას მისი ექსპორტითა და ზამთრის საძოვრების უქონლობით ხსნიან, რის გამოც ქართველ გლეხს პირუტყვის გამოზამთრება ძალიან უჭირს.
`სულადობა შემცირდა, რადგან შარშან ცხვარი ძალიან დიდი რაოდენობით გაიყიდა. ეს არ არის საშიში. მთავარია, მოთხოვნა იყოს, შემდეგ თანდათან დარეგულირდება. ბევრი ფიქრობს, რომ ცხვარი არ ინდა გაიყიდოს, მაგრამ ეს არასწორად მიმაჩნია. უბრალოდ, რიგი საკითხებია დასარეგულირებელი, რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა.
მთავარი მაინც ზამთრის საძოვრებზე ზრუნვაა. საბჭოთა ეპოქაში ცხვარს ჩეჩნეთში, ყიზლარის საძოვრებზე ვაზამთრებდით. ზაფხულობით კი ცხვარი ალპურ საძოვრებზე გადიოდა. ახლა უკვე დედოფლისწყაროს რაიონში გაჰყავთ, სადაც ზამთრის საძოვრებია. იქ მსხვილფეხა პირუტყვიც იზამთრებს და წვრილფეხაც, რამაც შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს~, - აღნიშნავს ექსპერტი თამაზ კუნჭულია.
ექსპერტის თქმით, დღესდღეობით ყველაზე მეტი ცხვარი თიანეთის რაიონში, დუშეთში, ახმეტასა და დედოფლისწყაროში ჰყავთ. ცხვრის მოშენებით გამოირჩეოდა ახალგორიც, თუმცა ეს ტერიტორია დღეს საქართველოს კონტროლის ქევშ აღარაა.
ექსპერტთა განცხადებით, გადამამუშავებელი წარმოების განვითარების შემთხვევაში, ცხვარი, შესაძლოა, უფრო ფასეულ პროდუქტადაც იქცეს, ამ შემთხვევაში ფერმერმაც, სახელმწიფო ბიუჯეტმაც და ამ დარგში დასაქმებულმა სხვა ადამიანებმაც შესაძლოა უფრო მეტი მოგება ნახონ. გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას სერიოზული სარგებლობის მოტანა შეუძლია. თუშური ცხვრის მატყლზე, როგორც სახალიჩე დანიშნულების ნედლეულზე, ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო. 1 ცხვარზე საშუალო წლიური ნაპარსი 2.3-2.5 კგ-ია, აქედან გამომდინარე, ამჟამად საქართველოში შესაძლებელია 1-1.2 ათასი ტონა მატყლი გადამუშავდეს. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია ხარისხიანი გადამამუშავებელი წარმოება, უნდა განვითარდეს სელექციური მუშაობა, აუცილებელია სახელმწიფომ განახორციელოს ამ დარგის სუბსიდირება და დაუწესოს შეღავათები მეცხვარეებს.
მოამზადა თეონა ჭიტაძემ


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48