"აგრარული მთავრობა” უცხოელებს უფრო სწყალობს, ვიდრე ქართველებს » ბანკები და ფინანსები

"აგრარული მთავრობა” უცხოელებს უფრო სწყალობს, ვიდრე ქართველებს

მთავარიეკონომიკა 14.04.2011

"აგრარული მთავრობა” უცხოელებს უფრო სწყალობს, ვიდრე ქართველებსბოლო ერთი წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზეა. გაიყიდა 21 მილიონი ლარის უძრავი ქონება, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. თბილისის მერიის ქონების სააგენტოს ხელმძღვანელის ვალერი გვათუას განცხადებით, დადებითი მაჩვენებელი ნაწილობრივ იმ რეფორმის შედეგია, რომელიც სააგენტოში განხორციელდა. 2011 წლის დასაწყისში შეიცვალა მიწის ნორმატიული ფასები, ახალი ტენდენციები ასევე ნორმატიულ რუკაზეც აისახა. გაუქმდა კომისია, რომელიც მიწის ნაკვეთებზე სააუქციონო ფასის დასადგენად აუცილებელი ბიუროკრატიული ელემენტი იყო. დღეს არსებობს ფორმულა, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთი დაანგარიშებული ფასით გადის აუქციონზე. თუ მიწის ნაკვეთზე მოთხოვნა და კონკურენცია მატულობს, მაშინ მზარდი მოთხოვნის ფონზე ნორმატიული ფასებიც თავიდან განიხილება და შესაძლებელია დადგენილი ფასიც გაზარდოს. რა თქმა უნდა, ნორმატიულ რუკაზე აუცილებლად აისახება ის ტენდენციები, რაც უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარეობს.
ქონების მართვის სააგენტოს განცხადებით, მოთხოვნა გარეუბნებში შედარებით მაღალია, ვიდრე ცენტრალურ ნაწილებში, მაგალითად: გაყიდვები ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში უფრო მაღალია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს რაიონებში. საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს, ცენტრშიც და გარეუბნებშიც კომპანიები ძირითადად კომერციული საქმიანობის დასაწყებად ყიდულობენ, რაც ეკონომიკური ზრდის ინდიკატორიც არის.
მას შემდეგ რაც სურსათის დეფიციტის პრობლემა გაჩნდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა ბოლო დროს უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან გაიზარდა, ეს ბუნებრივიცაა, რადგან უცხოელი ინვესტორებისთვის ჩვენი კანონმდებლობა გაცილებით ლიბერალურია, ვიდრე ადგილობრივ მეწარმეებთან, რომელთა საქმიანობაშიც სახელმწიფო ხშირად უხეშად ერევა.
კახეთში მიწებს მასიურად შესყიდვა დაიწყეს ინდუსმა და ბულგარელმა ინვესტორებმა. სპეციალისტების განცხადებით, მათ აქტიურობას დაბალი ფასი, კლიმატი და ბიზნესგარემო განსაზღვრავს. ასევე დიდია დაინტერესება ჩინელი ინვესტორების მხრიდანაც. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ კეკელია შეხვდა ჩინელ ინვესტორებს და უპასუხა მათ კითხვებს ენერგეტიკის, ფარმაციის და კომუნიკაციის სფეროსთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ჩინელი ინვესტორებიც აპირებენ საქართველოში კაპიტალის დაბანდებას. სავარაუდო პროექტების ჯამური ღირებულება რამოდენიმე ასეული მილიონი ლარია, ხოლო ჩინეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული შემდეგი ხუთწლედი, პრიორიტეტულ სფეროებში ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით ნახევარი ტრილიონი დოლარის ჩადებას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოანია.
ამგვარად, საქართველოში ყველანაირი პირობა იქმნება უცხოელი ინვესტორებისთვის, იმისათვის, რომ მათ თავისუფლად წამოიწყონ ბიზნესი, მაგრამ ადგილობრივი მეწარმეებისთვის არანაირი ხელიშეწყობა არ ხდება. პირიქით, ხელისუფლების მხრიდან მკაცრი ადმინისტრირება მეწარმეს ხელს უშლის და ყოველგვარ სურვილს აკარგვინებს ბიზნესის დაწყებაში.

რუსუდან გაბესკირია



სახელმწიფო ბანკი – როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება
სახელმწიფო ბანკი – როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

24.04.2014 · ეკონომიკა
დავით საგანელიძე, მერაბ კაკულია, ნოდარ ჯავახიშვილი, მირიან გოგიაშვილი, ირაკლი კოვზანაძე – უხილავი ხელის ჭადრაკის დაფაზე ფიგურებს ალაგებს

,,პოლიტიკურ თანამდებობებზე, გამოცდილი პოლიტიკოსები უნდა დაინიშნონ"
,,პოლიტიკურ თანამდებობებზე, გამოცდილი პოლიტიკოსები უნდა დაინიშნონ"

24.04.2014 · საზოგადოება
პოლიტოლოგი, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით - სწორი იყო

ხელფასების გაყოფის საფრთხე თუ მდიდრების დამსჯელი კანონი
ხელფასების გაყოფის საფრთხე თუ მდიდრების დამსჯელი კანონი

24.04.2014 · საზოგადოება
”ზოგისთვის დაუბეგრავი მინიმუმი - 360 ლარი, მთელი თვის ხელფასია”

 ექსპორტი 23%-ით გაიზარდა
ექსპორტი 23%-ით გაიზარდა

24.04.2014 · ეკონომიკა
2014 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2523 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია

"დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე"
"დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე"

24.04.2014 · ბიზნესი
გთავაზობთ "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეონა ბაღდავაძის საინტერესო ბლოგს, სადაც ავტორი მიმოიხილავს ბრენდინგის ახალ ტენდენციებს

წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს
წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს

24.04.2014 · ეკონომიკა
მთავრობა ვალს მხოლოდ სიტყვით ამცირებს

113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება
113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება

23.04.2014 · საზოგადოება
ფინანსური ინსტიტუტები "იაფ ფულს" გვთავაზობენ, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით.

როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს
როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს

23.04.2014 · ბიზნესი
საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტების სიძვირეზე და სესხების აღების სიძნელეზე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ბოლო წლებია აქტიურად მიუთითებენ

ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული
ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული

23.04.2014 · ეკონომიკა
საქართველოში რეალურად, ხელფასს სამუშაო ძალის დაახლოებით 35% იღებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია

,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"
,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"

23.04.2014 · საზოგადოება
ინტერვიუ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან