კვეზერელმა დაგვაბოლა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : კვეზერელმა დაგვაბოლა
ნანახია: 653

კვეზერელმა დაგვაბოლაუკვე დიდი ხანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ცდილობს განჭვრიტოს დღეს არსებული ვითარება და წინასწარ დააიმედოს მოსახლეობა, რომ საშიშროება საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდისა არ არსებობს, მაგრამ ახერხებს თუ არა სწორ პროგნოზირებას, 2010 წლის ბოლოდან დღემდე გაკეთებული განცხადებებიდან ნათლად ჩანს.
2010 წლის სექტემბერში კვეზერელმა პირობა დადო, რომ პური ერთ თვეში გაიაფდებოდა, თუმცა მისი განცხადებებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი, პურის გაიაფების ტენდენცია არ შეინიშნებოდა, პირიქით გაძვირდა კიდეც. მინისტრის თქმით, მსოფლიოში ხორბლის გაძვირების ფონზე, საქართველოში ფქვილზე ფასის შემცირება იყო მოსალოდნელი, მაგრამ მისივე განცხადების შემდეგ მალევე პურზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. თავის განცხადებებში მინისტრი აღნიშნადა, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ პურის, არამედ არცერთი საკვების დეფიციტი არ არის და რომ საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების საკამარისი მარაგია, ხოლო აპრილ-მაისში ფასების ზრდის შემსუბუქებას უნდა ველოდოთ. პარადოქსია, მაგრამ პურზე ფასის კიდევ ერთხელ 10 თეთრით ზრდის მომსწრენი გავხდით. მეპურეების ერთმა ნაწილმა პური გააძვირა, ხოლო მეორემ ტრადიციულ ხერხს მიმართა და წონა შეამცირა.
საინტერესოა, რას ეყრდნობოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, როდესაც ამბობდა, რომ აპრილ-მაისის თვეში ფასების შემსუბუქებას ველოდებითო, რადგან, როგორც ცნობილია, გაზაფხულზე მოსავალი არ მოდის, წელიწადის ეს დრო ფასების მაღალი დონით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ მინისტრი მალევე მიხვდა `წინასწარმეტყველებაში” წარმატებას ვერ მიაღწევდა და ბოლო დროს უკვე დამამშვიდებელ განცხადებებს აღარ აკეთებს და შაქრის ფასთან დაკავშირებით დამაიმედებელსვერაფერს ამბობს. სწორედ ამ არგუმენტების შემდეგ ოპოზიციურ ფრაქციებს მიაჩნიათ, რომ ბაკურ კვეზერელმა სოფლის მეურნეობის დარგის კრიზისიდან გამოყვანა ვერ უზრუნველყო, მეტიც – არ აქვს ხედვა სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით. საპარლამენტო ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატებმა” სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასვეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა და შესაბამისად, პასუხისმგებლობაზე კენჭისყრაც აღარ ჩატარდა. კვეზერელი კი თანამდებობიდან გადაყენებას გადაურჩა.
`საქართველოში ყველა საჭირო პროდუქტის მარაგი არსებობს, რაც ქვეყანაში დეფიციტის და ფასების ხელოვნურად ზრდას გამორიცხავს~, - ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მომავალი მოსავლის აღებამდე ხორბლის მარაგი 119 ათასი ტონა გვაქვს. ამას კვეზერელი ისტორიულ მაქსიმუმს უწოდებს. უცნაურია, ხორბლის მარაგი გვაქვს და პურის ფასი 0,80 თეთრია და როდესაც ხორბლის მარაგი 119 ათას ტონაზე ნაკლები გვქონდა პურის ფასი ბევრად დაბალი იყო.
ბაკურ კვეზერელმა ასევე განაცხადა, რომ ბევრ ქვეყნებში პროდუქტებზე ფასები უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და ეს იმით ახსნა, რომ მათ დროულად ვერ შეძლეს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავიანთი ქვეყნებისთვის. საინტერესოა, რომელ ქვეყნებს შეადარა კვეზერელმა საქართველოში არსებული პროდუქტების ფასები და რა კრიტერიუმებით შეარჩია ეს ქვეყნები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაკავებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უწყების ხელმძღვანელმა. კვეზერელის განცხადებით, ყველა თანამდებობის პირი, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, დაისჯება. შეგახსენებთ, მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, კორუფციულ გარიგებაში ბრალდებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამდებობის პირები დააკავეს. დაკავებულია სამინისტროს 9 მოხელე, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ საკუთარ თანამდებობრივ უფლებამოსილებას და რეგისტრაციის პროცედურებს, თანამდებობრივი მფარველობისა და სხვა ქმედების სანაცვლოდ აიძულებენ სხვადასხვა მეწარმეებს მათთვის ქრთამის არაერთგზის გადახდას. გამოძიების ინფორმაციით, მათ მიერ მთლიანობაში აღებულმა თანხამ 310 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა, კვეზერელი დღეს ისევ მინისტრია.

მარიამ ბიბილაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48