სიმინდის შემოტანა, ამერიკულ ტრანსნაციონალურ კორპორაციას მიგვაბამს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : სიმინდის შემოტანა, ამერიკულ ტრანსნაციონალურ კორპორაციას მიგვაბამს
ნანახია: 653

სიმინდის შემოტანა, ამერიკულ ტრანსნაციონალურ კორპორაციას მიგვაბამს ”ამერიკული სიმინდის შემოტანა, რომელიც დიდი აღტაცებითა და სიხარულით ამცნეს მოსახლეობას, 30 მილიონი ლარი დაჯდა, თუმცა მოსახლეობა უკმაყოფილოა საქართველოში შემოტანილი ამერიკული სიმინდის გამო. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ჯერ ერთი, აღნიშნული სიმინდის თესლი ძვირია. მეორეც, ეს სიმინდი თესლად არ გამოდგება და თუ გლეხი მომდევნო წელსაც გადაწყვეტს მის დათესვას, ისევ ახალი თესლი უნდა იყიდოს. გარდა ამისა, მას ძალზე დაბალი გენური თვისება ახასიათებს. დადებითი თვისება ისაა, რომ მაღალმოსავლიანია, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. მთავრობას რომ კარგად შეესწავლა საქართველოში არსებული სიმინდის ჯიშები და მათი თვისებები, ამ დაუფიქრებელ ნაბიჯს, ალბათ, არ გადადგამდა. სელექციონერების განმარტებით, ის თანხა რაც ამერიკული სიმინდის იმპორტს დასჭირდა, ქართული სიმინდის პოპულარიზაციას და ნიადაგების სათანადო დამუშავებას რომ მოხმარებოდა, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებდით. მათი აზრით, სულაც არაა საჭიროა ამერიკული სიმინდი, რადგან თითქმის ყველა კომპონენტით ქართული სიმინდი უკეთესია.”როგორც სელექციონერები განმარტავენ, ჯერ მხოლოდ სიმინდის ქართული ჩვეულებრივი ჯიშები საშუალებას იძლევა, რომ მივიღოთ მაღალი მოსავალი. მაგალითად, ყვითელი სიმინდი ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰექტარზე 10 -12 ტონა მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში 12-14 ტონას. გეგუთის ყვითელი 7-8 ტონას იძლევა იგივე პირობებში 1 ჰექტარზე, ასევე აჯამეთის თეთრსაც 7- 8 ტონა მოსავლის მოცემა შეუძლია 1 ჰექტარზე. პაპალაშვილის თეთრი კი 12-14 ტონას იძლევა იგივე პირობებში იგივე ფართობზე. რაც შეეხება ჰიბრიდულ ჯიშებს, საქართველოში ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი 15-მდე ჰიბრიდული ჯიში არსებობს. მაგალითად, წეროვანი 1 და წეროვანი 2, რომლებზეც სელექციონერი ზურაბ ჯანჯახიძე მუშაობდა. ნორმალური აგროტექნიკის პირობებში, 1 ჰექტარზე წეროვანი-1 12-14 ტონას იძლევა, იგივე რაოდენობის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი წეროვანი-2-განაც.Dრაც მთავარია, ამ ჯიშებს სასურსათო დანიშნულება აქვთ, მაღალი გენური თვისებებითაც გამოირჩევიან და მათი თესლიც ჩვეულებრივად ინახება და ვარგისია დასათესად. განსხვავებით ამერიკული სიმინდისგან, რომელიც საკვებად ფაქტიურად გამოუსადეგარია.”გარდა ამისა, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც. ქართული სიმინდი 1 კილოგრამი 3 ლარი ღირს. ამერიკული კი 1 კილოგრამი 17 ლარი. ასევე, 1 ჰექტარის დასათესად 18 კილოგრამი ქართული სიმინდია საკმარისი, ხოლო ამერიკული კი 22 კილოგრამია საჭირო.
ყოველივე ამის შემდეგ, ქართველ გლეხს აიძულებენ ამერიკული სიმინდის შეძენას, რომელიც საკვებადაც არაა ვარგისი და მისი ერთადერთი დადებითი თვისება მაღალმოსავლიანობაა. არადა, სიმინდის ქართული ჯიშები მოსავლიანობით სულაც არ ჩამოუვარდება ამ უკანასკნელს. ხელისუფლებამ ეს ფაქტორები არ გაითვალისწინა და ახლაც დაუფიქრებელი ნაბიჯებით დახმარების ნაცვლად ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებას. გლეხები სიძვირის გამო ვერ ახერხებენ ამერიკული სიმინდის შეძენას და თანაც უკმაყოფილო არიან მისი თვისებებით. ქართული ჯიშები კი, რომელიც ბევრად უკეთესია, მთავრობას არც კი ახსოვს.
"საქართველოს აგროსექტორი და, ზოგადად, სოფლის მეურნეობა ღრმა კრიზისშია და ჩვენ ამერიკული სიმინდის მოხმარებას ვერ ავცდებით, თუმცა, ვფიქრობ, ასეთ პირობებშიც კი მიუღებელია ისეთი თესლის შეძენა, რომელიც ამერიკულ ტრანსნაციონალურ კორპორაციას მუდმივად მიგვაბამს. ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს, რადგან სურსათზე დამოკიდებულება თავის თავში პოლიტიკურ-ეკონომიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს. თავის დროზე, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის პერიოდში მისი გუნდის წარმომადგენლები ხშირად ამბობდნენ, რომ "ამერიკას პოლიტიკური ძალა მანამ ექნება, სანამ საზოგადოება ამერიკულ სურსათზე იქნება დამოკიდებული". ამდენად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა უზარმაზარი კორპორაციის ბადეში არ გავეხვიოთ", - განმარტავს სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.

სოფო აბრამაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48