ნანახია: 544
ინტერვიუ მეხორბლეთა ასოციაციის თავჯდომარე, დავით გალიგაშვილთან
- ბატონო დავით, მეპურეების განცხადებით პურის გაძვირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მეწისქვილეებმა ფქვილის ფასი გაზარდეს, უფრო მეტად ვიდრე რეალურად გაიზარდა, მათ ეს საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით გააკეთეს. ამიტომ ზოგიერთმა მეპურემ გადაწყვიტა თავად განახორციელოს ხორბლის ექსპორტი, თქვენი აზრით რამ უბიძგა მეპურეებს ამ მოქმედებისკენ? - აწყობთ ალბათ. რამ უბიძგა არ ვიცი, მაგრამ რეალურად თუ გაინტერესებთ, მათი ფქვილი უფრო ძვირი დაჯდება ვიდრე ჩვეგან რომ იყიდონ და რა იქნება ვნახოთ.
- იქონიებს თუ არა ეს პურის ფასზე გავლენას? - არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს.
- მოგეხსენებათ, რომ ხორბლის საერთაშორისო ფასს არც 2010 და არც 2011 წელს თავისი ისტორიულ მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია. თუ 2008 წელს, როცა ხორბლის ფასმა საერთაშორისო ბაზარზე თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, საქართველოში პურის ფასი 50 თეთრი იყო, ახლა რატომ გაიზარდა ფასი? - ერთი ტომარა ფქვილის ფასი მაშინ იყო 56-60 ლარი, ეხლა არის 50-52 ლარი, უახლოვდება თავის ისტორიულ მაქსიმუმს თუმცა ჯერ არ მისულა. როცა ხორბლის ფასი გაიზარდა 2009-ში, ფქილის ფასი მაშინ იყო 30-35 ლარი იყო. ხორბლის ფასი პირდაპირ რეაგირებს ფქილის ფასის ცვლილებაზე, ეს კი თავის მხრივ პურის ფაზსე. რას აკეთებდნენ ამ დროს მეპურეები - აკლებდნენ წონას, ანუ როცა მანამდე 400 გრამიანი პურის ფასი 50 თეთრი იყო, მათ პურის წონა შეამცირეს 300 გრამამდე ფასი ისევ 50 თეთრი დარჩა. ანუ რეალურად პურის ფასი მაშინაც გაიზარდა.
- თუ შეგიძლიათ რაიმე პროგნოზის გაკეთბა, რას შეიძლება ველოდოთ მარტში? მოსალოდნელია პურის მორიგი გაძვირება? - მარტში არამგონია, რომ გაიზარდოს ხორბლის ფასი. ანუ ჯერ-ჯერობით არ მოიმატებს, მაგრამ თუ ხორბლის ფასი აიწევს მაისში ან ივლისში, შესაბამისად მოიმატებს ფქვილის ფასი, ამას კი პურის ფასის მომატება მოჰყვება, ეს მოხდება მერე, თუმცა შეიძლება არც მოხდეს.
- და ბოლოს ბატონო დავით მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ 12%-იანი ინფლაციის მიზეზად დაასახელა ხორბლის და ნავთობის ფასის საერთაშორისო ბაზარზე ზრდა, თქვენი აზრით რამდენად მიუძღვის რეალურად ხორბლის ფასს ბრალი ინფლაციურ პროცესებში? ინფლაციის მაჩვენებელი არის ყველა პროდუქტიდან აღებული, მასში შედის ხორბალიც, ფქვილიც და პურიც. ფაქტია რომ ხორბალზე ფასი გაიზარდა ამან კი ფქვილის და შესაბამისად პურის ფასის ზრდაც გამოიწვია. თუმცა რამდენადაა ამაზე დამოკოკიდებული ვერ გეტყვით, სასაქონლე კალათაში კიდევ სხვა პროდუქტებიც შედის. მათ შორის კომუნალური მომსახურებაც გაძვირდა და თუ ყველაფერი გაძვირდება ინფლაციაც იზრდება აბა რა.
ესაუბრა რინა კრიხელი
|