კრიზისმა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაზარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


სოფლის მეურნეობა : კრიზისმა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაზარდა
ნანახია: 1079

კრიზისმა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაზარდააგრარული სექტორი ეკონომიკის განსაკუთრებული დარგია, რომლის განვითარებაც გარკვეულ გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. განვითარებადი ქვეყნებისთვის აგრარული სექტორის განვითარება სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი გზაა და მას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ,ვიდრე განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნები. 2010 წელს მსოფლიოში, ზოგადად, აგრარული სექტორი შემცირებული წარმოებით გამოირჩევა, არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, რამაც გაზარდა ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. ქვეყნები ცდილობენ აგრარული სექტორის დაფინანსების გაზრდით გაზარდონ წარმოება, რათა თავიდან აიცილონ საკუთარ ბაზრებზე ამა თუ იმ პროდუქტების დეფიციტი და ფასების ზრდა.
წელს საზოგადოებისთვის ცოტა მოულოდნელადაც საქართველოს ხელისუფლებამ პრიორიტეტულ დარგად სოფლის მეურნეობა დაასახელა. მხოლოდ წელს აღმოაჩინა ზოგიერთმა ჩინოვნიკმა, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას განვითარების პოტენციალი გააჩნია. "საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია" - ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოში ამ დარგს ბევრი პრობლემა აქვს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არასაკმარის ხელშეწყობას გულისხმობს. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საკამრისი დაფინანსება, განვითარებული ინფრასტრუქტურა, მექანიზაციის მაღალი დონე და დაზღვევის სისტემა. 2010 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 40 მლნ. ლარს შეადგენს, 2011-ში კი 69 მლნ.-მდე იზრდება, რაც მთლიანი ბიუჯეტის ხარჯების 0,9%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის მონაცემებით შრომისუნარიანი მოსახლეობის 50%-მდე სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, ამ სფეროს წილი მშპ-ში 7-8%-ს შეადგენს.
"ბ&ფ" გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას სოფლის მეურნეობის სექტორში, როგორ ეხმარებიან ისინი ამ სფეროს განვითარებას და რა რაოდენობით სუბსიდიებს ახორციელებნ.


აშშ

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სოფლის მეურნეობის წილი, აშშ-ს ეკონომიკაში არის 1%, მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების ზრდამ ეს წილი შეიძლება 10-ჯერ გაზარდოს.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ფასების ბუმი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე 2011 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აშშ-ს მოსახლეობა, რომელიც 300 მილიონზე მეტია, მათგან 22 მილიონზე მეტი დასაქმებულია, სოფლის მეურნეობის, კვების პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, ტრანსპორტირების და გაყიდვების სფეროში. ამერიკელების 4,6 მილიონი მიწათმოქმედებას მისდევს. აშშ-ს მთლიანი ფართობი 917 მილიონ ჰექტარს შეადგენს, აქედან 47% სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოიყენება.
სოფლის მეურნეობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%. აშშ არის მსოფლიოში სასურსათო პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი. საშუალოდ ყოველ ერთ საათში ექსპორტზე 6 მილიონი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადის. ექსპორტის სხვადასხვა სახეებში, სოფლის მეურნეობა მეხუთე ადგილს იკავებს.
აშშ-ში, როგორც სხვა ქვეყნებში, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ორი პრინციპით ხდება. ერთის მხრივ, ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ ჩეკები და პირდაპირი ფულადი გზავნილები სახელმწიფო ხაზინისგან. მეორეს მხრივ, სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს საზღვარგარეთელ კონკურენტებთან და ართულებს ანალოგიური საიმპორტო პროდუქციის შემოსვლას, შედეგად მომხმარებლი სამამულო პროდუქციას იძენს.
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის გამოთვლებით, პროცენტულად სუბსიდირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალ ზელანდიასა (თავისი შემოსავლების 2%-ს მთავრობისგან სუბსიდიების სახით იღებენ) და ავსტრალიაში (4%) ფიქსირდება. აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი 16%-ს, კანადაში 22%-ს, ევროკავშირის ქვეყნებში 32%-ს, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ შვეიცარიას აქვს და ის 68%-ს შეადგენს.
2008 წელს სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილმა გრანტების თანხამ 10 მილიონი, ხოლო 2009 წელს 49 მილიონი დოლარი შეადგინა. 2010-2012 წლებში განსაზღვრულია 55-55 მილიონის გამოყოფა. შტატებს შორის თანხების განაწილებას სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ახდენს, შტატის თვითმმართველობა კი თვითონ ირჩევს პროექტებს, სადაც მოხდება ფულადი სახსრების ინვესტირება. შტატების დაფინანსება ეროვნულ წარმოებაში მათი წილიდან გამომდინარეობს, ანუ რომელ შტატშიც მეტი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქცია იწარმოება, ის მეტ დაფინანსებას მიიღებს. მაგალითად, წელს კალიფორნია $4,797 მილიონ დოლარს, ვაშინგტონი კი $3,745 მილიონს მიიღებს, ფონდიდან სხვა შტატებში გადარიცხული თანხები შედარებით მცირეა.

