მოიჯარეებს მიწის დათმობა უჭირთ, მაგრამ გადასახადები აშინებთ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : მოიჯარეებს მიწის დათმობა უჭირთ, მაგრამ გადასახადები აშინებთ
ნანახია: 750

მოიჯარეებს მიწის დათმობა უჭირთ, მაგრამ გადასახადები აშინებთ პირდაპირი გადასახადი წესდება უშუალოდ შემოსავალზე ან ქონებაზე, რაც დაბეგვრის პირდაპირი ფორმაა. ამ სახის გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი, რომელიც გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების დაბეგვრას.
უძრავი ქონების არაკანონიერი მფლობელების ნაწილს საკუთრების ლეგალიზებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საშუალებას პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მომზადებული კანონპროექტი აძლევს, რომელიც "ქონების ლეგალიზების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
2012 წლის 1 იანვრამდე მოხდება იმ უძრავი ქონების ლეგალიზება, რომლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი კანონდარღვევით არის შედგენილი 2007 წლის 1 იანვრამდე. როგორც კანონპროექტში არის განმარტებული, კანონდარღვევით უნდა იყოს შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის სარეგისტრაციო მოწმობა, მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. კანონდარღვევით შედგენილი ამ დოკუმენტების მფლობელებს, ქონების ლეგალიზებისთვის ქონების ნორმატიული ფასის გადახდა მოუწევთ. ხოლო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, მცხეთაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ანაკლიაში ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარს გადაიხდიან. კანონპროექტის განმარტებაში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიზანი არის უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის დამატებითი გარანტიების შექმნა. თუმცა, ხელისუფლების ამ მიზანს ექსპერტები ეჭვის თვალით უყურებენ.
თუ მიწათსარგებლობის უფლება არ გაქვს, მაგრამ მიწას მაინც იყენებ, 2 ათასი ლარით დაჯარიმდებით, თუ იგივე გაიმეორეთ, უკვე 3500 ლარიანი ჯარიმა დაგეკისრება. ჯარიმის გადახდა მოგიწევთ მაშინაც, თუ მწვანე ნარგავებს დააზიანეთ. ყველა ეს აკრძალვა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით გავრცელდება, თუმცა რეგიონებსაც მალე მიხედავენ. ახალი კანონი მიღებულია, რადგან პარლამენტმა იგი უკვე დააკანონა.
უახლოეს მომავალში თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრებთათვის იმ მიწების ჩამორთმევა დაიწყება, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და საკუთრებაში არ ჰქონდათ. არ არის გამორიცხული, თბილისში ავტოფარეხების ნგრევაც დაიწყოს, მერიისთვის ხომ ე.წ. უკანონო მშენებლობები სერიოზულ პრობლემადაა ქცეული.
ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების ავტორები არიან ანდრო ალავიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლაშა თორდია და კახა ანჯაფარიძე. ამ კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მერიას მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების უფლება მიენიჭა. ამავე კანონით, მიწის ნაკვეთის უნებართვო გამოყენებისთვის დაჯარიმდებიან 2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში 3500 ლარით.
დედაქალაქის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადასახადის გაზრდის თაობაზე. აქამდე, თბილისში ქონების გადასახადი 1 ჰექტარზე წლიურად 57 ლარი იყო, ახალი გადაწყვეტილებით კი 1 ჰექტარზე გახდა 100 ლარი. რაც შეეხება თბილისის შემოგარენს – წავკისი, ტაბახმელა, კოჯორი, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამანდლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, ლილოს დასახლება და ვარკეთილი, აქ ქონების გადასახადი მიწებზე 52 ლარი იყო და 95 ლარი გახდა.
მიწებზე ქონების გადასახადი გაიზარდა ასევე დიღომში, მშრალხევში, დაბა ზაჰესში, გლდანში, დიდგორში, ძველ ვეძისში, სოფელ გლდანსა და ავჭალის დასახლებაში – 1 ჰექტარზე იყო 39 ლარი და 82 ლარი გახდა. რაც შეეხება ქონების გადასახადის ოდენობას, ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით გამოიანგარიშება. გადასახადის საბაზისო განაკვეთი 1 კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარია.
საკრებულომ 2011 წლის 28 იანვარს მიიღო და 10 თებერვალს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება თბილისსა და მის შემოგარენში მიწებზე გადასახადის გაზრდის თაობაზე.
თუ მოიჯარეები 2011 წლის 1 მაისამდე პრივატიზებას ვერ მოასწრებენ, `სახელმწიფო ქონების შესახებ~ კანონის საფუძველზე, მოიჯარესა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება გაუქმდება და მიწა გაიყიდება. მოიჯარეებს მიწის დათმობა უჭირთ, მაგრამ გადასახადები აშინებთ. სხვათა შორის, მიწების დაბრუნება ადგილობრივ ბიუჯეტსაც დააზარალებს, ის ძირითადად მიწის გადასახადით ივსება.
კახეთის რეგიონში მწირი მიწის 1 ჰექტარზე გადასახადი 34 ლარი იყო, ხოლო ნაყოფიერ მიწაზე 44 ლარი. მწირი მიწისთვის 76 ლარი გახდა, ნაყოფიერისთვის კი 87 ლარი. პრივატიზება კი, შესაბამისად 1340 და 1740 ლარი.
"ორი წელია მოსავალი არ მიმიღია, რა მდგომარეობაში ვიქნები, წარმოიდგინეთ. ამას პრივატიზებაც დაერთო, ძლივს გამოვნახე თანხა",- ამბობს ერთ-ერთი ფერმერი.
ადრე პრივატიზება 340-400 ლარი ჯდებოდა. ფერმერებს, რომლებიც 10, 20, 50 და 100 ჰექტარს ფლობენ, პრივატიზებისთვის დიდი თანხები სჭირდებათ. მოსავალი არ არის, მოწის პრივატიზებას კი არა, ფერმერები მიწის დასამუშავებლად საწვავისა და შხამქიმიკატების შეძენასაც ვერ ახერხებენ. 2010 წლის 9 ოქტომბრიდან, კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, პრივატიზების საფასური მიწის გადასახადის ოცმაგ მოცულობადე გაიზარდა. გლეხი 340-400 ლარის გადახდას ვერ ახერხებდა და ამავე დროს თანხა, პირიქით, გაუორმაგეს.
"წლებია საწვავსა და შხამქიმიკატებს ძვირად ვყიდულობთ, მიწის ფასს გვიოცმაგებენ, ყველა გზა მოგვიჭრეს, გაგვაღარიბეს და ახლა მთლად ცარიელზე გვტოვებენ. თუ მიწები გაგვიყიდეს, სისხლის ღვრამდე მივალთ, ამას ხალხი აღარ მოითმენ", - ამბობს ერთ-ერთი კახელი ფერმერი.


მარიამ ბიბილაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48