მეცხოველეობის ამ დარგის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების
შემთხვევაში ქვეყანას ყოველწლიურად 150-200 მლნ ლარის საექსპორტო პოტენციალი შეემატებამსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე შექმნილმა დეფიციტმა, ყველა ქვეყნის სახელმწიფო დააფიქრა სოფლის მეურნეობის მაქსიმალურად განვითარების აუცილებლობაზე. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა, რომ ხალხი შეშფოთებულია პროდუქტებზე გაზრდილი ფასით, სხვადასხვა ქვეყანაში ამ ყველაფერმა ფატალური შედეგებიც კი მოიტანა. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტს ტურიზმი წარმოადგენს და მაშტაბური თანხები იხარჯება მისი განვითარებისთვის, ჯერჯერობით უშედეგოდ.
ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, მსოფლიო სურსათის დეფიციტის წინაშე დგება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფოები მთავარ გამოწვევად სასურსათო უსაფრთხოებას მიიჩნევენ და სპეციალურ პროგრამებს შეიმუშავებენ. ჩვენთან კი, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში სასურსათო უსაფრთხოება ნასხენებიც არ არის.
ამ ყოვლად გაუაზრებელი პოლიტიკის ფონზე, ბოლო წლებია, რაც ქართული ცხვრის მიმართ დიდ ინტერესესს გამოხატავენ მუსულმანური ქვეყნების წარმომადგენლები და ჩვენი ქვეყნის არცთუ წარმატებულ სოფლის მეურნებაში გამონათებას გავს ამ პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნა. ქართულმა ცხვარმა ირანის და სხვადასხვა არაბულ ბაზარზე წარმატებით ჩაანაცვლა ავსტრალიური, ბრაზილიური და უკრაინული პროდუქცია, ქართული ცხვრის მიმართ გაზრდილი ინტერესი განპირობებულია, მისი საგემოვნო თვისებებით, გარდა ამისა, მას გააჩნია მაღალი შემგუებლობის უნარი და სტრესებისადმი მდგრადია, ასევე ჩვენებური ცხვირს ხორცი ეკოლოგიურად სუფთაა. ეს ის შემთხვევაა, როცა თვითონ ბაზარმა მონახა პროდუქტი.
რაც შეეხება ქართული ცხვრის სულადობის შესახებ ინფორაციას, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სხვადასხვა გათვლებით, ამჟამად ქვეყანაში 600 ათასიდან 1-მილიონამდე სული ცხვარი და თხა უნდა იყოს, რომლის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ცხვრის მოშენების მაქსიმალური პოტენციალი ზამთრის სეზონზე დაახლოებით 1,5-2 მლნ.-მდე სულია (ზაფხულში ორჯერ მეტი ცხვრის მოშენებაც შეიძლება). Mმეცხოველეობის ამ დარგის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას ყოველწლიურად 150-200 მლნ ლარის საექსპორტო პროდუქტი დაემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს ქვეყნიდან 160 560 ცხვარი გაიყვანეს, 2009-ში კი ეს მაჩვენებელი 267 144 იყო. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე ბევრი, 53 195 ცხვარი გასულ წელს სომხეთში შეიყვანეს, მეორე ადგილზე კი ექსპორტის მაჩვენებლით ირანია, სადაც 40 ათასზე მეტი პირუტყვი გაიყიდა. ქართულ ცხვარზე ასევე მოთხოვნა იყო აზერბაიჯანში, სადაც გასულ წელს 23,4 ათასი ცხვარი იქნა რეალიზებული. ცხვარი ასევე გავიდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ერაყის, ქუვეითის, სირიისა და ყატარის ბაზრებზე.
ექსპერტთა განცხადებით, გადამამუშავებელი წარმოების განვითარების შემთხვევაში ცხვარი, შესაძლოა უფრო ფასეულ პროდუქტადაც იქცეს, ამ შემთხვევაში ფერმერმაც, სახელმწიფო ბიუჯეტმაც და ამ დარგში დასაქმებულმა სხვა ადამიანებმაც უფრო მეტი მოგება ნახონ. გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას სერიოზული სარგებლობის მოტანა შეუძლია. თუშური ცხვრის მატყლზე, როგორც სახალიჩე დანიშნულების ნედლეულზე, ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო. 1-ცხვარზე საშუალო წლიური ნაპარსი 2.3-2.5 კგ-ია, აქედან გამომდინარე, ამჟამად საქართველოში შესაძლებელია 1-1.2 ათასი ტონა მატყლი გადამუშავდეს. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია ხარისხიანი გადამამუშავებელი წარმოება, უნდა განვითარდეს სელექციური მუშაობა, აუცილებელია სახელმწიფომ განახორციელოს ამ დარგის სუბსიდირება და დაუწესოს შეღავათები მეცხვარეებს.
ჯარჯი ბაშინურიძე