ბრაზილია

აგრარულ სექტორს ბრაზილიის მშპ-ს 33% უკავია და ამ სფეროში ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 40%-ია დასაქმებული.
ქვეყანაში აგროტექნიკის გამოყენების დონე დაბალია და მეუნეობების 60%-ში ხელით შრომას იყენებენ. მიუხედავად ამისა, ბრაზილიის ექსპორტში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი 65%-ს შეადგენს. დასამუშავებელი მიწები არის მთლიანი მიწის ფონდის 12% ეს არის ბრაზილიის მთელი ტერიტორიის 4%.
ქვეყნის სამხრეთში და სამხრეთ აღმოსავლეთში იწარმოება მთლიანი ეროვნული შემოსავლის 70%.Bბრაზილიის სოფლის მეურნეობაში ყველაზე ძლიერი დარგი მემცენარეობაა. ბრაზილია მსოფლიოში ყავის და ეთილის სპირტის ძირითადი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა. ბრაზილიის ტერიტორიის 60% ტყეებს უკავია, მაგრამ ეს რესურსები აქტიურად არ გამოიყენება.
2011 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბრაზილიის მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გეგმავს 1,67 მილიარდი რეალის გამოყოფას, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.
ბრაზილიის სტატისტიკის და გეოგრაფიის ინსტიტუტის (IBGE) მონაცემებით, 2010 წლის მეორე კვარტალში, აგრარული სექტორის ზრდის ტემპები მშპ-ში, ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო.

იაპონია

იაპონია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ადგილობრივი წარმოება, მხოლოდ ბრინჯის საშინაო ბაზრის მთლიან მოთხოვნის დაკმაყოფილებას ახდენს.
იაპონიაში განვითარებულია სოფლის მეურნეობის მრავალი დარგი, ძირითადი არის მიწათმოქმედება, სადაც მოჰყავთ მარცვლოვანი კულტურები და ჩაი. სოფლის მეურნეობაში დაკავებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 3%. ხოლო, მშპ-ში აგრარული სექტორის წილი 2%-ს შეადგენს.
მემცენარეობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის 70%-ს იკავებს. კვებითი და ტექნიკური კულტურები ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოდის.
იაპონიაში შემუშავებულია გრძელვადიანი სახელმწიფო აგრარული პოლიტიკა. ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუბსიდირებულ დარგად ითვლება.
მიწების უკმარისობის გამო, სახელმწიფო მკაცრად ადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიწების ფლობის ლიმიტს. ასევე იღებს ზომებს ფასების სტაბილიზაციისთვის და გამოყოფს დოტაციებს მწარმოებლებისთვის.
სოფლის მეურნეობის დანახარჯები საკმაოდ მაღალია, მაგ.: 2010-2012 წლებში 246 მილიონი დოლარის სუბსიდიების გამოყოფა იგეგმება. დახმარებას იღებენ ადგილობრივი ფერმერული მეურნეობები და კოოპერატივები. წელს ამისთვის ბიუჯეტიდან პრეფექტურებში 5,8 მილიარდი იენი გადაირიცხა.

