რა შეიძლება მოჰყვეს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : რა შეიძლება მოჰყვეს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას
ნანახია: 517

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა დააყენა. მარტის ბოლომდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. აღნიშნულ საკითხს ეხმაურებიან გარემოს დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციებიც, როგორც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის განცხადებაშია მითითებული, მსგავსი ტიპის ცვლილებებს შესაძლოა “უკიდურესად უარყოფითი შედეგებიც მოჰყვეს". ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ანტიკრიზისული საბჭოს აღმასრულებელ მდივანს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს ბატონ-აკაკი ფანჩულიძეს.

- ბატონო აკაკი, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი?
- როგორც მოგეხსენებათ თავიდან ინფორმაცია გაჟღერდა ისე, რომ თითქოს სამინისტროს გაუქმება უნდოდათ და ამ მიმართულებით იმუშავებდა სახელმწიფო მინისტრი და მისი აპარატი, ბუნებრივია ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებსაც და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც საწინააღმდეგო დამოკიდებულება გვქონდა. ანტიკრიზისული საბჭოსა და ფრაქცია “ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარემ ბატონმა გია თორთლაძემ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობისას ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ასეთ სტრუქტურულ რეორგანიზაციას არ მოგვიწონებდა. ამის შემდეგ მთავრობამ, როდესაც შემოიტანა კანონპროექტი “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” და ამ კანონპროექტიდან გამომდინარე თანმხლები კანონპროექტების პაკეტი, იქ ცალკე არის გამოყოფილი მართვის რგოლად გარემოს დაცვის სამინისტრო, მაგრამ აგრეთვე იქმნება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, რომლის ძალისხმევა ჩემი აზრით მიმართული უნდა იქნას ბუნებრივი რესურსების მოვლა-პატრონობასა და მის სწორ განკარგვაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მართვის შემდგომ რეფორმაზე, ამ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოთ ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში არა რაღაც გარკვეული სამსახურების გადანაწილება, არამედ უნდა შევძლოთ ფუნქციონალურად გავმიჯნოთ ეს სამინისტროები ერთმანეთისგან, რომ მარეგულირებელი ფუნქციები დარჩეს გარემოს დაცვის სამინისტროში, ხოლო რაც შეეხება ფუნქციებს, რომელიც არის დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების პატრონობასთან, მოვლასთან, მის აღწარმოებასთან და შემდგომ ამ რესურსების განკარგვასთან, ეს შეასრულოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.
გარემოს დაცვითი პოლიტიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიის ხარისხის ამაღლებასთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ სარგებლობაზე, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საზოგადოების ჩართულობასთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

- რა შედეგების მომტანი იქნება ეს რეფორმა?
- დებითი შედეგების მომტანი იქნება, თუ სწორად გადავანაწილებთ ფუნქციებს სამინისტროებს შორის, კერძოდ მარეგულირებელი და სამეურნეო ფუნქციების გამიჯვნით ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ ამ დარგში კორუფციას.
აგრეთვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო გახდება მდგრადი განვითარების სამოდელო ქვეყანა.

- ძირითადად რა უნდა შედიოდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებში?
საერთაშორისო კონვენციათა მოთხოვნების ასახვა სახელმწიფოს გარემოსდაცვით პოლიტიკაში გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივად უნდა დარჩეს, აგრეთვე დაცული ტერიტორიების მართვის საკითხი და შესაბამისი დეპარტამენტი კვლავ გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა დარჩეს. ბუნებიდან რესურსის ამოღების რაოდენობა (კვოტა), პერიოდულობა, ამოღების წესი და პირობების განსაზღვრა ეს მარეგულირებელი უწყების ფუნქციაა, ანუ გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციაა და ამისათვის ის უნდა ფლობდეს და სრულყოფდეს იმ საინფორმაციო ბანკს, რომელიც თითოეული ბუნებრივი რესურსის ფონდის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის.
რაც შეეხება ბუნებრივი რესურსების ამოღებაზე ლიცენზიის გაცემას, და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე მონიტორინგს, ეს სწორედ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეროგატივა უნდა გახდეს, კარგი იქნება თუ ამ სამინისტროს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროს დაარქმევენ.
გარემოს დაცვაში სახელმწიფო კონტროლის ფუნქცია უნდა დაეკისროს გარემოს დაცვის სამინისტროს, რაც მთავარია მას უნდა გააჩნდეს იმის მექანიზმი, რომ მან განახორციელოს ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი, ანუ შეამოწმოს მის მიერ განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების კვოტების ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განკარგვის სისწორე, (კვოტები შეიძლება დაამტკიცოს მთავრობამ).
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დარგის მნიშვნელობიდან და მისი მაშტაბებიდან გამომდინარე ცალკე რგოლად უნდა შევიდეს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი, მას კურაციას უნდა უწევდეს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. მისმა დაქვემდებარებამ რაიმე შუალედურ რგოლზე (“ბუნებრივი რესურსების სააგენტოზე”) მართვაში შეიძლება შეგვიქმნას სერიოზული პრობლემები.
გარემოს დაცვის სამინისტროს, როგორც მარეგულირებელი უწყების ფუნქციას Gაგრეთვე უნდა წარმოადგენდეს: გარემოს შემადგენელი კომპონენტების დაცვის მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება და გარემოს დაცვის ერთიანი ეროვნული გეგმის მომზადება, მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა (ინტეგრირებული მართვა), გარემოს მონიტორინგის ეროვნული ქსელის შექმნა და მისი მართვა, მათ შორის (ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის მართვა), ნარჩენების, რადიაქტიული და ტოქსიკური ნივთიერებების და ბიომრავალფეროვნების მართვა, საწარმოო დაწესებულებათა გარემოსდაცვითი სამენეჯმენტო გეგმების დამტკიცება და მათ შესრულებაზე კონტროლი.
გარემოს დაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ობიექტების და ტერიტორიის (სივრცის) განვითარების გეგმების პროექტებზე კანონის საფუძველზე უნდა გასცეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (ინტეგრირებული ნებართვა) და გარემოს დაცვის ინსპექციის საშუალებით უნდა შეამოწმოს ნებართვის პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესრულების მიმდინარეობა.
გარემოს დაცვის ინსპექცია აუცილებელია დაკომპლექტდეს მაღალმკავალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც შეძლებენ დაადგინონ საწარმოოს (ორგანიზაციის) გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ეფექტურობა, საწარმოო _ ტექნოლოგიური პროცესების ეფექტურობა, პროდუქციის _ ნაკეთობის ეკოლოგიურობა, შესაბამისობა კანონმდებლობასთან. (მათ უნდა შეძლონ გარემოსდაცვითი სახელმწიფო აუდიტის განხორციელება: ნაკეთობის აუდიტი, საწარმოო _ ტექნოლოგიური აუდიტი, სისტემის აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი). გარემოს დაცვის ინსპექციას უნდა ჩამოვაცილოთ პოლიციური ფუნქცია.
გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად უნდა ერეოდეს სხვადასხვა უწყების გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმირებაში და შეასრულოს მაკოორდინირებელი უწყების ფუნქცია.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკური, ინსტიტუციური და ფინანსური შესაძლებლობები.
ჩემი აზრით, მთავრობა თუ გაითვალისწინებს აღნიშნულ რეკომენდაციებს ეს იქნება მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი რათა ამ დარგში მივაღწიოთ სამაგალითო წესრიგს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48