მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობა 60%-ს აჭარბებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობა 60%-ს აჭარბებს
ნანახია: 812

მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობა 60%-ს აჭარბებსგლეხები დაუმუშავებელი მიწების გამო მთავრობას ადანაშაულებენ

უამინდობამ ქართულ სოფლებს სერიოზული ზარალი მიაყენა. მდგომარეობას უფრო ართულებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არქონა, ამას ემატება საწვავის სიძვირე, რის გამოც მიწების დამუშავება ყოველწლიურად მეტ პრობლემას ქმნის. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული 19 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწებიდან მხოლოდ 2 500 ჰექტარია დამუშავებული. მოსახლეობა ამის მიზეზად საწვავის სიძვირეს ასახელებს.
რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთს ეწვია და მიწების საგაზაფხულო სამუშაოებით დაინტერესდა. მისი თქმით, საქართველოში დაუმუშავებელი მიწები არ უნდა იყოს, რადგან მცირემიწიანობის მიუხედავად, ქართული ნიადაგი უაღრესად ნაყოფიერია.
"90-იან წლებში ერთმა გაქსუებულმა ჩინოვნიკმა 200 ჰექტარი მიწა აიღო. ბოლოს და ბოლოს, რევოლუცია მოხდა და ის ჩინოვნიკი გააგდეს. იმ 200 ჰექტარზე თავის ოჯახს არჩენდა, არაფერს აკეთებდა, მთავრობას, ალბათ, აგინებდა დღედაღამ, გაშვებული ჰყავდა 20 ძროხა და აცდენდა ამხელა ფართს. დანარჩენი საქართველო თურმე უნდა გადაჰყვეს ამ ერთი გაქსუებული ჩინოვნიკის ოჯახს მაშინ, როცა ამ მიწით თავის გამოკვებას დაახლოებით 500 ან ათასი სხვა ოჯახი შესძლებდა”, - განაცხადა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სამეურნეო მიწების 100% წარმოებაში უნდა იყოს ჩართული, რათა ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტისთვის საკმარისი სურსათი შეიქმნას.
მოსახლეობა კი დაუმუშავებელი მიწების არსებობაში თავად მთავრობას ადანაშაულებს. გლეხები ამბობენ, რომ საწვავის ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი და ამის გამო რჩება მიწები დაუმუშავებელი.
"50 მეასედი ნაკვეთი მაქვს. არსად არ ვმუშაობ და არანაირი სხვა შემოსავალი არ გამაჩნია. შვიდსულიან ოჯახში 4 მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს. წლიდან-წლამდე იმ მოსავლით გავდივართ, რაც მიწაზე მოგვყავს. საწვავის სიძვირის გამო წელს ნაკვეთის დამუშავება ვერ შევძელით. 50 მეასედის მოხვნას 40 ლიტრი "სალიარკა" მაინც სჭირდება და არც კი ვიცი, ზამთარს როგორ გადავიტანთ. ამაში, პირველ რიგში, ჩვენს მთავრობას ვადანაშაულებ იმიტომ, რომ კატასტროფულად გაიზარდა საწვავის ფასი. გლეხების უმრავლესობას მიწები დასამუშავებელი დარჩა. არადა, ყველა ამ მოსავლის იმედზეა”,- აცხადებს გურჯაანის მკვიდრი შაქრო ბურდიაშვილი.
დღესდღეობით, ბოლო მაჩვენებლით 2 500 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთია დამუშავებული. საწვავის სიძვირისა და დაუმუშავებელი მიწების პრობლემებით შეწუხებული მოსახლეობა, კიდევ ერთმა ფაქტმა შეაშფოთა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასამუშავებელი მიწების ნაკვეთებზე უნდა დაწესდეს ჯარიმა, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნაკვეთები შესაძლოა გაიყიდოს. იმერეთის სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაწყებულია – გლეხებს უამინდობასთან ერთად ტექნიკის უკმარისობა და საწვავის სიძვირე უშლის ხელს.
"ხალხი ვერ ვამუშავებთ მიწას, საშუალება არ არის, საწვავი ძვირია და ვტოვებთ დაუმუშავებელს. ბევრია შემთხვევა, რომ მიატოვეს და საერთოდ აღარ ამუშავებენ", - ამბობს იმერეთის მოსახლე.
ამის საპასუხოდ კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურენო მიწების მფლობელები მომავალი წლიდან შესაძლოა დააჯარიმონ. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი არ უნდა არსებობდეს, ამისთვის ახალი კანონი ამოქმედდება. სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება კი ყოველწლიურად ძვირდება. გლეხების თქმით, მიღებული მოსავალი ხარჯს ვერ აანაზღაურებს, ამიტომ იძულებულნი არიან ფართობი დაუმუშავებელი დატოვონ ან გაყიდონ. "საწვავი ძვირია, ტექნიკასაც ვქირაობთ სახელმწიფოსგან. ამას ემატება სათესლე და საწამლი მასალების ხარჯიც", - ჩივიან გეხები.
გლეხები ამბობენ, რომ დაუმუშავებელი მიწების რაოდენობის შემცირებისთვის რამდენიმე პრობლემის მოგვარებაა საჭირო. ჯარიმების შემოღება პრობლემას ვერ მოაგვარებს და სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საწვავის ფასის დარეგულირებაა. პრობლემა მრავალგვარია. ერთია პრივატიზებული მიწები, რომელთა დამუშავებას გლეხი საწვავზე, მომსახურებასა და შხამ-ქიმიკატებზე ფასების ზრდის გამო ვერ ახერხებს. ეკონომიკის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ სოფლის გარეშე ქართველი კაცი ვერ იარსებებს.
"ინფორმირებული ვარ, რა რთული მდგომარეობაა კახეთში სახნავ-სათესი მიწების დამუშავებასთან დაკავშირებით. ქარელსა და გორში ხილის ბაღები მასობრივად მიტოვებულია. თუ უკანასკნელ წლებში სასოფლო-სამეურნეო მიწების 50% იყო მიტოვებული, წელს 60%-ს აჭარბებს. დედოფლისწყაროელი კოლეგებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ თუ შარშან ხორბლის მოსავალმა 80 000 ტონა შეადგინა, წელს 30 000 ტონაზე მეტი ხორბალი არ მოსულა. მით უმეტეს, რომ საქართველოს რეალობაში შხამ-ქიმიკატებისა და საწვავის ფასი მეტისმეტად მაღალია”, - ამბობს კოღუაშვილი.

მარიამ ბიბილაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48