რუსეთი

რუსეთი მთელი მსოფლიოს მიწების 10%-ს იკავებს. 2010 წლის დასაწყისისთვის რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტით მესამე ადგილზე იყო (აშშ-ს და ევროკავშირის შემდეგ), თუმცა 2010 წელს რუსეთის აგროსამრეწველო კომპლექსი გვალვის შედეგად დაზარალდა და მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 10%-ით შემცირდა. შედეგად აგვისტოში ქვეყნის მშპ 0,4%-ით შემცირდა. დღეისათვის სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 60%-ს შეადგენს.
2010 წელს სოფლის მეურნეობისთვის სუბსიდიები 150 მილიარდ რუბლს შეადგენს. წლის დასაწყისისთვის, გათვალისწინებული იყო 108 მილიარდი, თუმცა გვალვის გამო დაზარალებული რეგიონებისთვის დამატებითი სუბსიდიების გამოყოფა მოხდა.

აზერბაიჯანი

დსთ-ს ქვეყნებში აზერბაიჯანი სოფლის მეურნეობის ყველაზე მაღალი სუბსიდირებით გამოირჩევა. 2009 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად სოფლის მეურნეობის სექტორი 3,5 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის დასაწყისში, აზერბაიჯანელმა მარცვლეულის მწარმოებლებმა მიიღეს 40 მანათის სუბსიდია მიწის თითოეულ ჰექტარზე. მათთვის ასევე მოქმედებდა მინერალურ სასუქებზე და ძრავის ზეთებზე 50%-იანი შეღავათები.
ექსპერტები აგროსამრეწველო კომპლექსის პროდუქტიულობის ზრდის მიზეზად სოფლის მეურნეობის სექტორში კოოპერაციების შექმნა მიიჩნევა.
2009 წელს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 6,7%-ს შეადგენდა. მიღწევების მიუხედავად, ჯერ არ არის განვითარებული დაზღვევის სისტემა. 2007 წელს მიღებული კანონით, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხება სოფლის მეურნებობის დაზღვევაში სახელმწიფოს პრემიები 25%-დან 50%-მდე გაიზარდა.
2010 წლიდან აზერბაიჯანში ოფიციალურად დაშვებული იქნა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი, რომლის რეალიზებასაც მოახდენს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია OXFAM და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). პროექტი მოიცავს 60 ათასი ადამიანის დასაქმებას რეგიონებში. პირველი ეტაპი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება და პირველი ფაზისთვის 2 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

სომხეთი

დღეისათვის სომხეთში სოფლის მეურნეობა ღრმა კრიზისშია, ამის მიზეზად კლიმატური პირობები სახელდება.
სოფლის მეურნეობის წილი სომხეთის მშპ-ში 20%-ს შეადგენს და ამ სფეროში შრომისუნარიანი მოსახლეობის 50%-მდეა დაკავებული. 2010 წლის თებერვალში სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ დარგის 300 მილიონი დრამით დაფინანსების შესახებ.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) კრედიტით, რომელიც შეადგენს 35 მილიონ დოლარს, გათვალისწინებულია სომხეთში, სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის აღდგენა. თანხები გამოყოფილია 20 წლის ვადით, 10 წლის საშეღავათო პერიოდით, 0,75% წლიური პროცენტით.

თურქეთი

სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ძირითადი სექტორი, თურქეთის ეკონომიკაში. თურქეთი მსოფლიოში გარკვეული სახეობის კვების პროდუქტების ძირითადი ექსპორტიორი, ქვეყნის ფართობის ნახევარი სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება. თურქეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 12-14%-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი ქვეყნის ექსპორტში 60%-ს შეადგენს. თურქეთში ყველაზე მეტად გავრცელებულია მარცვლეული კულტურების მოყვანა (85%) და მესამე ადგილს იკავებს ევროპაში დამუშავებული მიწების რაოდენობით (24,9 მილიონი ჰექტარი).
სოფლის მეურნეობის სექტორი გამოირჩევა მაღალი სახელმწიფო მხარდაჭერით, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. სახელმწიფოს ყოველწლიური სუბსიდიები აგრარული სექტორისთვის 4 მილიარდ დოლარს აღემატება.

სოფო ბუჩუკური




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48