ხელისუფლება სასოფლო სამეურნეო მიწებს მიადგა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : ხელისუფლება სასოფლო სამეურნეო მიწებს მიადგა
ნანახია: 698

ხელისუფლება სასოფლო სამეურნეო მიწებს მიადგა ქართული მიწები უცხოელებს რჩებათ

2004 წელს ეკონომიკის იდეოლოგმა კახა ბენდუქიძემ ბევრისთვის მიუღებელი ფრაზა გააჟღერა: "იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა~. ბენდუქიძის ეს სლოგანი უკვე წლებია ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევაა. თუმცა, ექსპერტებმა ამ აზრს სხვანაირი და უფრო დამაჯერებელი ინტერპრეტაცია მისცეს: `ჩვენ პირველი სინდისი გავყიდეთ და შემდეგ სხვა დანარჩენი".
მას შემდეგ, რაც კახა ბენდუქიძემ გვაუწყა, რომ ყველაფერი უნდა გავყიდოთ, საქართველოში მართლაც ყველაფერი იყიდება. ხელისუფლება ინვესტორებს გამწარებული დაეძებს. ფულიანი უცხოელების საშოვნელად მთავრობის წევრები პირადად დადიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
თუმცა, ინვესტიციების ნაკადის კლების პარალელურად, მთავრობა მიწების გაყიდვაზე გადავიდა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მასობრივი გასხვისება უკვე დაიწყო. მას შემდეგ, რაც მიწის მართვის დეპარტამენტი გაუქმდა, უკვე 7 წელია საქართველოში მიწები ისე იყიდება, რომ მათი აღრიცხვა არ ჩატარებულა, ამიტომ მიწების ფასი არარეალურია. დღეისათვის, ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე დაახლოებით 674 588 ათას ლარად 3 692 235 კვ. მ. მიწა აქვს გასაყიდად გამოტანილი.
ერთი სიტყვით, ტყეების და საძოვრების გასხვისების ინიციატივით გამოსვლის შემდეგ, მთავრობა სახნავ-სათესი მიწების აქტიურ გასხვისებაზე გადავიდა. ამ შემთხვევაში უკვე ინვესტორების თემამაც გაიჟღერა, ვინ არიან საქართველოში ინვესტორები, ვინ უნდა იყიდოს ეს მიწები?! ბუნებრივია, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მხოლოდ 20%-მდეა დამუშავებული და ამის ფონზე მიწის მფლობელებს გადასახადებს კიდევ უფრო გაუზრდიან, ქართველი ინვესტორები ადგილობრივ სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადებისგან თავს შეიკავებენ. დარჩა უცხოელი ინვესტორები, არაბები, ჩინელები და თურქები,.. არაბებს უდაბნოს გარდა მიწა პრაქტიკულად არ აქვთ და, წესით, არ უნდა თქვან უარი საქართველოში ერთგვარი ბოსტანი მოაწყონ, ჩინელებს ქართულ ტყეებში ფულის შოვნის გამოცდილება უკვე აქვთ, რაც შეეხება თურქეთს, უძლიერესი სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანას, არ აწყენდა დამატებით ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მითუმეტეს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ჩვენი კანონმდებლობა გაცილებით ლიბერალურია, ვიდრე ადგილობრივ მეწარმეებთან, რომელთა საქმიანობაშიც სახელმწიფო ხშირად უხეშად ერევა.
"სასოფლო-სამეურნეო მიწებს სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა ყიდულობდნენ. ეს არის უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა. მსოფლიოში მსგავს რამეს არავინ აკეთებს. ხელისუფლება ქართველი გლეხის არაკონკურენტული მდგომარეობით სარგებლობს და მიწებს უცხოელებზე ყიდის", - აცხადებს სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.
ბურების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ კახეთში მიწებს მასიურად შესყიდვა დაიწყეს ინდუსმა და ბულგარელმა ინვესტორებმა. სპეციალისტების განცხადებით, მათ აქტიურობას დაბალი ფასი, კლიმატი და ბიზნესგარემო განსაზღვრავს. ასევე დიდია დაინტერესება ჩინელი ინვესტორების მხრიდანაც. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ კეკელია შეხვდა ჩინელ ინვესტორებს და უპასუხა მათ კითხვებს ენერგეტიკის, ფარმაციის და კომუნიკაციის სფეროსთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ჩინელი ინვესტორებიც აპირებენ საქართველოში კაპიტალის დაბანდებას. სავარაუდო პროექტების ჯამური ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი ლარია, ხოლო ჩინეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული შემდეგი ხუთწლედი, პრიორიტეტულ სფეროებში ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით ნახევარი ტრილიონი დოლარის ჩადებას.
ამგვარად, საქართველოში ყველანაირი პირობა იქმნება უცხოელი ინვესტორებისთვის, იმისათვის, რომ მათ თავისუფლად წამოიწყონ ბიზნესი, მაგრამ ადგილობრივი მეწარმეებისთვის არანაირი ხელშეწყობა არ ხდება. პირიქით, ხელისუფლების მხრიდან მკაცრი ადმინისტრირება მეწარმეს ხელს უშლის და ყოველგვარ სურვილს აკარგვინებს ბიზნესის დაწყებაში.
არსებული რთული სოციალური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, სოფლის მეურნეობის ექსპერტი თამაზ კუნჭულია, მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვას ითხოვს, იგი თვლის, რომ უმჯობესია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გრძელვადიანი იჯარით გაცემა.
"მთავრობამ ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, გლეხების კი არაპირდაპირი გზით აიძულოს, რომ მიწა კი არ გაყიდოს, არამედ სტიმული მისცეს, წაახალისოს, რომ მიწები თვითონ დაამუშაოს. ეს ყველაფერი ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას ეწირება", - აცხადებს თამაზ კუნჭულია.
საქართველოს კანონმდებლობით, უცხოელებს არ შეეძლოთ მიწები ეყიდათ, თუმცა მათთვის ეს ბარიერიც მოიხსნა და ახლა ამ მხრივ, კატასტროფული მდგომარეობაა. საქართველოში, ქართველების გარდა, მიწის შესყიდვა ყველას შეუძლია – იქნება ეს ინდოელი, ჩინელი, თურქი თუ არაბი.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48