მაისში პური ისევ გაძვირება?! » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : მაისში პური ისევ გაძვირება?!
ნანახია: 662

მაისში პური ისევ გაძვირება?! ინტერვიუ მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, დავით გალიგაშვილთან

გამძვინვარებული ინფლაციის ფონზე, როდესაც ფასების ზრდა განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებს ეხება, საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად პურის ფასებისკენ არის მიმართული. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში პურზე მოთხოვნის დიდი ნაწილი იმპორტით იფარება, შესაბამისად, მთავრობას ფასებზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ აქვს, პურის ფასის პროგნოზირება შეუძლებელი ხდება. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვებით მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით გილიგაშვილს მივმართეთ.

- ბატონო დავით, მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო პერიოდში პურის გაძვირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ წისქვილკომბინატების მფლობელებმა ფქვილის ფასი ხელოვნურად გაზარდეს. პურის ქარხნების წარმომადგენლები ხორბლის ექსპორტს უკვე თავად აპირებენ, თქვენი აზრით, რამ უბიძგა მეპურეებს ამ მოქმედებისკენ?
- აწყობთ ალბათ. რამ უბიძგა არ ვიცი, მაგრამ რეალურად თუ გაინტერესებთ, მათი ფქვილი უფრო ძვირი დაჯდება ვიდრე ჩვენგან, რომ იყიდონ და რა იქნება ვნახოთ.

- იქონიებს თუ არა ეს პურის ფასზე გავლენას?
- არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს.

- მოგეხსენებათ, რომ ხორბლის საერთაშორისო ფასს არც 2010 და არც 2011 წელს ისტორიულ მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია. თუ 2008 წელს, როცა ხორბლის ფასმა საერთაშორისო ბაზარზე თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, საქართველოში პურის ფასი 50 თეთრი იყო, ახლა რატომ გაიზარდა ფასი?
- ერთი ტომარა ფქვილის ფასი მაშინ იყო 56-60 ლარი, ახლა არის 50-52 ლარი, ანუ ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება, თუმცა, ჯერ არ მიუღწევია. 2009 წელს, როდესაც გარკვეული ვარდნის შემდეგ, ხორბლის ფასმა მატება დაიწყო, 1 ტომარა ფქვილის ფასი მაშინ 30-35 ლარი იყო. ხორბლის ფასი პირდაპირ რეაგირებს ფქვილის ფასის ცვლილებაზე, ეს კი თავის მხრივ პურის ფასზე. რას აკეთებდნენ ამ დროს მეპურეები - აკლებდნენ წონას, ანუ როცა მანამდე 400 გრამიანი პურის ფასი 50 თეთრი იყო, მათ პურის წონა შეამცირეს 300 გრამამდე ფასი ისევ 50 თეთრი დარჩა. ანუ რეალურად პურის ფასი მაშინაც გაიზარდა.

- თუ შეგიძლიათ რაიმე პროგნოზის გაკეთება, რას შეიძლება ველოდოთ მარტში, მოსალოდნელია პურის მორიგი გაძვირება?
- არა მგონია, რომ მარტში ხორბლის ფასი გაიზარდოს. ვფიქრობ, ჯერ-ჯერობით არ მოიმატებს, მაგრამ თუ ხორბლის ფასი აიწევს მაისში ან ივლისში, შესაბამისად, მოიმატებს ფქვილის ფასი, ამას კი პურის ფასის მომატება მოჰყვება, თუმცა, შეიძლება არც მოხდეს.

- მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ 12%-იანი ინფლაციის მიზეზად დაასახელა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის და ნავთობის ფასის ზრდა, თქვენი აზრით რამდენად მიუძღვის რეალურად ხორბლის ფასს ბრალი ინფლაციურ პროცესებში?
ინფლაციის მაჩვენებელი არის ყველა პროდუქტიდან აღებული, მასში შედის ხორბალიც, ფქვილიც და პურიც. ფაქტია, რომ ხორბალზე ფასი გაიზარდა, ამან კი ფქვილის და შესაბამისად, პურის ფასის ზრდაც გამოიწვია. თუმცა, რამდენადაა ამაზე დამოკიდებული ვერ გეტყვით, სასაქონლე კალათაში კიდევ სხვა პროდუქტებიც შედის. მათ შორის კომუნალური მომსახურებაც გაძვირდა და თუ ყველაფერი გაძვირდება, ინფლაციაც იზრდება აბა რა.

ესაუბრა რინა კრიხელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48